პარასკევი, 2024-12-27, 11:20 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » როკის გვირაბი
9:32 PM
როკის გვირაბი

როკის გვირაბი — სატრანსპორტო გვირაბი დიდი კავკასიონის მთებში, რომელიც აკავშირებს ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიას (რუსეთის ფედერაცია) ცხინვალის რეგიონთან.

გვირაბი საბჭოთა ხელისუფლებამ ააგო (მშენებლობა დასრულდა 1985 წელს). მისი სიგრძე 3 660 მეტრია და ზღვის დონიდან დაახ. 3000 მეტრზე მდებარეობს. რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ სხვა გზებს შორისაა ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟოსთან, რომელიც 2006 წლის ივნისში დაიხურა, და განთიადი-ადლერის მონაკვეთი აფხაზეთის საზღვართან, რომელიც არალეგალურად ფუნქციონირებს.

გვირაბი დიდ როლს თამაშობს ქართულ-ოსურ კონფლიქტში. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გვირაბს აკონტროლებს და მასზე საკუთარ ბაჟს აწესებს, რაც რეგიონის ძირითადი შემოსავალია. საქართველოს მთავრობა კონფლიქტის პერიოდში მოუწოდებდა გვირაბზე საერთაშორისო ზედამხედველობის დაწესებას. რუსების მიერ ყაზბეგი-ზემო-ლარსის საბაჟოს ჩაკეტვის შემდეგ, ეს გვირაბი ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა რუსეთსა და საქართველოს შორის (განთიადის გარდა).
აგების ისტორია 

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკა. ნაჩვენებია როკის გვირაბის მდებარეობა

1986 წლამდე, როკის გვირაბის გახსნამდე სოხუმელი სეპარატისტებისგან განსხვავებით, ათწლეულების განმავლობაში ცხინვალსა და ჯავაში მზარდ სეპარატიზმს არ ჰქონდა პირდაპირი დამაკავშირებელი გზა რუსეთთან.

მისი აგება სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა" გამოცხადდა და რამდენიმე რესპუბლიკაში დაიწყო აქტიური მოქმედებები თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.

როგორც ცნობილია, კავკასიონზე რუსეთიდან საქართველოსკენ გვირაბის გაყვანის ორი პროექტი არსებობდა. პირველის თანახმად, მამისონის უღელტეხილზე დაახლოებით 7 კმ-იანი გვირაბი უნდა გაეჭრათ. აქ უკეთესი ბუნებრივი პირობები იყო, გასასვლელებიც - უფრო უსაფრთხო; შესაბამისად გვირაბის გაჭრაც შედარებით იოლი.

მეორე პროექტის მიხედვით, გვირაბის გაყვანა როკის უღელტეხილზე იყო დაგეგმილი, სადაც რთული ბუნებრივი პირობებია.

ლოგიკურად - გვირაბი მამისონის უღელტეხილზე უნდა გაეჭრათ, მაგრამ საქმეში პირადი ნაცნობობა ჩაერია. მაშინდელი სკკპ ჩრდილო ოსეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბილარ კაბალოევი საგანგებოდ შეხვდა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს, ასევე ოსი ეროვნების არმიის გენერალ ისა პლიევს და, სავარაუდოდ, ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ოსი ხალხის გასაერთიანებლად, სთხოვა, მოსკოვისთვის ერჩია, მამისონის ნაცვლად როკის ვარიანტი დაემტკიცებინათ.

გენერალი პლიევის თხოვნით მოსკოვმა ბრძანება გასცა, გვირაბი გაეჭრათ არა მამისონზე, არამედ როკის უღელტეხილზე.

როკზე სამანქანო გვირაბის გაჭრა ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში იგეგმებოდა. არსებობდა ასევე ოსი ეროვნების ინჟინრის რუტენ გაგლოევის პროექტი, რომელშიც აღწერილი იყო 5,5 კმ სიგრძის გვირაბის ტექნიკური პარამეტრები. მეტიც, 1930 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაწყებულიც ყოფილა სამხრეთ პორტალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები.

თუ რა შენიღბული ჩანაფიქრი იყო ჩადებული კავკასიონის ქედზე გვირაბის გაჭრაში, ამას მაშინდელი საქართველოს ხელისუფლებაც ხვდებოდა. 1972 წელს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ როკის გვირაბის მშენებლობის საწინააღმდეგო წერილიც გაგზავნა მოსკოვში, მაგრამ ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო.

„სოიუზდორპროექტმა" გადაამუშავა რუტენ გაგლოევის 1920-იანი წლების პროექტი და გასაჭრელი გვირაბის ადგილის გადატანით თავად გვირაბის სიგრძე 5, 5კმ-დან 3, 66კმ-მდე შეამცირა. როკის გვირაბის გაჭრა კი „თბილგვირაბმშენს" დაევალა.

1975 წელს „თბილგვირაბმშენის" მუშაობა სამხრეთის მიმართულებიდან, ხოლო 1976 წელს - ჩრდილოეთიდან დაიწყო. მძიმე და შეუწყვეტელი სამუშაოების შედეგად 1983 წელს სამხრეთი და ჩრდილოეთი გვირაბები შეერთდა. როკის გვირაბი ოფიციალურად 1986 წელს გაიხსნა და მაშინვე გახდა მზარდი სეპარატისტული მოძრაობის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 826 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz