პური
, საკვები პროდუქტი, რომელსაც ღებულობენ საფუარით ან ხაშით გაფუებული ცომის გამოცხობით. ცომს ამზადებენ ხორბლისა და ჭვავის (იშვიათად სიმინდისა და ქერის) ფქვილისაგან, რომელსაც ზელავენ მარილწყალში. ზოგჯერ უმატებენ შაქარს, ცხიმს, რძესა და სხვა.
პური ყუათიანი პროდუატია, აქვს კარგი საგემოვნო თვისებები, ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. პური ცილების, ნახშირწყლების, მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების (უმთავრესად B ჯგუფის), ბალასტური ნივთიერებების (უჯრედისი) წყაროა.
|