პარასკევი, 2025-01-10, 2:32 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » საინტერესო ამბავი

აერობუს ა380  — ორსართულიანი თვითმფრინავი წარმოებული ევროპული კორპორაცია აერობუსის, ევროპის აეროკოსმოსური და თავდაცვითი კონცერნის შვილობილის, მიერ. უდიდესმა სამგზავრო თვითმფრინავმა მსოფლიოში, A380-მა პირველი ფრენა 2005 წლის 27 აპრილს განახორციელა ტულუზიდან(საფრანგეთი). 2007 წლის 25 ოქტომბერს კი პირველი კომერციული ფრენა განახორციელა სინგაპურიდან სიდნეიში სინგაპურის ავიახაზებით.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 913 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

ლოოსიოსი (ბერძნ. Λούσιος) — მდინარე და ხეობა საბერძნეთში. მდინარე ლოოსიოსის სიგრძე 23 კმ-ია. ერთვის ალფეოსს. მიედინება დასავლეთ არკადიაში. დინების სათავე ლიკოჩკორთან ახლოს მდებარეობს. დამახასიათებელია სწრაფი დინება.

ხეობა (სიგრძე 15 კმ, სიგანე 2 კმ) ვრცელდება მერიდიანული მიმართულებით. ხეობის (კანიონის) ვიწრო მონაკვეთი სიღრმეში ადილ-ადგილ 300 მ აღწევს. ხეობის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. წარსულში მდინარის ხეობაში ჩნდებოდა ხშირი დასახლებები, შუა საუკუნეებში აქ ააშენეს მონასტრები, ფერდობებზე არის მრავალრიცხოვანი ისტო ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 754 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

სწორი ნაწლავი (Intestinum rectum), მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილი, რომელიც უკანა გასავლით (ყითით) თავდება. მოზრდილი ადამიანის სწორი ნაწლავის სიგრძეა 14-18 სმ, სანათურის დიამეტრი ზემო ნაწილში - 4 სმ, ქვემოთ კი - 7,5 სმ-მდე ფართოვდება და წარმოქმნის ამპულას.

სწორ ნაწლავში განარჩევენ ზემო (მენჯის, 12-15 სმ) და ქვემო (ანალურ, 2,5-3,7 სმ) ნაწილებს. ქალის სწორი ნაწლავი საშვილოსნოს უკანაა, ხოლო კაცისა შარდის ბუშტის უკან. სწორი ნაწლავის მენჯის ნაწილი მეტნაკლებად დაფარულია პერიტონეუმით, ანალური ნაწილი კი მოკლებულია ამ საფარველს. კუნთოვანი გარსის გარეთა ბოჭკოები არ ჯგუფდება სამ გასწვრივ ზონრად, როგორც ეს აღინიშნება კოლინჯში, იგი მთლიანად შრის სახით ეკვრის გარს სწორ ნაწლავს. ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 789 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

ჰრუშიცას ტყე (სლოვენურიდან ქართულად მსხალნარი) მდებარეობს კირ-ქვოვან პლატოზე და სლოვენიის ალპების სამხრეთაღმოსავლეთით უკავია დაახლოებით 100 კმ². ეს მხარე ლამის ბოლო დრომდე წარმოადგენდა ალპების აღმოსავლეთით მდებარე უმნიშვნელოვანეს უღელტეხილს იტალიის საზღვართან.
სახელის შესახებ 

ტოპონიმი "მსხალნარი" ანტიკური ხანიდან მოსდევს ამ ტყეს და უკავშირდება ისტორიულად არსებულ ერთ–ერთ სადგურს, რომელიც მაშინ უღელტეხილზე მდებარეობდა თურმე: ამ სადგურს ლათინური სახელი – "Ad Pirum" ერქვა, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც "მსხლის ხესთან". სლოვენური (სლოვენურად hruška [ჰრუშკა] = მსხალი) და იტალიური (იტალიურად Selva di Piro [მსხლის ტყე]) სახელებიც ლათინურიდანაა წარმომდგარი. დაუდგ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 788 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

განეშა (სანსკ. गणेश gaṇeśa „მხედართმთავარი") — ინდუიზმის პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება, შივას და პარვატის შვილი. განასახიერებს სიბრძნეს და წარმატებას.

ლეგენდა განეშაზე ამგვარია: სპილოს თავი მას დაბადებიდანვე არ ჰქონია. განრისხებულმა შივამ მას თავი ჯერ მოჰკვეთა, შემდეგ კი თავისი მეუღლე პარვატის ხვეწნა-მუდარას ყური უგდო, ტყეში პირველშემხვედრ ცხოველს, სპილოს თავი მოჰკვეთა, განეშას მხრებზე დაუსვა და გააცოცხლა. „ბრძენი" ცხოველის თავით დაჯილდოებული განეშა დიდი მხედართმთავარი და მთავარსარდალი გახდა.

დღესაც ინდუისტები რაიმე ახალი საქმის დაწყებამდე, მოსწავლეები კი გამოცდების ჩაბარებამდე აუცილებლად მიართმევენ მსუნაგ განეშას უხვ შესაწირავს — ბრინჯს, ქოქოსის კაკალს, ერბოს და ტკბილეულს, რათა საყვარელმა ღვთაებამ თავისი სიბრძნე და წარმატება არ მოაკლოს მათ.

... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 814 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

კრიშნა (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa „შავი") — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.

კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა.

ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 933 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

კონფუცი (ნამდვილი სახელი კუნგ ფუძი; ჩინ. 孔子 ან 孔夫子; დ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 551 , ციუიფუ — გ. ძვ. წ. 479) — ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია - კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ძი ("მასწავლებელი კუნი") ან უბრალოდ ძი - "მასწავლებელი" (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი მასწავლებელი იყო).

ბიოგრაფია 


ტრადიციის მიხედვით, კონფუცი ქრისტეშობამდე 551 წელს ჩუნციუს პერიოდში, ქალაქ ციუიფუს (曲阜) მახლობლად დაიბადა (ყოფილი ლუს სახელმწიფო, დღეს შედის შანდუნის პროვინცაში). ადრეული ჟამთაღმწერები მოგვითხრობენ რომ ის დაიბადა ღარიბ თუმცა კეთილშობილ ოჯახში.

კონფუცი იყო მებროლთა გვარის წარმომადგენელი. მამა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 825 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

პოსეიდონი (ბერძნ. Ποσειδών), ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი. პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენასატიკის მმართველობაზე. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 897 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

ათენა (ბერძნ. Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη), საბერძნეთის ერთ–ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტო, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1193 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

აფროდიტე (ბერძნ. Ἀφροδίτη, Aphroditē), სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა"). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია ი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1196 | დაამატა: xuco | თარიღი: 2011-11-14 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 22 23 24 25 26 ... 42 43 »
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz