აბადონი – ებრაული წარმომავლობის, ნიშნავს “განადგურებას”. იგივე აპოლიონი აპოლიონი (აბადონი) – დემონების მეფე. Rev 9:11 აბიგორი – ქრისტიანული დემონოლოგია. 60 ლეგიონის მბრძანებელი ადრამელეჰი – არქი დემონი, რომლის სახელი ნიშნავს “ცეცხლის მეფეს” აგარესი – აღმოსავლეთიის პირველი ჰერცოგი. 31 ლეგიონის მბრძანებელი. ხალისიანად გამოჩნდება ხოლმე ალოცერი – ძლიერი ჰერცოგი, 36 ლეგიონის მბრძანებელი.ლომის სახიანი, ცხენზე ამხედრებული რაინდი ამდუსიუსი – დიდი ჰერცოგი, 29 ლეგიონის მბრძანებელი. გამოიყურება როგორც მარტორქა ანდრასი – 30 ლეგიონის მბრძანელბელი მარკიზა. ჩიტის თავიანი, ანგელოზის მსგავსი ფრთებით ასმოდაი – დემონების პინცი. მას მიიჩნევენ იმ გველად, რომელმაც ევა აცდუნა ასმოდეუსი – მრისხანების დემონი, განდევნილი რაფაელის მიერ, ტობიტების წიგნში 8:3 ასთაროთი – 40 ლეგიონის ძლიერი ჰე
... კითხვის გაგრძელება »
თერმობირთვული ბომბი,მეორენაირად ვაკუმური ბომბი, მოიხსენიება,როგორც ყველაზე დამანგრეველი ძალის მქონე ბომბი.ამ პროექტზე რუსეთის ფედერაცია უკვე დიდი ხანია მუშაობს და ძირითადი მოდელი უკვე შექმნილია. თერმობირთვული ასაფეთქებელი არის უფრო ძლიერი ვიდრე ამერიკელების მიერ შექმნილი ატომური ბომბი.მაგრამ ატომური ბომბისგან განსხვავებით ვაკუმურ ბომბს არ აქვს რადიაციული ეფექტი ანუ ის არ წამლავს აფეთქებისას ჰაერს.მაგრამ იმ გამანადგურებელ ძალასთან შედარებით რომელიც ვაკუმურ ბომბს მოაქვს ეს ნაკლი შეიძლება უგუვლებელვყოთ. აი როგორ მუშაობს თერმობირთვული ბომბი,ყველაზე პრიმიტიულად რომ წარმოვიდგინოთ: 2 ბალონი ერთმანეთზე გადაბმული,გაშვებული ცაში.ამ ბალონებს აქვთ ორი ასაფეთქებელი მუხტები მობმული.ერთი ბალონი არის დატუმბილი ჰაერით,რომელშიც აზოტის შემცველობა,ჩვეულებრივი სასუნთქი ჰაერისგან განსხვავებით არის 85%, მეორე ბალონი არის ავსებული,სპეციალურად შექმნილი,ა
... კითხვის გაგრძელება »
ისტორია პირველი – ეგვიპტელი მეომარი მთელი ცხოვრების განმავლობაში ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალა თან დამყვებოდა. 5 წლისას მარტო დაძინების მეშინოდა, რადგან ბალიშთან ახლოს რაღაც ძალის არსებობას ვგრძნობდი. თუმცა პარანორმალურ მოვლენასთან შეხება პირველად 8 წლის ასაკში მქონდა, როცა კალიფორნიის შტატში, ძველ სახლში ვცხოვრობდით. საწოლზე მუცლით ვიწექი და მარჯვნივ ვიყურებოდი. არ მეძინებოდა და სავსებით ფხიზელი ვიყავი, ამ დროს კი აშკარად ვიგრძენი, რომ ვიღაც მარცხენა მხარზე შემეხო. უეცრად შევბრუნდი, მაგრამ ვერავინ დავინახე. იატაკზე კი ნაბიჯების ხმა გაისმა. ჩემს მშობლებს თავიანთ ოთახში ეძინათ, ასე რომ ისინი ვერ იქნებოდნენ. სახლში სხვა არავინ იყო. ამის შემდეგ ვერ მოვთვლი, რამდენჯერ გამიღვიძია, როცა “ის” ძილში ჩემს გაგუდვას ცდილობდა. ზოგჯერ კი თავზე ისე მიჭერდა, რომ მთელი დღე მტკიოდა. ხანდახან კი მეხვეოდა, მკოცნიდა, მეხუტებოდა. ბევრჯერ ვთხოვე წყნარად, ზ
... კითხვის გაგრძელება »
1924 წელს ჰისაბურო უენომ - ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა სოფლის მეურნეობის დარგში იყიდა აკიტას ჯიშის ლეკვი სახელად ჰაჩიკო. როდესაც პროფესორი სამუშაოდ მიდიოდა, ჰაჩიკო უკანა კარიდან მირბოდა, გაჩერებასთან ელოდებოდა და დღის ბოლოს ეგებებოდა....... ასე გრზელდებოდა ყოველდღე, სანამ პროფესორი 1925 წლის მაისის ერთ საღამოს არარ დაბრუნდა. მას უნივერსიტეტში სისხლდენა დაეწყო და ვეღარ მოახერხა თავის მეგობარს შეგებებოდა. მაგრამ ჰაჩიკო ერთგული აღმოჩნდა და თავის პატრონს ყოველდღე, შიბუიას ქუჩაზე, გაჩერებასთან უცდიდა სანამ უკანასკნელი ტრანსპორტი არ ჩამოივლიდა. პროფესორის სიკვდილიდან ცოტა ხანში იგი სხვამ აიყვანა, მაგრამ ჰაჩი მაინც ახერხებდა გაქცევას და მირბოდა თავის ძველ სახლში, სადაც პატრონთან ერთად ცხოვრობდა. ჰაჩიკო მალე მიხვდა, რომ პროფესორი უენო იქ აღარ ცხოვრობდა და ისევ იმ გაჩერებასთან დაიწყო ლოდინი სადაც მას ყოველდღე ხვდებოდა. ... კითხვის გაგრძელება »
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდები უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
ჯვაროსნული ომები იყო დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამ
... კითხვის გაგრძელება »
მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.
პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2“ (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3“-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11“ (აშშ, 1969) . იცვლის თუ არა მთვარე ფორმას?
დედამიწის ირგვლივ მთვარის ბრუნვისას მზე მის სხვადასხვა ნაწილს ანათებს. სინამდვილეში მთვარის ფორმა სრულებით არ იცვლება. იგი 27,3 დღეს ანდომებს დედა
... კითხვის გაგრძელება »
სერ ისააკ ნიუტონი (დ. 4 იანვარი, 1643, სულსთორპი, გრემთემის მახლობლად ― გ. 31 მარტი, 1727, კენსინგტონი) -- ინგლისელიფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმისგანვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.
მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკისშესახებ. გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად მას ეკუთვნის წვლილი ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის განვითარებაშიც. ნიუტონი პირველი იყო ვინც ჩამოაყალიბა დედამიწისა და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი
... კითხვის გაგრძელება »
თქვენ გმართავთ იუპიტერი.რის გარეშეც არ შეგიძლიათ ცხოვრება- ეს ახალი შეგრძნებებია.ჰაერივით გჭირდებათ.აი რატომაც მიგიწევთ გული მოგზაურობისკენ,ახალი ადამიანების გაცნობისკენ.გათხოვება(ცოლის მოყვანა) უცხოელის- ეს თქვენი ოცნებაა,ეს შემთხვევა ხომ მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.თქვენ დინამიური ადამიანი ხართ და ცხოვრება გიადვილდებათ.გარშემო მყოფებს უფრო უჭირთ თქვენთან ურთიერთობა,ვიდრე თქვენ- მათთან. თქვენ დაიბადეთ 14.00-16.00 შუალედში
თქვენ გმართავთ პლუტონი.პლუტონის შვილები გამოირჩევიან ცხოვრებისეული სიმყარით,თუ შეიძლება ასე ითქვას.თუ სხვებს აშინებს გამუდმებული ცხოვრებისეული დაცემები და ართმევთ საკუთარი თავის რწმენას,თქვენ ეს ნეგატიური შემთხვევები ძალებს გმატებთ,გწვრთნით.ასვლა და დაცემა- თქვენი ჩვეულებრივი მდგომარეობებია.თქვენნაირ ძლიერ პიროვნებებსაც კი უნდა შეეძლოთ გარკვეული მიზნების
... კითხვის გაგრძელება »
1898 წელს ინგლისში გამოიცა ვინმე მორგან რობერტსონის წიგნი, სათაურით “ტიტანის დაღუპვა, ანუ ამაოება” (მეორე სათაურით, მას “არარაობა” ჰქვია). ამ რომანის გამოქვეყნებას დიდი ხმაური არ მოჰყოლია, თუმცა, გამოცემიდან 14 წლის შემდეგ ეს რომანი სასწრაფოდ გადათარგმნეს რამდენიმე ენაზე და ბევრ ქვეყანაში საკმაოდ სარფიანად გაიყიდა. საქმე კი იმაში გახლდათ, რომ რომანში აღწერილი ამბავი რეალურად მოხდა და მსოფლიოში საკმაოდ დიდი სკანდალი გამოიწვია. მაშინ გაახსენდათ რობერტსონის რომანიც. “ამაოება”-ში აღწერილი იყო ყველაზე მძლავრი და კომფორტული გემის ერთადერთი რეისი და საშინელი დაღუპვა… რომანში უზარმაზარი სამგზავრო ლაინერი ინგლისის პორტიდან – საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკისკენ მიცურავს და ატლანტის ოკეანეში, აპრილის ცივ ღამეს აისბერგი ეჯახება. ხომალდზე მყოფი სამი ათასი ადამიანიდან თავს მხოლოდ მცირე ნაწი
