შაბათი, 2024-12-28, 1:11 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 26 » საინტერესო
1:26 AM
საინტერესო


გულის დარტყმის ფაქტები!

1)კაცი რომელიც გარდაიცვალა გულის შეტევით ბრიტანული კომედიის “the goodies”-ის ყურების დროს

1975 წლის 24 მარტს ალექს მიტჩელი,50 წლის კალატოზი ქალაქ კინგს ლინიდან(ინგლისი),გარდაიცვალა სიცილით “the goodies”-ის ერთ-ერთი ეპიზოდის ყურების დროს.როგორც მისი ცოლი იხსენებს,მიტჩელს არ შეეძლო შეეწყვიტა სიცილი ეპიზოდი “Kung Fu Kapers”ის ყურებისას,სადაც ტიმ ბრუკტეილორი,რომელიც შოტლანდიელივითაა გამოწყობილი,ცდილობს თავი დაიცვას შოტლანდიური სტვირით შავკანიანი ბილ ოდისგან.25 წუთიანი შეუჩერებელი სიცილის შედეგად მიტჩელი მძიმედ დაეშვა სავარძელზე და გულის შეტევით გარდაიცვალა.მისმა ქვრივმა წერილი გაუგზავნა”the goodies”ის გუნდს,სადაც მადლობას უხდიდა მათ რომ მიტჩელის ბოლო წუთები ასეთი სასიამოვნო გახადეს.

2)ბრმა ქალი,რომელსაც თვალი აეხილა გულის შეტევის შემდეგ

ჯოის ურჩის,რომელიც უსინათლო იყო 25 წლის განმავლობაში,უცბათ აეხილა თვალი გულის შეტევის შემდეგ.1979 წლიდან ჯოისი ცხოვრობდა სიბნელეში,თუმცა გულის შეტევის შემდეგ,როდესაც გაიღვიძა, შეძლო დაენახა სამყარო საკუთარი თვალებით.ექიმები ვერ ხსნიან ამ ფაქტს და “სასწაულს” ეძახიან,ხოლო ჯოისს თავისი მოსაზრება აქვს-”მე მჯერა რომ მოვკვდი და შემდეგ უკან დავბრუნდი,ჩემ ცხოვრებაში არასოდეს მიცინია ამდენი “.ის ოთხი შვილის დედა და 14 შვილიშვილის ბებიაა.

3)რეპორტიორი რომელმაც გულის შეტევის მომენტში ეს ფაქტი ტვიტერზე ატვირთა

თეთრი სახლის კორესპონდენტი ტომი ქრისტოფერი ინტერნეტის ისტორიაში ჩაეწერა პირველ ადამიანად,რომელმაც სტატუსი ატვირთა ტვიტერზე, მაშინ როდესაც გულის შეტევა ჰქონდა.კვირას ექვს საათზე ქრისტოფერმა თავის გვერდზე დაწერა “I gotta be me. Livetweeting my heart attack.Beat that!”,საბედნიეროდ ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, რამდენიმე საათის შემდეგ ტომი მომხდარზე ხუმრობდა კიდეც.

4)კაცი, რომელსაც გულის შეტევა ერთერთ შოუში ლაპარაკის დროს დაემართა

ჯერომ ირვინგ როდალი, რომელიც ჯანმრთელ კვებას აქტიურად მისდევდა, მიწვეული იყო შოუში დიკ ქარვეტთან 1971 წელს. იმის შემდეგ, რაც ჯერომმა დაიტრაბახა რომ ის 100 წელს მიაღწევდა თუ ვინმე გიჟი ტაქსისტი არ შეიწირავდა,დიკ კარვეტმა შეამჩნია,რომ მისი 72 წლის სტუმარი უეცრად გარდაცვლილიყო.მისი სიტყვები სამწუხაროდ არ ახდა და შუა შოუს დროს გულმა დაარტყა…

5)კაცი, რომელიც გულის შეტევით იმ დღეს მოკვდა,როცა ლატარია მოიგო.

