პარასკევი, 2024-12-27, 9:30 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12 » დანაშაული საქართველოს კანონში
7:40 PM
დანაშაული საქართველოს კანონში


დანაშაულის ცნება განსაზღვრულია საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი „სისხლის სამართლის კოდექსი“. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე. ი. „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მარლთსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ქმედება რომლისთვისაც პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, აუცილებლად სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს ასახული. ამასთანავე, პირის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ, სასამართლოს პრეროგატივაა.

თვით ქმედება მოიცავს, როგორც მოქმედებას (მაგ: მკვლელობა), აგრეთვე უმოქმედობას (მაგ: დაუხმარებლობა, მკვლელობა უმოქმედობით) ქმედება მარლთსაწინააღმდეგოა, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს და აგრეთვე, საზოგადოებაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს. ბრალი მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალური გაკიცხვაა, მის მიერ ჩადენილი მარლთსაწინააღმდეგო ქმედებისთვის. იმისათვის, რათა სახეზე იყოს დანაშაულია, აუცილებელია სამივე პირობის არსებობა.

დანაშაულად კანონმდებელი არ მიიჩნევს ქმედებას, რომელსაც მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

დანაშაული შესაძლებელი ჩადენილ იქნეს, როგორც ფიზიკური პირის, ადამიანის, აგრეთვე იურიდიული პირის მიერ.
კატეგორია: დეტექტიური | ნანახია: 819 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz