პარასკევი, 2024-12-27, 10:55 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 5 » დროში მოგზაურობა
|
დროში მოგზაურობა ყოველთვის იყო ფანტასტიკური ნაწარმოებების მთავარი თემა. თუმცა, როგორც ჩანს, ირკვევა, რომ უკვე ოცი წელია ასეთი მოგზაურობები რეალობად იქცა. ამას ადასტურებენ მასალები სსრკ-სა და ა.შ.შ-ს მთავრობათა საიდუმლო დოკუმენტებიდან. მოგზაურობა წარსულში 1976 წლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე უკვე ცნობილია 274 შემთხვევა, როცა საბრძოლო დავალებების შესასრულებლად აფრენილი პილოტები უცბათ წარსულ დროში ხვდებოდნენ. ამ მოვლენებს აქვთ ამერიკელი და რუსი მფრინავების ოფიციალური დადასტურებები, დანახულის ზუსტი აღწერებით. დანიელმა ფიზიკოსმა პოკს ჰეგლუიდმა მოახდინა ამ ფაქტების კლასიფიცირება, იყენებდა რა პილოტების მონათხრობს იმის შესასხებ, თუ რომელ დროსა თუ ეპოქაში მოხვდა თითოეული პილოტი. ზოგიერთი მაგალითი, რომელზეც დანიელი მეცნიერი ლაპარაკობს 1976 წ. რუსი პილოტი ვიქტორ ორლოვი იტყობინებოდა, რომ მიგ25-ით ფრენის დროს, თავისი თვალით დაინახა საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მისი თვითმფრინავის ქვეშ ხდებოდა. მოყოლილის მიხედვით ეს იყო ცნობილი, 1863 წელს მომხდარი ბრძოლა სამოქალაქო ომის დროს, ქალაქ გიტისბერგთან ახლოს. 1985 წ. ნატოს სამხედრო პილოტი ევროპული ბაზიდან აფრინდა და უცბათ ძველი აფრიკის თავზე აღმოჩნდა, მიწაზე ისტორიამდელი გიგანტური ხვლიკები დააბიჯებდნენ. 1986 წ. რუსი ალექსანდრ უსტიმოვი, ფრენის დროს აღმოაჩინა, რომ ძველი ეგვიპტის თავზე იმყოფებოდა. მან ერთი უკვე აშენებული პირამიდა დაინახა, ხოლო მის გვერდით სხვა პირამიდების ფუნდამენტები და მათ გარშემო მოფუსფუსე უამრავი ხალხი. 1994 წ. ამ წელს შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. პილოტი უიტმენი ძველი ევროპის თავზე აღმოჩნდა, მან დაინახა უზარმაზარი კოცონი, რომელზეც ქოლერის ეპიდემიის დროს დახოცილ ადამიანებს წვავდნენ. სხვა პილოტი ძველი რომის თავზე აღმოჩნდა, ნახა ოთხთვალები და კოლიზიუმი. ეს უკანასკნელი ახლად აშენებულივით გამოიყურებოდა. კიდევ ერთ ანონიმურ ანგარიშში წერია, რომ პილოტმა უეცრად თავი მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საჰაერო ბრძოლაში ამოყო თავი. მისი რეაქტიული თვითმფრინავის დანახვაზე, შეშინებული მოკავშირეები და მათი მოწინააღმდეგე გერმანელები სხვა და სხვა მიმართულებებით გაფრინდნენ. პილოტები აღნიშნავდნენ, რომ ეს მოგზაურობები 20 წამზე მეტ ხანს არ გრძელდება. საინტერესოა კიდევ ის ფაქტი, რომ სხვა დროში გადასვლა როგორც დაბალ ასევე ზებგერითი სიჩქარის დროსაც ხდებოდა. გამოდის, რომ სიჩქარე არანაირად არ უკავშირდება წარსულში შეღწევის უნარს. ჰეგლუნდი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ არ არის რეგისტრირებული მომავალში მოხვედრის არცერთი შემთხვევა. იქნებ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები უცხოპლანეტელების ხომალდები კიარა, არამედ ჩვენი მომავლის მანქანებია, რომლებიც დრო და დრო წარსულში ამოყოფენ ხოლმე თავს. ერთ-ერთი ასეთი გაუჩინარება მოხდა 1939 წელს, გაქრა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რიოდეჟანეიროდან(ბრაზილია) ბოგოტაში(კოლუმბია) მიფრინავდა. საბოლოოდ თვითმფრინავი ისევ გამოჩნდა, თუმცა მის ბორტზე 36 ადამიანის ჩონჩხიღა იყო დარჩნილი. შკვეთილი ყავა ჯერ კიდევ ცხელი იყო,ხჩოლავდნენ ახლად ანთებული სიგარებიც. გაზეთები, რომლებსაც ჯერ კიდევ სტამბის სუნი ასდიოდათ 1939 წლის 16 აპრილით იყვნენ დატირებული. ამ ფაქტს სხვა და სხვა ქვეყნებიდან მოწვეული ასამდე ექსპერტი იკვლევდა. ყველაფერთან ერთად სრულიად გაურკვევლი დარჩა, თუ როგორ მოახერხა თვითმფრინავმა დაჯდომა. საბოლოოდ ყველაფერი დროის ორმოებსა და უცხოპლანეტელებს მიაწერეს. სხვა შემთხვევები