პარასკევი, 2024-12-27, 10:50 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 5 » პლანეტა ნიბირუ - სამყაროს აღსასრული
2:14 PM
პლანეტა ნიბირუ - სამყაროს აღსასრული


მაიას ტომები და სხვა

როგორც მაიას ტომები, ისევე ბევრი სხვა მაგალითად აცტეკები, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დროს, პერიოდულობას ციურ მოვლენებში. ბევრი და შეიძლება ითქვას ყველა ცერემონიალი დაკავშირებული იყო ციური სხეულიების მოძრაობასთა. მაშინდელ რელიგიის მსახურთ ევალებოდათ შეესწავლათ ეს მოვლენები და სწორი მსოფლმხედველობა მიეცათ ტომისთვის რა რატომ ხდებოდა და რისთვის. განსხვავება იყო სხვადასხვა ტომების ფილოსოფიაში მაგრამ რადგან ყველა ციურ სხეულებს ემყარებოდა მსგავსება რა თქმა უნდა იქნებოდა. ამიტომ დღეს ეს აძლევთ სასაუბროს ვითომ რამდენი ინფორმაცია დევს ყველა ანტიკურ ცივილიზაციებშიც კიო.. ეს დიდი თემაა და ამით დავკმაყოფილდეთ ამჯერად.

ხოლო რაც შეეხება კალენდარს გარდა იმისა რომ პრაკტიკული გამოყენება ჰქონდა მრეწველობაში, გადაადგილებაშ და ასე შემდეგ, ციური სხეულების პერიოდული მოძრაობაზე იგებოდა ყოველდღიური ცხოვრება თითქმის. კალენდრის დამთავრება კი არანაირად არ მიანიშნებს სამყაროს დასასრულს, რადგან მათემატიკური მოდელი როცა იგება რაღაც ციფრებში შეიძლება “გაიჭედოს” და მოგეხსენებათ მათემატიკაც რაც დღეს გვაქ დიდად განსხვავდება ანტიკურიდან, მაშინ ესეც ზებუნებრივ მნიშვნელობას იძენდა. ამიტომ ძველი ტომების ფილოსოფია კი უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არა ფანტასტიკურ რეჟიმებში. ელვის შესწავლამ ხო აჩვენა, რომ ზევსი არ ზის ღრუბლებში.

კომეტა, ასტეროიდი, მეტეორიტი…

ეს კიდევ უფრო ხალკე თემაა და მართლა საფრთხეს უქმნის დედამიწას. მეტეორიტები ყოველთვის ცვივა დედამიწაზე. ჩვენ ამას ვარსკვლავის ჩამოვარდნას ვეძახით ხოლმე. მცირე ზომისაა და ატმოსფეროში შემოსვლის დროს მალევე იწვის და “ქრება”.

ასტეროიდები არსებობს სხვადასხვა ზომის და ასეთი ობიექტები მრავლადაა მზის სისტემაში, მარსსა და იუპტერს შორის. ყველა აღრიცხულია და ახლახანს (ზუსტი რიცხვი არ მახსოვს) სპეციალური აღრიცხვა კიდევ ერთხელ ჩატარდა იმ ზომის ასტეროიდების, რომლებაც შეიძლება დედამიწას საფრთხე შეუქმნან მრავალი წლის მერე თუ ჩამოვარდებიან.

კომეტა კი გაზის ბურთს გავს, რომელიც მზის სისტემაში წარშულში ყოფილა და რაღაც პერიოდებშ კვლავ გამოჩნდება, მაგრამ აქაც ზომებს და ტრაექტორიას აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ამის გამოთვლა შესაძლებელია და ახლა ჩვენკენ, რომ მოდიდოდეს უკვე იქნებოდა ოფიციალურად ცნობილი და არა შარლატანების მიერ.
საკითხის აქტუალობა

