ბავშვობაში ძალიან უცნაური აზრები და იდეები მომდიოდა და სულ მათ ამოხსნაში ვიყავი ისე გარეგნულად (სხვა პირებთან) არასდროს ვიმჩნევდი...
ერთხელ, როცა მესამე განზომილებებზე მოვისმინე რაღაცეები კედლისკენ გავექანე და შევასკდი პარალელურ სამყაროში გადასვლის მიზნით
ღამე დაძინებისას არ მეშინოდა ხოლმე, მარა რაღაც თუ გაიფხაკუნებდა და შემეშინდებოდა (მეგონა რომ ეშმაკები ან სულები იყვნენ) დავუწყებდი ლაპარაკს- კაი რა ამ შუა ღამე რას დაბოდიალობ, წადი დაისვენე და ეგეთები
ერთხელ წიგნი თავზე დავიდე და მეგობარს ვუმტკიცებდი ეხლა რაც აქ წერია ჩემ თავში ჩადის მეთქი...
....ერთხეხლ ვცდილობდი ავმხტარიყავი და ჰაერში გავჩერებულიყავი
ცხოველები მეგონა რომ ესმოდათ ყველაფერი და ჩუმად მოვიხელთებდი ლეკვს ან კატას და ვუმტკიცებდი-მე შეგიძლიათ მენდოთ, არავის ვეტყვი.... =)
ერთხელ გავიგე დიდებისგან- ეგ წყლიდნ მშრალი ამოდისო... და მთელი დღე ტაშტთან ვიდექი და ვწვალობდი რომ ჩემი ხელები მშრალი ამომეტანა წყლიდან...
ყოველთვის მეგონა რომ "ზემოდან" მაკვირდებოდნენ და ყოველთვის ვცდილობდი თმები თმები ყოველთვის ლამაზ მქონოდა და სუფთად მცმოდა, ავიხედებოდი ცაში და გავიღიმებოდი
ერთხელ დედამ კვერცხები რომ იყიდა ერთი კვერცხი ავიღე, ჩემ ოთახში შევიტანე და თბილ ნაჭრებში შევფუთე.. მეგონა წიწილა გამოიჩეკებოდა...
ველოდებოდი იმ ჯადოსნურ დღეს როცა მთვარეს და მზეს ერთად ვნახავდი... და მაგას ვხატავდი ხოლმე ხშირად...
მეგონა როომ გარდაცვალებუულს ესე ასაფლავებდნენ- ორმოს გათხრიდნენ,იქ ჩააცურებდნენ კუბოს და ეს კუბო დიდ გვირაბში გასრიალდებოდა და სხვა სამყაროში ამოვარდებოდა..იქ კი ვიღაცეები გაუღებდნენ კარს...
ზანგები მეგონენ უცხოპლანეტელები... და ერთხელ შუა ქუჩაში- დეეეედა დეეედა,უცხოპლანეტელი დეეეეეეეეე და თითს ვიშვერ ამ ზანგისკენ...
ადრე... 1997ში სადღაც თუუურმ(თამრო მიყვება) სიონშიპატრიარქიუნდა გამოვიდეს, გაყოფილია გზა,ხალხიიყინება,ზამთარია, ელოდება, დ გამოდის ილია მეორე ნელა, ხალხს ლოცავს და ჩამიარა თურმე და მე ვიღრიალე- დეეეეე დე თოვლის ბაბუა დეეეე
აუტყდათ თურმე ხარხარი,მოტრიალებულა პატრიარქი და მაკოცა (ალბათ გაიფიქრა ვაი შე უპატრონო შენაო )
ყოველთვის ვიგონებდი ზღაპრებს... ან გადავაკეთებდი ხოლმე.. ფიფქიას შეუყვარდა ერთ-ერთი ჯუჯა.....
ყოველთვის მაინტერესებდა ცეცხლი რატომ ვერ წვავდა წყალს... ეჰ რამდენაირად არ ვაექსპერიმენტებდი...
ხელით ვცდილობდი რაღაც ნივთები ჰაერში ამეწია- მატილდას გავლენა
იასამნებში 5ფურცლიან ყვავილს თუ როგორ ვთქვა იმასმოვძებნიდი და გავიქანებდი პირისკენ.. მეგონა 5იანებს მივიღებდი
მეგონა თუ ყველა ვარსკვლავს დავითვლიდი მილიონერი გავხდებოდი...
როცა ვმგზავრობდით შორ მანძილებზე..ფანჯარასთან ვიჯექი ხოლმე.. და ჩუმად ვმღეროდი.. მეგონა ქარი თუ ჰაერი რაც სახეში მხვდებოდა იმას თუ ვუმღერებდი უფრო სწრაფად წავიდოდით
და მეგონა რომ მზე ზღვაში ჩადიოდა.. და ყოველთვის მინდოდა მზის ამოსვლისთვის მეყურებინა... მაინტერესებდა სველი მზე როგორ გაშრებოდა..
რაღაცეეებისGან კიდობანს ვაშენებდი... შიგ ჩავსვავდი ხოლმე მატლებს, პეპლებს ობობებს, ტარაკნებს, და მერე წარღვნას გავიტამაშებდით
უპატრონო ძაღლებს სახლში მივათრევდი ხოლმე- მეგონა დამიცავდნენ
ზამთარში თოვლის დიდ გუნდას ვაკეთებდი და სახლში ფეჩთან მოვარბენინებდი რა ლამაზია და ცოდოა გარეთ ცივა მეთქი.. და მინდოდა იქითა ზამთრამდე შემენახა...
თოვლის ფიფქებს რომ ვხედვდი გავქანდებოდი მივუშვერდი ენას მეგონა თოვლის ბაბუას გაუხარდებოდა თოვლი მისი გამოგნზავნილი მეგონა და ტყუილად რომ არ გაფანტულიყო....
მამაჩემს სამსახურში ძაააააააააალიან ადრე მისცეს სიმენსის აგურის ხელა ანტენიანი მობილური...ნუ მაშინ ეგ იყო რავი... შოკი.. hოოოოოოოოდა ყოველდღე მამაჩემი ტელეფონზე რომ ლაპრაკობდა და რომ გათიშავდა, ანთებული თვალებით მივიდოდი და ძაააააააააააააააააააალიან მათხოვრულად და იმედის მაძიებელი ხმით-- მამა დიდი ბიჭი რომ ვიქნები ხო მაჩუქებ? :D
საზოგადოებრივ ადგილებში ცხოველს რომ ვნახავდი, დავასკვნიდი ჩემს აზრზებს კითხულობს მეთქი , და ველაპარაკებოდი გულში და ვეხვეწებოდი მანიშნე რო გესმის...