დონალდ პიტერს უწოდებენ ყველაზე იღბლიან და ყველაზე უიღბლო ადამიანს.მას დაემართა გულის შეტევა და მოკვდა,მაშინ როცა მისმა ოჯახის წევრმა ლატარია მოიგო.პიტერმა იყიდა ორი ბილეთი ერთი თავისთვის და მეორე თავისი ცოლისთვის შარლოტასთვის.ის ამას 20 წლის განმავლობაში აკეთებდა.დონალდს გულმა მძიმე მუშაობის გამო ქარხანაში დაარტყა, სწორედ მაშინ როდესაც მისი ცოლი და შვილები სიხარულისგან ყვიროდნენ.

6)კაცი, რომელსაც გულმა დაარტყა ძაღლმა გადაარჩინა

ძაღლ ტეკას დიდი როლი მიუძღვის ადამიანის გადარჩენაში.2007 წელს მის პატრონს ჯიმ ტეზიუს გულმა დაარტყა.როდესაც კაცი ძირს დავარდა ტეკა მივარდა მას და დაიწყო ყეფა, ასევე ის მკერდზე ახტებოდა პატრონს მანამდე სანამ მისმა გულმა ფეთქვა არ დაიწყო თავიდან.ამის შემდეგ ტეზიუმ შეძლო და გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

7)კომიკოსი რომლსაც გულმა დაარტყა,იმის შემდეგ რაც იხუმრა.

დიკ შონი იყო კომიკოსი,რომელიც დასცინოდა პოლიტიკოსებს.როდესაც მან დაამთავრა დაცინვა ის გადავარდა უკან კიბეებზე,თავიდან.ხალხს ეგონა,რომ ეს შოუს ნაწილი იყო და დაიწყეს სიცილი,ისინი იცნიოდნენ მანამდე,სანამ ერთერთმა არ შოუმენს პულსი არ შეუმოწმა. მალე მოვიდნენ ექიმები და ხალხი სახლში გაუშვეს-დიკ შონი მოკვდა

8)კაცი,რომელსაც დაარტყა გულმა ბოულინგის შესანიშნავი თამაშის შემდეგ.

მიჩიგანელმა დონ დოანი რომელიც თამაშობდა ბოულინგს 45 წლის განმავლობაში და მან მოიგო მისი მე-300-ე თამაში, მოკვდა გულის შეტევით
9)კაცი,რომელსაც გულმა დაარტყა ლექსის კითხვის დროს

ცნობილი ქართველი პოეტი გიზო ნიშნიანიძე,იმყოფებოდა საჩხერეში 2011 წლის 19 სექტემბერს.ის ქეიფობდა მეზობლის ოჯახში,სადაც კითხულობდა ერთერთ თავის ლექს,უეცრად ის შეჩერდა თქვა დავიღალეო და გარდაიცვალა

სიკვდილის ფაქტები!

ევრი ადამიანი ცდილობს საკუთარი ცხოვრება საინტერესო გახადოს. ზოგსაც ერთფეროვანი, მშვიდი ცხოვრებაც არ აღიზიანებს. თუმცა არც ერთი მათგანი არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ცხოვრების ბოლო წამები ზედმეტად „საინტერესოდ“ გაატაროს, თუმცა სამწუხაროდ, ცხოვრების ამ მწარე ირონიის გააზრებას ისინი უკვე ვეღარ ასწრებენ.

ბერძენი დრამატურგი ესქილე თავისი მდიდარი ფანტაზიითაც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მას სიცოცხლეს ციდან ჩამოვარდნილი…კუ მოუსწრაფებდა. კუ კი იმ არწივის ბრჭყალებიდან მოფრინავდა, რომელსაც ესქილეს მელოტი თავი ლოდი ეგონა და მასზე კუს ჯავშნის გატეხვას აპირებდა.
დანიელი ასტრონომი ტიხო ბრაგე ცხოვრებაშიც საკმაოდ უცნაურად იქცეოდა: სახლში ჰყავდა ქონდრისკაცი (ჯუჯა), რომელიც სადილის დროს მაგიდის ქვეშ იჯდა და მასხარაობდა. დუელის დროს კი ტიხომ ცვხირი დაკარგა და სახეზე ხან ოქროსგან, ხან ვერცხლისგან ჩამოსხმული „ცხვირი“ ეკეთა. ერთხელაც ბანკეტზე საპატიო სტუმრად მიპატიჟებული დანიელი დიდგვაროვანი უკვე საკმაოდ ნასვამი იყო, როდესაც სუფრას მიუჯდა. მე–16 საუკუნეში ცუდ ტონად ითვლებოდა სუფრის დროზე ადრე მიტოვება და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლგიური მოთხოვნილება აწუხებდა, თავაზიანმა ასტრონომმა ვერ შეძლო მაგიდის დატოვება. სასმელის მოყვარულ ბრაგეს სხვა რა გზა ჰქონდა, სვა და სვა რამოდენიმე საათის განმავლობაში, სანამ შარდის ბუშტი არ გაუსკდა. იგი თერთმეტი დღე იტანჯებოდა გაუსაძლისი ტკივილებით და ბოლოს გარდაიცვალა.