ყოველთვის იყო აქტუალური ისეთი საკითხები, როგორიცაა სამყაროს ან თუნდაც უფრო მცირე დედმიწის მომავალი, თუმცა ეს უკანასკნელი არც ისე მცირეა ჩვენი გადასახედიდან. პირიქით იმდენად დიდიც კი გვეჩვენება, რომ არ ვფიქრობს მასზე კაცობრიობა და დედამიწა უცვლელ მყარ სამყოფელად გვეჩვენება. ეს იმით აიხსნება, რომ ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ ყოველდღიური პრობლემებით გადაღლილები რა ხდება ჩვენ ირგვლივ. ცხოველები, რომ ვიყოთ მხოლოდ მაშინ გავიქცეოდით როცა საფრთხეს პირდაპირ დავინახავდით. მაგალითად კომეტას, როდესაც დავინახავდით არც მეტი, არც ნაკლები ჩვენ თავს ზემოთ. მაგრამ ჩვენი უნიკალური ტვინი გვაძლევს საშუალებას წინსაწარ დავინახოთ ეს ყველაფერი.

დღესდღეისობით არის შემდეგი ასე თუ ისე შედარებით აქტუალური საკითხები: პლანეტა ნიბირუ(რომელიც სულ არ არსებობს), მაიას ტომები(რომლის შესახებ დღეს ბავშვებიც კი უფრო ხშირად საუბრობენ ახლა ვიდრე ტომი და ჯერზე) გახშირებული მიწისძვრები, ვულკანები, წყალდიდობები და ა.შ. და კავშირი ამ ყველაფრის, რომელიც პანიკურ შიშს იწვევს მთელ მსოფლიოში.

ბევრი მეცნიერიც იმოწმება ფაქტებით წიგნებით(რომლებიც ისე კარგად ეყიდებათ, ბიზნესმენები უფრო არიან ვიდრე მეცნიერები) ვითომ არსებობს ახლა უკვე პლანეტა ნიბირუ, მაგრამ გინახავთ ვინმე სერიოზული მეცნიერი, ასტრონომი ან ფიზიკოსი, იჯდეს და youtube-ზე ვიდეოს ტვირთავდეს? აღმოჩნდა რომ არა.

ალბათ არ იქნება გადამეტებული რომ საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში გარკვეულ ადამიანთა პროცენტული რაოდენობა 1%-ით აღვნიშნოთ. ამის აღნიშვნა იმისთვისაა საჭირო, რომ ასეთი ფაქტების უარსაყოფად ჯერ საზოგადობის ცოდნა ამ მხრივ უნდა იყოს ამაღლებული, თორემ რაიმე კონკრეტული მეცნიერული კუთხით თუ უარყავი ვერავინ გაიგებს და ისევ იმ ცრუ ინფორმაციებს დაეყრდნობა, რაც არც თუ ისე ცოტაა.

ცოტა არასერიოზულია მაგრამ ეს ასე, რომ თუ მარტო დედამიწის მაგნიტური ველი,სიტყვა მაიას ტომი და პლანეტების ერთ ხაზზე განლაგება ახსენე და მერე რაც გინდა ის მოაყოლე ყველა დაიჯერებს, ხოლო ვინც ერკვევა ცოტათი მაინც არა ფანტასტიკას არამედ სინამდვილეს დაუჯერებს. მაგრამ ესეც დადასტურებული ფაქტია, რომ უმეტესობას სალაპარაკო თემად აღმაფრთოვანებელი ფანტასტიკური საგნები ურჩევნია ვიდრე ერთი პატარა სინამდვილე, რაც მთელ სალაპარკო თემას მომავალს უსპობს.

გარკვეულწილად ვეხმაურები ტელეგადაცემას საზოგადოებრივ არხზე, რაც გადაცემის პოპულარობას უფრო ზრდიდა და ყველა დიდი ინტერესით უყურებდა, რადგან ხალხს მართლა აინტერესებს რა ხდება გარშემო, სამყაროში. მაგრამ თუ მხოლოდ ნახატებს არ შეხედავ და შინაარს დააკვირდები, არც ახალია რამე ნათქვამი არც იმაზე მეტი რასაც ინტერნეტში ყოველ ნაბიჯზე შეხვდები და არეულ დარეული აზრები კიდევ უფრო არია.

