პარასკევი, 2024-12-27, 10:54 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » ფრაიტაგის სამკუთხედი
7:28 PM ფრაიტაგის სამკუთხედი |
XIX საუკუნის გერმანელმა მწერალმა და ლიტერატურათმცოდნემ გუსტავ ფრაიტაგმა არისტოტელისეული კლასიკური დრამის კვლევის საფუძველზე შეიმუშავა და 1863 წელს გამოაქვეყნა დრამის აგების თეორია, რომელიც დრამის თეორიაში ცნობილია როგორც დრამის პირამიდალური აგების პრინციპი („der pyramidale Bau des Dramas“). ამ პრინციპს სხვაგვარად დრამის ფრაიტაგისეულ აგებულებასაც უწოდებენ. 1863 წელს გამოცემულ ამ წიგნმა, რომლის სათაური იყო „დრამის ტექნიკა“, მრავალათეულ გამოცემას გაუძლო და დღემდე რჩება ერთ–ერთ მნიშვნელოვან სახელმძღვანელოდ დრამის არამარტო შემსწავლელთათვის, არამედ ლიტერატურისა და სასცენო ხელოვნების ა) იგი მოიცავს მოქმედების, დროისა და ადგილის ერთობლიობას.
ბ) ყოველი სცენა ნაწილია 5 აქტად (ან მოქმედებად) დაყოფილი, დროში მჭიდროდ შემოსაზღვრული და ერთ ადგილთან დაკავშირებული სცენების (გამოსვლების) ერთობლიობისა.
გ) 5-ვე აქტი წარმოადგენს ინტრიგაში (ან ინტრიგით) განვითარებადი ფუნქციური მოდელისა და ჰქმნის დრამატული მსვლელობის ეტაპობრივად დასაფეხურებულ, იდეალტიპური მსვლელობის ფორმას.
გ) სულ მცირე სცენაც კი წარმოადგენს დრამის აგების მნიშვნელოვან ელემენტს, მჭიდროდაა დაკავშირებული მომდევნო სცენასთან და შეუძლებელია რომელიმე ამ სცენის დაკლება, ან მათი თანმიმდევრობის გადაადგილება.
პირველი აქტი წარმოადგენს მოქმედების ექსპოზიციას. დრამატული ნაწარმოების ავტორს ექსპოზიციით მაყურებელი, ან დრამის მკითხველი მოქმედებაში შეჰყავს. აქ ვეცნობით „მიმდინარე საქმის“ ვითარებას; მოქმედების წინაისტორიის ძირითად მომენტებს, მოსახდენი ამბავის მთავარ მოქმედ პირებს, მოქმედების კონფლიქტსა და ინტრიგას, მოქმედების ადგილსა და დროს.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 894 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|