ბევრი ადამიანი ხდება კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული. არც 28 წლის სამხრეთ კორეელი ლი სიუნგ სეოპი აღმოჩნდა გამონაკლისი. 2005 წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც სამსახურიდან წამოვიდა, იგი „ჩაჯდა“ ადგილობრივ ინტერნეტ–კაფეში და 50 საათის განმავლობაში გადაბმულად თამაშობდა. ორგანიზმისა გამოფიტვის, გაუწყლოვნებისა და გულის უკმარისობის გამო მან ბოლოს გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა.

2001 წელს ინტერნეტში საკმაოდ უცნაური განცხადება განთავსდდა: ვინმე არმინ მიუვსს უნდოდა გაეცნო ნებისმიერი მსურველი მისი შემდგომი … შეჭმის მიზნით. კიდევ უფრო საოცარია ის, რომ დიდხანს ლოდინი არ მოუწია და განცხადებას გამოეხმაურა ვინმე ბერნ იურგენ ბრანდესი. მათ ერთად ისადილეს, შემდეგ ბრანდესმა დაწერა ხელწერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ნებაყოფლობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. შემდეგ მიუვსმა კეთილ ბერნს ყელში ხანჯალი გამოუსვა და გემრიელად მიირთვა.

სახელგანთქმული ჩინელი პოეტი ლი პო ერთ მთვარიან ღამით მუზის საძებნელად მდინარე იანძზე ნავით სასეირნოდ გამოვიდა. იგი ისე აღაფრთოვანა წყალში მთვარის ანარეკლმა, რომ მისი გულში ჩახუტება მოინდომა, რითაც ჩინურ პოეზიას ბევრი შესანიშნავი ლექსი მოაკლდა.

შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკი ზედმეტი ჭამისგან დაიღუპა. დიდი ადოლფ „ბევრმჭამელა“ ცუდად გახდა მას შემდეგ, რაც მიირთვა ლობსტერი, ხიზილალა, კობოსტოს სუპი, შებოლილი ქაშაყი, სორკროტი(მჟავის ასორტი), შამპინიონები და 14 პორცია საყვარელი დესერტი სიმლა – მარციპანითა და რძით მომზადებული ტკბილი ფუნთუშა.

ახალ კი მცირეოდენი სტატისტიკა:

ყოველწლიურად:

40 ადამიანი ხდება ზვიგენის მსხვერპლი;

150 ადამიანი იღუპება ჩამოვარდნილი ქოქოსისგან;

დიდ ბრიტანეთში 5 ადამიანი კვდება მეხის დარტყმისგან. მათგან მამაკაცთა რაოდენობა 4–ჯერ მეტია ქალებისაზე;

2500 ცაცია იღუპება მარჯვენა ხელით მოსახმარი ხელსაწყოებით, ძირითადად ელექტროხერხით;

25000 ადამიანი კვდება გველის ნაკბენით, ძირითადად ინდოეთში;

ბრიტანეთში დაახლოებით 20 ადამიანი იღუპება ძილში ლოგინიდან ჩამოვარდნით და 25 ადამიანი კი საცურაო აუზში იხრჩობა.

იაპონიაში 150 ადამიანი იღუპება ცხელი წყლით დამდუღვრით.

გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს :)
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 800 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz