პარასკევი, 2024-12-27, 10:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » კეთილი ზრახვების ძალა
9:25 PM
კეთილი ზრახვების ძალა


კეთილი ზრახვების ძალა

წმიდაო მამაო, ძველ აღთქმაში მაკაბელთა მეოთხე წიგნში ნათქვამია: "ვნებებს იგი (გონება) არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ". რას ნიშნავს ეს? შეხედე: ვნებები ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენში. მაგრამ კეთილი, ღვთის მოსაური ზრახვა გვეხმარება, რომ არ დავემონოთ მათ. როდესაც ადამიანი გამუდმებით ამუშავებს კეთილ ზრახვებს, თავის ამ კეთილ მდგომარეობაში მტკიცდება და სიმყარეს იძენს. მასში ვნებები აღარ მოქმედებენ და თითქოს აღარც არსებობენ ისინი. ანუ, კეთილი ზრახვები ვერ აღმოფხვრიან ვნებებს, მაგრამ ებრძვიან და მის განრიდებას ახერხებენ. მაკაბელთა წიგნში აღწერილია წამება, რომლის დათმენაც შვიდმა წმიდა ყრმამ შეძლო. მათ დედას – წმიდა სოლომონიდასა და მათ მასწავლებელს – წმიდა ელიაზარს ღვთისმოსაური ზრახვები ჰქონდათ.
ერთი კეთილი ზრახვაც თავისი ძალით მრავალსაათიან ღამისთევის ლოცვას უთანაბრდება! მას უდიდესი ძალა აქვს. დღეისათვის არსებობს ისეთი რაკეტისწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც ლაზელური სხივებით ასაფრენ მოედანზევე ანადგურებენ მტრის რაკეტას და აფრენის საშუალებას არ აძლევენ. ასეა კეთილი ზრახვებიც: ისინი წინასწარ გრძნობენ ბოროტი ზრახვების აფრენის საშიშროებას – ეშმაკის, "აეროდრომიდან", რომელზედაც მათი "ბაზებია განლაგებული" და მათ ჰაერში ასვლის საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ, რამდენადაც შეძლებთ, შეეცადეთ ეშმაკს თქვენში ბოროტი ზრახვების დანერგვის დრო არ მისცეთ. შეეცადეთ, თვითონვე განსაზღვროთ და კეთილი ზრახვები ჩაინერგოთ, რათა გული საყვავილედ გექცეთ და თქვენს ლოცვას თქვენივე გულის კეთილსურნელება სდევდეს თან. თუ ადამიანი რაიმესთან დაკავშირებით თუნდაც "მცირეოდენ მემარცხენეა", ანუ ბოროტ ზრახვებს ფლობს, რა ღვაწლსაც უნდა აღარსულებდეს იგი, იქნება ეს მარხვა, მღვიძრება თუ რაიმე სხვა, ყველაფერი ამაოდ ჩაუვლის.

რას უშველის მას ასკეზი, თუ ბოროტ ზრახვებს კი არ ებრძვის, არამედ – იწყნარებს?! რატომ არ სურს მას, რომ ჯერ ცხიმის ბინძური ნალექისაგან გაწმიდოს ჭურჭელი, რასაც მხოლოდ საპნით თუ შეძლებს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაასხას მასში სუფთა ზეთი?! რატომ ურევს სუფთას ბინძურში და ამით სუფთასაც აბინძურებს?
ერთი სუფთა, კეთილი ზრახვა უმეტეს ძალას ფლობს, ვიდრე – ნებისმიერი ასკეტიკური ღვაწლი. მაგალითად, ყმაწვილის წინაშე ეშმაკი უწმიდურ ბოროტ ზრახვებს აღძრავს. მათგან თავის დასახსნელად ყმაწვილი ღამისთევის ლოცვას აღასრულებს, მარხულობს, სამი დღის განმავლობაში საჭმლისა და წყლისგან თავს იკავებს. მაგრამ ერთი სწორად ამუშავებული კეთილი ზრახვა მეტ ძალას ფლობს, ვიდრე – მთელი ეს მღვიძარება და მარხვა და მას გაცილებით ქმედითად ეხმარება.
– როდესაც "წმინდა ზრახვებზე" საუბრობთ, ამ სითყვაში მხოლოდ ასკეტიკურ აზრს დებთ, თუ უფრო ვრცელი მნიშვნელობით ხმარობთ მას?
– ვრცელსაც. როდესაც ყველაფერსს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამიანი განიწმიდება და ღვთის მადლს იღებს. ბოლო "ბოროტი" , მემეარცხენე ზრახვებით კაცი განიკითხავს და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლს მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდეგაც მოდის ეშმაკი და ტანჯავს მას.
– წმიდაო მამაო, ანუ – სხვათა განკითხვით ადამიანი ეშმაკს ნებას აძლევს, რომ ტანჯოს იგი?
– დიახ, ყველაფრის საფუძველი კეთილ ზრახვაშია. სწორედ ის აღამაღლებს ადამიანს და უკეთესობისაკენ ცვლის მას. იმ დონემდე მისვლაა საჯირო, საიდანაც ყველაფერი სუფთად ჩანს. ეს სწორედ ისაა, რის შესახებაც თქვა ქრისტემ; "ნუ სჯით თუალ–ღები, არამედ, სამართალი სასჯელი საჯეთ
. მერე კი ადამიანი ისეთ მდგომარეობაში შედის, როდესაც ყველაფერს ადამიანური თვალით, მაგრამ სულიერი ხედვით ხედავს. იგი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ყველაფერის გამართლებას პოულობს.
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეშმაკის მზაკვრული დეფეშები არ მივიყოთ. მათი მიღებით ჩვენ ვბილწავთ საკუთარ თავს, რომელიც არის "ტაძარი...სულისა წმიდისა". ღვთის მადლი განგვეშორება და შედეგად – სულიერად ვბრმავდებით. ხოლო, როდესაც თქვენს გულს სუფთასა და უზაკველს ხედავს, სულიწმიდა მოდის და სახლდება მასში. სულიწმიდას ხომ უმწიკვლო სიწმიდე უყვარს, სწორედ ამიტომ მოივლინა იგი მტრედის სახით.
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 770 | დაამატა: NuKKeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz