კვირა, 2025-06-15, 6:33 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » Facebook-ს რომ საუკუნეების წინ ეარსება
9:20 PM
Facebook-ს რომ საუკუნეების წინ ეარსება


1. ნოე გააკეთებდა ივენთს, სადაც ყველას მოიწვევდა თავის კიდობანში.

2. ჰიტლერი ატვირთავდა სურათს: “ვინ ვარ მე შენთვის” და დატაგავდა ებრაელებს.

3. ეჭვიანი ოტელო დეზდემონას “fb”-ს პროფილს გაუუქმებდა.

4. მეფე გიორგი თრიაქის ქვეშ მყოფი შეუერთდებოდა GROUP-ს “მე მოვითხოვ მარიხუანას რეალიზაციას”.

5. ცოტნე დადიანის მეგობრები ატვირთავდნენ სურათს წელს ზემოთ შიშველ და თაფლწასმულ მდგომარეობაში, რაზეც ცოტნე დადიანი დაუკომენტარებდა: “აუ როგორ მინდა თქვენთან ერთად”.

6. დავით აღმაშენებელი, აქილევსი, ალექსანდრე მაკედონელი და ლეონიდასი დაიტაგებოდნენ “ყველაზე მამაკაცურებში”.

7. უბრალო გლეხის შვილი ატვირთავდა სურათს “odnoklassniki”-ის ლოგოთი, რის შემდეგაც აბუჩად აიგდებდნენ თავად-აზნაურების შვილები.

8. თინათინი და ავთანდილი ქორწილის შემდეგ შექმნიდნენ ერთიან პროფილს სახელით “თიკო ავთო”.

9. ლუარსაბ თათქარიძე ითამაშებდა “ფერმას” როცა დარეჯანი მორჩებოდა “fashion world”-ის თამაშს.

10. ჯორდანო ბრუნო დაწერდა სტატუსს: “დედამიწა მრგვალია და ბრუნავს!” და აჭერდა f5-ს (restart) notification-ის მოლოდინში იქამდე, სანამ მას არ დაწვავდნენ.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 812 | დაამატა: NuKKeR | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz