
ზაზუნები
(Cricetinae), ძუძუმწოვრების ქვეოჯახი მღრღნელების რიგისა. შეიცავს 57 გვარს, რომელთაგან ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე გვხვდება 4: Cricetus, Cricetulus, Phodopus და Calomyscus. სახეობებიდან ყველაზე ცნობილია ჩვეულებრივი ზაზუნები (Cricetus cricetus), რომელიც სამხრეთ ციმბირსა და ჩრდილოეთ ყაზახეთში გავრცელებულია. საქართველოში პირველი 2 გვარის სახეობები გვხვდება: ამიერკავკასიური ზაზუნები (Cricetinae auratus), დაღესტნური ზაზუნები (Cricetinae raddei) და რუხი ომანა (Cricetulus migratorius). ზაზუნები წელიწადში 2-3-ჯერ მრავლდებიან, შობენ 8-8, 10-10 წრუწუნას. ზიანს აყენებენ სახალხო მეურნეობას. გადაქვთ ზოგი ინფექციური დაავადება (ტულარემია და სხვა).
|