ჯონ ლოკი
(ინგლ. John Locke; დ. 29 აგვისტო, 1632 — გ. 28 ოქტომბერი, 1704), ფართოდ ცნობილი, როგორც „ლიბერალიზმის მამა", იყო ინგლისელი ფილოსოფოსი და ექიმი, რომელიც განმანათლებლობის ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მოაზროვნედ ითვლება. ლოკი პირველ ბრიტანელ ემპირიცისტად ითვლება, იგი ასევე ცნობილია, როგორც სოციალური კონტრაქტის თეორიის შემქმნელი. მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ეპისტემოლოგიისა და პოლიტიკური თეორიის განვითარებაზე. მან აგრეთვე გავლენა იქონია ვოლტერსა და ჟან-ჟაკ რუსოზე, შოტლანდიელ განმანათლებლებსა და ამერიკელ რევოლუციონერებზე. მისმა გავლენამ რესპუბლიკანიზმსა და ლიბერალურ თეორიაზე ასახვა იპოვა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაში.
|