შედეგი კი ესაა. არვიცით რა ხდება და რეებს იძახით. მითხარით გავაკეთო ბუნკერი სარდაფში თუ არა? პასუხი მარტივია. არაფერიც არ ხდება და თუ მაინც რამე ეჭვი გაქვთ მეცნიერს მიაკითხეთ სადმე, მაგრამ ამისთვის სანთელი დაგჭირდებათ საქართველოში, სამწუხაროდ.

საკითხის გადაჭრის კონკრეტული ფაქტები

პირველ რიგში ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებაა არასწორი. მაგალითად რომელიმე ცრუ მეცნიერი ან რელიგია ყოველ ახალ ასეთ ფაქტზე, როგორიც ნიბირუა ამბობს ხომ ვამბობდი აფოკალიფსი ახლოვდებაო. ამას ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრაც ემატება და უძველესი ტომების წინასწარმეტყველეაო. როგორც აღმოჩნდა ეს მეცნიერულად იხსნება და თუ ვინმე დაინტერესდება გაიგებს და ცხოვრებასაც მშვიდად გააგრძელებს

ნიბირუ…

პირველად 1995 წელს იქნა ჰიპოტეზირებული, მაგრამ ამ არასერიუზულმა ფაქტმა რადგან აჟიოტაჟი გამოიწვია და მენიერების ყურამდე მიაღწია მალევე გააკრიტიკეს კიდეც. ასეთი პლანეტის არსებობა იმდენად არასერიოზულია დღევანდელ შესაძლებლობებში, რომ მისი დანახვა ახლა 100 %-ით შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ის არსადაა. საზოგადოებამ ამას უნდა შეხედოს როგორც არასერიოზულ ფაქტს, რომელიც მსგავსია ბევრი იმ ფაქტისა რომელიც აქამდეც არსებობდა და უკვე უარყოფილია და კიდევ გაჩნდება სანამ საზოგადოების უმეტესი ნაწილის ასეთ ფაქტებში გაურკვევლობის გამოყენებას არ დაიშლიან ზოგიერთნი.

გახშირებული მიწისძვრები,ცუნამები…

გახშირებული მიწისძვრები ვულკანები ცუნამები და ამის დამადასტურებელი კადრების ჩვენებაც არაა მთლად სერიოზული. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები(არ დავასახელებ) ამას საკუთარი პირადი მიზნების დასაცავად იყენებენ არადა ეს კიდევ უფრო არასერიოზულს ხდის მათ.

სიანამდვილეში უფრო დიდი მიწისძვრებიც მომხდარა და სულ ხდება ახლაც. ამას კი იძახიან, მაგრამ ვითომდა ეს რაიმეს მიანიშნებს აპოკალიფსისკენ. ყველაფერი მარტივი მოვლენაა. მიწისძვრები, ცუნამები და ვულკანები იმიტომ ხდება, რომ ხდება. ასეთი პლანეტაა დედამიწა და ამაში რამე ზებუნებრივი ძალა არ მონაწილეობს. სამყარო მუდამ იცვლება, მოძრაობს და ერთნაირი სულ მუდამ არ არის. ადამიანები რო გადავშენებულიყავით დინოზავრებივით ეს მიწისძვრები მაინც მოხდებოდა და ზოგიერთის ჭკუა დარიგება ვითომ ჩვენი ბრალია რაღაც და ჩვენი ცოდვების გამო ხდება ეს ყველაფერი არასწორია. (თუმცა არის რაღაცეები რაც ადამიანთა გამო შეიცვალა და ისი ცალკე საკითხია)

არც რამე წელი არსებობს რომ მაინცდამაინც იმასთან მიახლოების დროს გახშირდეს ყვლაფერი (2012). თუნდაც იმიტომ რომ წლების გადანომრვაც ჩვენი გამოგონილია და ასტრონომიულ პერიოდებს რის მიხედვითაც ვზომავთ შეიძლება შეიცვალოს. და დიდ პერიოდებში შეცვლილია კიდეც უკვე და რამე კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძნელია.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 797 | დაამატა: NuKKeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz