ორშაბათი, 2025-06-16, 3:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2012 » იანვარი » 11


აბანოთუბანში, 40 წმინდა სებასტიელი მოწამის სახელობის მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები უნიკალური აღმოჩენით დასრულდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა მერაბ ძნელაძემ განუცხადა, აღმოჩენილი მასალები ადასტურებს, რომ საქართველოს დედაქალაქის თბილისში გადმოტანამდე აქ დასახლება უნდა ყოფილიყო.

“მონასტრის ტერიტორიაზე ვახტანგ გორგასლის დროინდელი გალავანი აღმოჩნდა, რომლის ქვეშაც კიდევ უფრო ძველი – 1-ელი საუკუნის გალავანი და კარიბჭე დაფიქსირდა. აღმოჩენა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე თბილისის დედაქალაქობის პირველი ეტაპის ამდაგვარი სახე უცნობი იყო. ეს დედაქალაქის წარსულის კვლევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. თუ აქამდე მიიჩნეოდა, რომ დედაქალაქი მე-5 საუკუნის ბოლოს, ვახტანგ გორგასლის მიერ აშენდა, ახლა დასტურდება, რომ მანამდე აქ დასახლება უნდა ყოფილიყო”, – აღნიშნა მერაბ ძნელაძემ.
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 739 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2012-01-11 | კომენტარი (0)



ქრისტესმიერნო ძმანო და დანო!

სიყვარულით მოგილოცავთ დამდეგ ხორციელად შობას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი. უფლის წყალობით კვლავ დაგვიდგა ბედნიერი და სანუკვარი დღე ჩვენ, ადამიანთ, კვლავ ჩამორეკეს ბეთლემს ზეციური ზარები და ისევ გაისმა სასიხარულო საგალობელი წმიდა ანგელოსთა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”. ჩვენც გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი უსაზღვრო სიხარული მაცხოვრის დაბადებით გამოწვეული და გვინდა ყველას გახაროთ: გიხაროდეთ ძმანო, უფალი ჩვენთან არს!
�������������� მაცხოვრის შობასთან დაკავშირებით ნიუ-ჯერსის წმიდა გრიგოლ ხანძთელის ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ღამისთევით, რომელიც დაიწყება პარასკევს 6 იანვარს საღამოს 9 საათზე.
შევთხოვთ ქრისტესშობის ცხოველსმყოფელ მადლს, რომ არ მოკლებოდეს მშვიდობა თითოეული ჩვენთაგანის ოჯახს და სრულიად საქართველოს !.

... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 854 | დაამატა: Capitan | თარიღი: 2012-01-11 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz