პარასკევი, 2024-12-27, 10:20 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 16 » ქრისტიანობა (პროტესტანტიზმი)
10:32 PM ქრისტიანობა (პროტესტანტიზმი) |
ქრისტიანობა სამთაგან ერთ-ერთი ძირითადი რელიგიაა (ბუდიზმი,ისლამი,ქრისტიანობა) რომელსაც აქვს სამი ძირითადი მიმართულება:1)მართლმადიდებლობა 2)კათოლიციზმი 3)პროტესტანტიზმი
1054 წელს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესია გაიყო ორ მიმდინარეობათ დას.კათოლიციზმი და აღმ.მართლმადიდებლობა.
პროტესტანტიზმის დამაარსებლად ითვლება მარტინ ლუთერი(გერმანელი ბერი,პროფესორი,თეოლოგი<მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააცნია პროტესტანტულ ტრადიციებსა და კულტურას).1526 წელს მისმა მომხრე გერმანელმა თავადებმა შეაჩერეს ლუთერის საწინააღმდეგო ედიქტის მოქმედება,თუმა 1529 წელს კვლავ აღსდგა ეს დადგენილება,რაც გააპროტესტეს რამდენიმე გერმანული ქალაქის მოსახლეობამ (სამღვდელოებასთან გამართული დისპუტის დროს) სწორედ აქედან მომდინარეობს ტერმინი პროტესტანტი.ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთი ნაწილი და საფრანგეთი რაც შემდგომში გადაიზარდა საერთოევროპულ 30 წლიან ომში,რომელი დასრულდა ვესტფალიის საზავო ხელშეკრულებით.შედეგად პროტესტანტები კალვინისტები და კატოლიკეები უფლებრივად გათანაბრდნენ.
პროტესტანტიზმი შედგება სხვადასხვა მიმდინარეობებისგან,ისინია იზიარებენ წარმოდგენას ღმერთზე,იესო ქრისტესა და სულიწმინდაზე,აღიარებენ სამებას და “ნიკეა-კონსტანტინოპოლის” აღსარებას,სწამთ სულის უკვდავების,მეორედ მოსვლისა და ცათა სასუფევლის.
პროტესტანტიზზმა წარმოადგინა სამი ძირითადი თეზისი: 1)სულის ხსნა პერსონალური რწმენით 2)მორწმუნეთა საყოველთაო სიწმინდე 3)წმინდა წერილის ავტორიტეტი
საეკლესიო საიდუმლოებებიდან დატოვებულია ნათლობა და ზიარება.პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილთათვის,არ სცემენ თაყვანს წმინდანებს,ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს. მათი ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა,რომელსაც ქირაობენ ან ყიდულობენ.ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე,ლოცვასა და საგალობლების შესრულებაზე.მათ უარყვეს რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმეს ბერ-მონაზვნური სისტემა.
პროტესტანტული მიმდინარეობებია: ლუთერანიზმი კალვინიზმი ანგლიკანიზმი ანაბაპტიზმი ბაპტიზმი პურიტანიზმი მეთოდიზმი პრესვიტერიანიზმი კვაკერიზმი
დღეისათვის პროტესტანტები ცხოვრობენ:სკანდინავიის ქვეყნებში,აშშ,გერმანია,ბრიტანეთი, ჰოლანდია,დანია,ისლანდია, კანადა,შვეიცარია, ავსტრალია,ახალი ზელანდია,ბრაზილია,გვატემალა,ჩილე,სამხრეტ კორეა.
ტერმინი კათოლიციზმიმომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “კატოლიკოს” რაც ნიშნავს საერთოს,უნივერსალურს, კათოლიკურ მოძღვრებას ქრისტიანობაში ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს.სხვა ქრისტიანული მიმდინარეობებისაგან განსხვავებით კათოლიკეები რომის პაპს პეტრე მოციქულის მემკვიდრედ თვლიან.კათოლიკური ეკლესია გამოირჩევა ინსტიტუციური ერთიანობით.მის იერარქია სათავესი უდგას რომის პაპი შემდეგ არიან კარდინალები,შემდეგ ეპისკოპოსები და შემდეგ მღვდლები.კათოლიკური საეკლესიო ცხოვრების წესი დარეგულირებულია ეკლესიის კანონიკური კოდექსით,ამის მიზეზიაის რომ კათოლიკური ეკლესია აერთიანებს სხვადასხვა ლიტურგიულ წესს 4დასავლური ტრადიციიდან და 4 აღმოსავლური ტრადიციიდან.კათ.ეკლესიის სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების ერთობლიობას ჰქვია კურია,რომელიც შედგება: სახელმწიფო სამდივნო,კონგრეგაცია,პაპისეული აკადემია,საბჭოები.
კათოლიკური მოძღვრების თანახმად: რწმენას და კეთილ საქმეებს მოაქვს შედეგად პატიება პროტესტანტული მოძღვრების თანახმად: რწმენას მოაქვს პატიება და შედეგად კეთილი საქმეები
|
კატეგორია: რელიგია |
ნანახია: 1330 |
დაამატა: giorgi07
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|