პარასკევი, 2024-12-27, 10:54 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » მაიას ტომს ქვეყნის დასასრულის არ სჯერა
10:25 PM მაიას ტომს ქვეყნის დასასრულის არ სჯერა |
ბოლო დროს წერდნენ, მაიას ტომის ინდიელების გადმოცემით, 2012 წელს კაცობრიობა ამოწყდებაო, მაგრამ თავად ინდიელები მსგავს არაფერს ელიან. ინგლისურმა გაზეთმა “დეილი ტელეგრაფმა” განმარტება მაიას ტომის უხუცეს წევრს, გვატემალელ აპოლონიო პიქსტუნს სთხოვა.: “არავითარი სამყაროს დასასრული არ იქნება, გადმოცემაში ლაპარაკია ე.წ “შექმნის საიუბილეო თარიღზე”. მაიას უძველესი კალენდრის მიხედვით, ეპოქები, სახელწოდებით “ბაქტუნები”. დაახლოებით 394 საზაფულო პერიოდად იყოფა. ბოლო მეცამეტე ბაქტუნი 2012 წლის 21 დეკემბერს უწევს. რიცხვი 13 ამ ტომის ინდიელებისთვის წმინდა რიცხვია. კალენდარი ცხადყოფს, რომ ამ დღეს, 2012 წლის 21 დეკემბერს, “იწურება” დრო, ანუ მაიას ხალხისთვის დროის გარკვეული მნიშვნელოვანი პერიოდი სრულდება”, – განმარტა პიქსუნმა. –ეს შესაქმის თავისებური წლისთავია, – კვერს უკრავს უხუცეს ინდიელს მაიას ეპიგრაფიკის სპეციალისტი დევიდ სტიუარტი – ინდიელებს არასოდეს უთქვამთ, სამყარო დაიღუპებაო მათ მხოლოდ მომავალი იუბილეს თარიღი დაასახელეს. მექსიკაში 1960–იან წლებში მაიას ტომის დამწერლობიანი ქვის ფილები აღმოაჩინეს, რომლის მიხედვითაც 2012 წელს ომის და აღმშენებლობის ღმერთის, ბელონ იოქტეს მონაწილეობით, რაღაც უნდა მოხდეს. ქვის ეროზიის გამო ტექსტის ბოლომდე წაკითხვა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, მაინც გავრცელდა აზრი, რომ წარწერაზე ბელონ იოქტეს მიწაზე ჩამოსვლის შესახებ არის ნალაპარაკი. მაიას ყველაზე მრისხანე ღმერთის მიწიერ ცხოვრებაში ჩარევა კი ქრისტიანული განკითხვის დღის ვარიანტად მიიჩნიეს. უხუცესი პიქსტუნის თქმით, ამ წარწერის აპოკალიფსური აღქმა ქრისტიანული მსოფლმხედველობის გავლენით ხდება და არა მაიას მითოლოგიით. მანვე აღნიშნა, რომ ხალხი დაიღალა ქვეყნის დასასრულის გამო ატეხილი ისტერიით. დეილი ტელეგრაფი წყარო: ჟურნალ-გაზეთი “კვირის პალიტრა”
რაღაც შანსიც გვქონია
|
კატეგორია: მისტიკა |
ნანახია: 863 |
დაამატა: giorgi07
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|