... კითხვის გაგრძელება »
ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) პარიზის ყველაზე მაღალი ლითონის კონსტრუქციაა. იგი საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად. კოშკი შენდებოდა 1887-89 წლებში, საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი მსოფლიო გამოფენისათვის, როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი. კოშკი ოფიციალურად 1889 წლის 31 მარტს გაიხსნა. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა.
თავისი არსებობის პირველ წლებში ეიფელის კოშკი პარიზის ლიტერატურული და მხატვრული ელიტის მხრიდან კრიტიკის ობიექტს წარმოადგენდნენ. 10 წლის შემდეგაც კი არსებობდა მისი დემონტაჟის სურვილი. გი დე მოპასანი ისე არ მოსწონდა ეიფელის კოშკი, რომ ყველანა
... კითხვის გაგრძელება »
ავსტრიელი ფსიქოლოგი ილონა პაპუსეკი და მისი კოლეგები გრაცის უნივერსიტეტიდან მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სიცილით თერაპია ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია გულის დაავადებების მქონე პაციენტთათვის. 30 პაციენტისაგან შემდგარი გუნდი მათ მიერ დაყოფილ იქნა ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი 6 კვირის განმავლობაში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას სესიაში «სიცილის იოგა», ხოლო მეორე ჯგუფი იმყოფებოდა ჩვეულებრივი თერაპიული ზემოქმედების ქვეშ. როგორც «Membrana» იუწყება, «სიცილით თერაპია» საკმაოდ ეხმარება ადამიანებს გულის შეტევის გადატანის შემდეგ. სიცილი ხელს უწყობს სისხლის წნევის დაქვეითებას. მეცნიერების ვარაუდით, სიცილით მკურნალობა კომბინაციაში ფიზიკურ და სუნთქვით ვარჯიშებთან ერთად მნიშვნელოვნად დააჩქარებს პაციენტების გამოჯანსაღების პროცესს, ხელს შეუწყობს რა მათი გუნებ-განწყობის გაუმჯობესებასა და ბედნიერების შეგრძნებას
დროში მოგზაურობა ყოველთვის იყო ფანტასტიკური ნაწარმოებების მთავარი თემა. თუმცა, როგორც ჩანს, ირკვევა, რომ უკვე ოცი წელია ასეთი მოგზაურობები რეალობად იქცა. ამას ადასტურებენ მასალები სსრკ-სა და ა.შ.შ-ს მთავრობათა საიდუმლო დოკუმენტებიდან. მოგზაურობა წარსულში 1976 წლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე უკვე ცნობილია 274 შემთხვევა, როცა საბრძოლო დავალებების შესასრულებლად აფრენილი პილოტები უცბათ წარსულ დროში ხვდებოდნენ. ამ მოვლენებს აქვთ ამერიკელი და რუსი მფრინავების ოფიციალური დადასტურებები, დანახულის ზუსტი აღწერებით. დანიელმა ფიზიკოსმა პოკს ჰეგლუიდმა მოახდინა ამ ფაქტების კლასიფიცირება, იყენებდა რა პილოტების მონათხრობს იმის შესასხებ, თუ რომელ დროსა თუ ეპოქაში მოხვდა თითოეული პილოტი. ზოგიერთი მაგალითი, რომელზეც დანიელი მეცნიერი ლაპარაკობს 1976 წ. რუსი პილოტი ვიქტორ ორლოვი იტყობინებოდა, რომ მიგ25-ით ფრენის დროს, თა
... კითხვის გაგრძელება »
ფიზიკოსები, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, იმედოვნებენ, რომ უკვე მომავალ წელს ისეთი ფიზიკური ცნების არსებობის პირველ მტკიცებულებებს მიიღებენ, როგორიცაა – „პარალელური სამყაროები“ და „დამატებითი განზომილებები“. დღემდე ამ მოვლენების შესახებ მხოლოდ ფანტასტიკოს მწერალთა ნაწარმოებებში იყო ლაპარაკი. სწავლულები სულ უფრო აქტიურად და დარწმუნებულები ლაპარაკობენ „ახალი ფიზიკის“ ჩასახვაზე, რომელმაც შეიძლება, მთლიანად შეცვალოს თანამედროვე შეხედულებები სამყაროზე.
„პარალელური სამყაროები, მატერიის უცნობი ფორმები, დამატებითი განზომილებები... სულაც არ არის იაფფასიანი სამეცნიერო ფანტასტიკა, არამედ კონკრეტული ფიზიკური თეორიებია, რომელთა დადასტურებასაც ცდილობენ, დიდ ადრონულ კოლაიდერზე მომუშავე სწავლულები“, – ნათქვამია ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის ოქტომბრის მოხსენებაში.
გილიოტინა სიკვდილით დასჯის იარაღი. შემოიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს ეგრედწოდებული რევოლუციის მტრების დასასჯელად. სწორედ გილიოტინით დასაჯეს საფრანგეთის მეფე ლუი XVI. სავარაუდოდ მხოლოდ ამ პერიოდში 35 ათასი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით გილიოტინის მეშვეობით. გილიოტინის მასიური გამოყენება უკავშირდება მაქსიმილიან რობესპიერის სახელს და მის მიერ დამყარებულ დიდ ტერორს. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ თავად რობესპიერიც გილიოტინით დასაჯეს. მსგავსი მექანიზმით მოქმედ მანქანას მანამდეც იყენებდნენ შოტლანდიასა და ირლანდიაში. XVIII საუკუნის ბოლოს კი ფრანგი ექიმის ჯოზეფ გილიოტინის წინადადებით მისი გამოყენება დაიწყეს საფრანგეთში. ის წარმოადგენს კადონით დამაგრებულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირია ჩასმული. ნაჯახი მთელი ძალით ეცემა და თავს კვეთს მსჯავრდებულს. გილიოტინა ერთ-ერთი სიმბოლოა საფრანგეთის რევოლუციისა და მ
... კითხვის გაგრძელება »
როგორც მაიას ტომები, ისევე ბევრი სხვა მაგალითად აცტეკები, ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დროს, პერიოდულობას ციურ მოვლენებში. ბევრი და შეიძლება ითქვას ყველა ცერემონიალი დაკავშირებული იყო ციური სხეულიების მოძრაობასთა. მაშინდელ რელიგიის მსახურთ ევალებოდათ შეესწავლათ ეს მოვლენები და სწორი მსოფლმხედველობა მიეცათ ტომისთვის რა რატომ ხდებოდა და რისთვის. განსხვავება იყო სხვადასხვა ტომების ფილოსოფიაში მაგრამ რადგან ყველა ციურ სხეულებს ემყარებოდა მსგავსება რა თქმა უნდა იქნებოდა. ამიტომ დღეს ეს აძლევთ სასაუბროს ვითომ რამდენი ინფორმაცია დევს ყველა ანტიკურ ცივილიზაციებშიც კიო.. ეს დიდი თემაა და ამით დავკმაყოფილდეთ ამჯერად.
ხოლო რაც შეეხება კალენდარს გარდა იმისა რომ პრაკტიკული გამოყენება ჰქონდა მრეწველობაში, გადაადგილებაშ და ასე შემდეგ, ციური სხეულების პერიოდული მოძრაობაზე იგებოდა ყოველდღიური ცხოვრება თითქმი
... კითხვის გაგრძელება »
80-იან წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირში მეცნიერების ჯგუფი მუშაობდა ზეღრმა ჭაბურღილის გათხრაზე. ყვება პროექტის ხელმძღვანელი აზაკოვი:
“როგოც კომუნისტს, მე არ მჯერა სამოთხის ან ბიბლიის, მაგრამ როგორც მეცნიერს, მე უკვე მჯერა ჯოჯოხეთის არსებობის. იმის თქმა საჭირო აღარაა, რომ ჩვენ შოკირებულები ვიყავით ამ აღმოჩენით.
ჭაბურღილში მიკროფონი ჩავუშვით ლითოსფერული ფილების გადაადგილების ხმების ჩასაწერად. მაგრამ ფილების მოძრაობს ნაცვლად, ჩვენ ადამიანის ყვირილის ხმა გავიგონეთ, რომელშიც ტკივილი იხატებოდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ჩვენი საკუთარი ბურღის ხმა იყო, მაგრამ მერე კიდევ ერთხელ დავარეგულირეთ მოწყობილობები და ჩვენი ყველაზე ცუდი ეჭვები გამართლდა. ყვირილი არ იყო ერთი ადამიანის, ეს იყო მილიონობით ადამიანის ყვირილის და კვნესის ხმა.”
ტელეპორტაცია, ანუ დროსა და სივრცეში გადაადგილება, უხსოვარი დროიდან დღემდე რჩება შეუცნობელ მოვლენად. ამოუხსნელი მიზეზით ადამიანები უჩინარდებოდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ კი სრულიად სხვა დროსა და სივრცეში ჩნდებოდნენ. ასეთი ფაქტები რეალურად არის დადასტურებული თანამედროვე ეპოქაშიც.
1960 წელს ონტარიოს შტატში, უამრავი ადამიანის თვალწინ, 13 წლის ბიჭი დაიკარგა. მას ვერავინ ხედავდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ კი ბიჭი უეცრად იმავე ადგილას გაჩნდა, თითქოს არსად წასულიყო. 1954 წელს აინშტაინი კალიფორნიის ერთ–ერთ საზღვაო ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ერთხელ მეცნიერი იძულებული გახდა, ექსპერიმენტი შეეწყვიტა, რადგან ტრაგედია დატრიალდა. მათ ახლოს მდებარე ხომალდი და მისი ეკიპაჟი მოულოდნელად გაუჩინარდა. ძებნა გამოაცხდეს, მაგრამ უშედეგოდ. რამდენიმე დღის შემდეგ კი ხომალდი კალიფორნიიდან 6 ათასი კილომეტრით დაშორებულ ადგილას აღმოაჩინეს. ეკიპაჟის ყველა
... კითხვის გაგრძელება »
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედამიწის ღერძი 8 სანტიმეტრით გადაიხარა, ეს თემა საყოველთაო შეშფოთებისა და განხილვის საგნად იქცა. ინტერნეტსაიტებზე აღარაფერს ვიტყვით, იქ ლამის უკვე აპოკალიფსია გამოცხადებული, აფთიაქში შემთხვევით ერთი ახალგაზრდა ქალის ლაპარაკი მოვისმინე, ნაცნობს სრული სერიოზულობით ეუბნებოდა, მესამე შვილს რაღა გამაჩენინებს, ნეტა ეს ორიც არ გამეჩინა, ვერ ხედავ, დედამიწის ღერძი გადაიხარა, ვინ იცის, რა გველის, არ მინდა, ბავშვების საცოდაობას ვუყუროო. ამ ქალს სხვებიც აჰყვნენ, ყველამ თავისი ვერსია გამოთქვა კაცობრიობის მომავლის შესახებ… ბევრისგან გაიგონებთ, რა დროს პოლიტიკაა, ვერ ხედავთ, დედამიწა რა დღეშია, კაცმა არ იცის, ხვალ რა გველისო.
– დედამიწის ღერძის დახრილობაზე გავლენა ჩილეში მომხდარმა მიწისძვრამ იქონია. ასეთი მოვლენები ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ
... კითხვის გაგრძელება »
ცუნამი არის ტალღების ნაკადი (უმეტესწილად ოკეანეებში), რომელთაც წარმოშობს წყალქვეშა მიწისძვრა, ზვავი ან ვულკანური ამოფრქვევა. ცუნამი შეიძლება გამოიწვიოს ასტეროიდის დაცემამაც წყლის ზედაპირზე. ტალღის სიგრძე (ანუ მანძილი ტალღის ერთი წვეროდან მეორემდე) ზოგჯერ 100 კილომეტრს აღწევს, სიმაღლე კი ნაპირებთან, როგორც წესი, 3 მეტრამდეა. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება 30 მეტრამდე გაიზარდოს. ამავე დროს, ღრმა ოკეანეში ცუნამის ტალღის სიმაღლე იმდენად მცირეა, რომ მას მეზღვაურები ვერ გრძნობენ და ამდენად, საშიშიც არ არის. სახიფათო ისინი ხდება მხოლოდ ნაპირთან. პ.ს დამეთანხმებით საშინელებაა, მაგრამ ძალიან ლამაზი.