პარასკევი, 2024-12-27, 10:44 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 5 » ჰაჩიკოს ისტორია
|
1924 წელს ჰისაბურო უენომ - ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა სოფლის მეურნეობის დარგში იყიდა აკიტას ჯიშის ლეკვი სახელად ჰაჩიკო. როდესაც პროფესორი სამუშაოდ მიდიოდა, ჰაჩიკო უკანა კარიდან მირბოდა, გაჩერებასთან ელოდებოდა და დღის ბოლოს ეგებებოდა....... ასე გრზელდებოდა ყოველდღე, სანამ პროფესორი 1925 წლის მაისის ერთ საღამოს არარ დაბრუნდა. მას უნივერსიტეტში სისხლდენა დაეწყო და ვეღარ მოახერხა თავის მეგობარს შეგებებოდა. მაგრამ ჰაჩიკო ერთგული აღმოჩნდა და თავის პატრონს ყოველდღე, შიბუიას ქუჩაზე, გაჩერებასთან უცდიდა სანამ უკანასკნელი ტრანსპორტი არ ჩამოივლიდა. პროფესორის სიკვდილიდან ცოტა ხანში იგი სხვამ აიყვანა, მაგრამ ჰაჩი მაინც ახერხებდა გაქცევას და მირბოდა თავის ძველ სახლში, სადაც პატრონთან ერთად ცხოვრობდა. ჰაჩიკო მალე მიხვდა, რომ პროფესორი უენო იქ აღარ ცხოვრობდა და ისევ იმ გაჩერებასთან დაიწყო ლოდინი სადაც მას ყოველდღე ხვდებოდა. ჰაჩის ამ სამაგალითო საქციელმა ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. იმ ქუჩაზე მცხოვრებლებს და გამყიდვლებს ბევრჯერ უნახავთ როგორ ეგებებოდა ძაღლი პატრონს, მაგრამ ასეთი რამ გასაოცარი იყო, ისინი ცდილობდნენ გაერთოთ ჰაჩი და საჭმელებით უმასპინძლდებოდნენ.
ჰისაბურო უენოს ერტერთმა სტუდენტმა დაინახა თავის მასწავლებლის ძაღლი გაჩერებაზე, გაჰყვა მას და შეიტყო მისი ისტორიის შესახებ, რომელზეც სტატია გამოაქვეყნა ტოკიოს გაზეთში. იგი ერთი წელი აკვირდებოდა ჰაჩის. ეს ისტორია ნაციონალური სენსაცია გახდა, ჰაჩიკო იქცა ერთგულების სიმბოლოდ, მასწავლებლები და მშობლები ბავშვებს მის მაგალითს აძლევდნენ.
მიუხედავად ამდენჯერ გაცრუებული მოლოდინისა ჰაჩიკო ყოველდღე, ერთი და იმავე ადგილას ელოდებოდა თავის პატრონს, რომელსაც ბოლოს 9 წლის წინ შეეგება. 1934 წლის 8 მარტს იგი მკვდარი იპოვეს შიბუიას ქუჩაზე, იმფაქტით გარდაცვლილიყო.
მისი ფიტული იაპონიაში, უენოს ნაციონალურ მეცნიერების მუზეუმში ინახება. 1934 წლის აპრილში შიბუიას ქუჩაზე მისი ბრინჯაოს ძეგლი აღმართეს, რომელიც დაზიანდა. ხოლო ახალი ძეგლი, კი - 1948 წელს. 2004 წელს ჰაჩიკოს ისტორიის შესახებ პამელა ტერნერმა დაწერა მოთხრობა: ''ნამდვილი ისტორია ერთგულ ძაღლზე.'' ხოლო 2009 წელს კი გამოიცა მოთხრობა სახელად: ''ჰაჩიკო იცდის'' 1987 წელს გადაიღეს ფილმი სახელად: ''Hachikō-Monogatari'' ხოლო 2009 წელს ჰოლივუდმა რიჩარდ გირის მონაწილეობით ამ ისტორიის მიხედვით გადაიღო ფილმი: ''ჰაჩი: ძაღლის ისტორია''.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 905 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|