პარასკევი, 2024-12-27, 11:20 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2012 » იანვარი » 11 » ქრისტესმიერნო ძმანო და დანო!
1:02 AM ქრისტესმიერნო ძმანო და დანო! |
ქრისტესმიერნო ძმანო და დანო!
სიყვარულით მოგილოცავთ დამდეგ ხორციელად შობას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი. უფლის წყალობით კვლავ დაგვიდგა ბედნიერი და სანუკვარი დღე ჩვენ, ადამიანთ, კვლავ ჩამორეკეს ბეთლემს ზეციური ზარები და ისევ გაისმა სასიხარულო საგალობელი წმიდა ანგელოსთა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”. ჩვენც გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი უსაზღვრო სიხარული მაცხოვრის დაბადებით გამოწვეული და გვინდა ყველას გახაროთ: გიხაროდეთ ძმანო, უფალი ჩვენთან არს! �������������� მაცხოვრის შობასთან დაკავშირებით ნიუ-ჯერსის წმიდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ღამისთევით, რომელიც დაიწყება პარასკევს 6 იანვარს საღამოს 9 საათზე. შევთხოვთ ქრისტესშობის ცხოველსმყოფელ მადლს, რომ არ მოკლებოდეს მშვიდობა თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს და სრულიად საქართველოს !.
წმ. გრიგოლ ხანძთელის ეკლესია
|
კატეგორია: რელიგია |
ნანახია: 847 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
|