კეიპტაუნის კაფეში შევიდა მოხუცი ქალბატონი, მელოტი თავითა და იარებით დაფარული სახით, ჩაცმული ნახევრად გამჭვირვალე ნეილონის ტანსაცმელში. კარგად დანაყრების შემდგეგ მან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა საერთოდ არ უფიქრია ფულის გადახდა. გადასახადის გადხდაზე მოთხოვნით აღშფოთებული მოხუცი ოფიციანტს როგორც გიჟს ისე უყურებდა, ილანძღებოდა რა უკანასკნელი სიტყვებით და საერთაშორისო კომიტეტში ჩივილით იმუქრებოდა. გამოძახებულ პოლიციას მოხუცმა აუხსნა, რომ 30 წლის წინათ მომხდარ ატომურ კატასტროფაში გადარჩენილ ადამიანებს უფასოდ კვების უფლება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერ კაფეებსა და რესტორნებში. ქალბატონს თან ჰქონდა ჰოლოგრაფიული სურათით დამშვენებული პირადობის მოწმობაც. პირადობის მიხედვით ის 2198 წელს დაიბადა. ვითარებაში გასარკვევად პოლიციამ მოხუცის განყოფილებაში გადაყვანა გადაწყვიტა, თუმცა მანქანასთან მისვლამდე ის ისევე მოულოდნენად გაუჩინარდა, როგორც გაჩნდა. მოგზაურობა მომავალში 1988 წელს ტოკიოს ქუჩაში მანქანამ გაიტანა ადამიანი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი და მოწმეები იფიცებოდნენ, რომ მსხვერპლი ციდან ჩამოვარდნილივით უეცრად გაჩნდა გზაზე. ძიებამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს ძველმოდურად ეცვა, ჯიბეში აღმოუჩინეს 100 წლის წინანდელი პასპორტი, გაცემული ტიკიოს საიმპერატორო თეატრის მსახიობზე. მისამართში მითითებული ქუჩა უკვე 70 წელია რაც აღარ არსებობდა. გამოიკითხა ყველა ახლოს მცხოვრები მოქალაქე, რომლებიც უცნობის მოგვარეები იყვნენ. მრავალდღიანი ძებნის მერე იპოვეს მოხუცი ქალბატონი, რომლის ბაბუაც გაურკვეველ ვითარებში გაქრა. ქალმა პოლიციელებს აჩვენა სურათი, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცს(ძალიან ჰგავდა დაღუპულს) ხელში ეჭირა პატარა გოგონა, ფოტოზე აღნიშნული იყო თარიღიც – 1902 წლის მაისი. 1992 წელს იტალიელი ბრუნო ლეონე ოჯახთან ერთად სეირნობის დროს გაქრა. პოლიციაში მისულ მეუღლეს ფსიქიატრთან მკურნალობა ურჩიეს. ორი დღის მერე უჩვეულო მოვლენით შეშინებული ბრუნო სახლში დაბრუნდა. ის ამტკიცებდა, რომ 25-ე საუკუნეში იმოგზაურა. მას ერთნაირ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ისე უყურებდნენ, როგორც ეკზოტიკურ ცხოველს. უთხრეს, რომ იტალია 21-ე საუკუნის მერე აღარ არსებობს. ქუჩაში არ ჩანდა არც დღევანდელის მსგავსი შენობები და არც ხეები. მშიერ ბრუნოს აჭამეს რაგაც გამდნარი მედუზას მსგავსი, უსიამოვნო გემოს ჟელე, რომელიც მომენტალურად თრგუნავდა შიმშილის გრძნობას. მომავალი კატასტროფისაგან თავის გადასარჩენად ბრუნოს აჩვენეს რუქა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სიცოცხლის გაგრძელება. გაიშვირა რა იქაურმა თითი მონგოლეთისკენ, ბრუნო უეცრად ისევ სახლში აღმოჩნდა. ფრანგი ქალი, რომელიც წვეულებიდან ბრუნდებოდა უეცრად უცნობ ქუჩაში აღმოჩნდა. სიბნელეში მან გაარჩია აბსოლუტურად ერთნაირი, ერთ ხაზზე ჩამწკრივებული პირამიდის ფორმის შენობები. შეშინებულმა ქალმა იქვე მდგომ ორ ახალგაზრდასთან მიირბინა. მათ უცნაური, ფეხებზე შემოტკეცილი რეზინისმაგვარი ნაჭრის ტანსაცმელი ეცვათ. ბიჭებმა იგი ოთახში შეიყვანეს, რომელშიც ავეჯის მაგივრად იატაკის ზომის ლეიბი იდო. ჭერს ანათებდა მკრთალი სინათლე, მის გვერდით კი მწვანე შუქით ციმციმებდა საათი – 2245 წლის 23 სექტემბერი. ამის მერე ქალმა გონება დაკარგა. გონს მოვიდა სამი დღის მერე, რაც ხსენებული საათის საშუალებით დაადგინა. ბიჭები იქ აღარ იყვნენ. შემდეგ გამოვიდა იგივე კარებით, რომელიც თვითონ იხსნებოდა, ქუჩაში და იქეთ გაიქცა საიდანაც აქ მოხვდა. ამ ქმედებამ შედეგი გამოიღო, ის ისევ თავის დროში დაბრუნდა
|
კატეგორია: მეცნიერება |
ნანახია: 898 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
|