კვირა, 2025-06-15, 7:20 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » ინტროვერტები და ექსტროვერტები
9:21 PM
ინტროვერტები და ექსტროვერტები


რა განსხვავებაა თქვენსა და მრავალ სხვა პიროვნებას შორის, რომლებიც იმავე სიტუაციაში ხვდებიან, როგორშიც თქვენ?

ფსიქოლოგიაში გამოყოფენ პიროვნების ორ ტიპს ექსტროვერტს და ინტროვერტს. ეს ტერმინები განმარტავენ თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი გარემოსთან და საკუთარ თავთან.
ჩვენ განვიხილავთ ორივე ტიპის დამახასიათებელ თვისებებს.
ტიპიური ექსტროვერტი: წარმოადგენს ადამიანს, რომლის ყურადღება კონცენტრირებულია გარემოზე. იგი ადვილად ამყარებს ურთიერთობებს და ასევე ადვილად წყვეტს მას. ის ორიენტირებულია წარმატებაზე, ლიდერობაზე და მატერიალურ ფასეულობებზე. მისი სტიქიაა გარე სამყარო, იგი მასთან ურთიერთობით იღებს ენერგიას. ექსტროვერტი შორსაა თვითჩაღმავებისგან. ის ვერ იტანს სიმარტოვეს. ექსტროვერტი იზიარებს და ექვემდებარება უმრავლესობის აზრს. იგი აქტიური და მიზანდასახული, ხშირ შემთხვევაში აგრესიულიც კი. მას კარგად ეხერხება ჯგუფში მუშაობა. ექსტროვერტ ადამიანზე ხშირად ამბობენ, რომ ის ჯერ მოქმედებს და შემდეგ კი ფიქრობს. როგორც წესი მათი ნაცნობების წრე არის ფართო და ისინი ამაყობენ ამით.
რაც შეეხება ტიპიურ ინტროვერტს: მისი ყურადღება კონცენტრირებულია შინაგან სამყაროზე. იგი არის მეოცნებე და ფანტაზიორი, ის შორსაა სოციუმისგან. მას არ ეხერხება ურთიერთობების რეგულირება. მისი ცხოვრება მიმდინარეობს შინაგანი სამყაროების ოკეანეში. საზოგადოებრივი ღირებულებები ეჩვენება მას უცნაურად და არა ერთმნიშვნელოვნად. მას ყველაფერზე გააჩნია საკუთარი შეხედულება. ის აპროტესტებს იმას, რომ იყოს ისეთი როგორიც ყველა. ინტროვერტისთვის საუკეთესო სამუშაო გარემოა თუ ის მუშაობს მარტო. ექსტროვერტებისგან განსხვავებით, ინტროვერტები ჯერ ფიქრობენ და შემდეგ მოქმედებენ. ინტროვერტების ნაცნობების წრე როგორც წესი მცირეა და ეს სრულიად აკმაყოფილებს მათ.
ზემოთ მოყვანილ ტიპებს პირდაპირი კავშირი აქვთ ადამიანის ტემპერამენტთან. როგორც წესი ექსტროვერტები არიან: სანგვენიკები და ქოლერიკები, ხოლო ინტროვერტები ფლეგმატიკები და მელანქოლიკები.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 1176 | დაამატა: NuKKeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz