შაბათი, 2024-12-28, 1:24 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » ვინ იყვნენ ვიკინგები?
5:40 PM ვინ იყვნენ ვიკინგები? |
ახ.წ 789 წელი: ამ წელს მეფე ბეოტრიკმა ცოლად ოფას მეფე ედბა შეირთო. მისი მმართველობისას პირველად გამოჩნდა ნორმანთა სამი ხომალდი ხარდალანდიდან. მეფის მოხელე ეახლა მათ, რათა მიეღო ისინი მეფის მამულებში, თუმცა არ იცოდა ვინ იყვნენ უცხოელები. ის მოკლულ იქნა. ეს ხომალდები დანიელ ვიკინგებს ეკუთვნოდათ, რომელთაც პირველად მოაღწიეს ინგლისს. ანგლო-საქსონურ წყაროებში არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ვიკინგთა პირველი შემოტევა და ვინ გახდა მათი პირველი მსხვერპლი. ოთხი წლის შემდეგ, 793 წელს ვიკინგები ლინდისფარნის კუნძულზე მდებარე მონასტერს დაესხნენ თავს: "უფლის ტაძრის ძირფესვიანად დანგრევა საშინელ სისხლისვრასთან და ძარცვასთან ერთად მიმდინარეობდა. აქამდე ბრიტანეთს მსგავსი საშინელება არ ეხილა, როგორიც ამ წარმართმა ტომებმა მოაწყვეს – წერდა სწავლული ალკვინი – ის აზრიც კი, რომ შემოტევა ზღვიდან მოხდებოდა წარმოუდგენელი იყო. წმინდა კუბერტის ეკლესია უფლის მსახურთა
სისხლით მოირწყო, პრაქტიკულად ყველაფერი მოიპარეს, ბრიტანეთის ეს უდიდესი წმინდა ადგილი წარმართთა მსხვერპლი შეიქნა”. ანგლო-საქსებისთვის ვიკინგები "წარმართები”, "დანიელები” ან "ჩრდილოელი ადამიანები” იყვნენ. ტერმინი "ვიკინგი” სავარაუდოდ საქსური სიტყვიდან wic(სამხედრო ბანაკი) მოდის, თუმცა არის სხვა ვერსიებიც. ფრანკული წყაროები მათ Nordmanni(ჩრდილოელი ხალხი ან ნორმანები)უწოდებენ, გერმანულები კი Ascomanni(იგივე "ეშმენ”, ash – იფანს ნიშნავს), რადგან ზოგიერთი ვიკინგთა გემი იფნის ხისგან მზადდებოდა, თუმცა ძირითადად ამ დაპყრობელთა ხომალდები გამძლე მუხის ხისგან იკვრებოდა. ესპანელი მუსლიმები ვიკინგებს Al-Madjus – წარმართ ჯადოქრებს უწოდებდნენ, სლავები – Rus(შესაძლოა rotsi –დან, რასაც ფინელები შვედეთს უწოდებდნენ), ბიზანტიელები
იცნობდნენ მათ როგორც Rhos(ბერძნული ზედსართავიდან "წითური”, ვიკინგთა წითური გარეგნობის გამო) ან Varangoi(სავარაუდოდ ძველსკანდინავიური სიტყვიდან Var – "ფიცი”, რაც უკავშირდება იმას, რომ ვიკინგებს ჰქონდათ ტრადიცია დაედოთ ერთგულების ფიცი). მხოლოდ ირლანდიელები, რომლებიც ვიკინგებს Lochlannach(ჩრდილოელებს) და Gaill(უცხოები ან უცხოელები) უწოდებდნენ, ცდილობდნენ გაერჩიათ ერთმანეთისგან დანიელები(Dubh-gaill – შავი უცხოელები) და ნორვეგიელები(Finn-gaill – თეთრი უცხოელები). ზოგიერთ სხვა წყაროში ვიკინგები "დანიელებად”, "ნორვეგიელებად” და "შვედებად” მოიხსენიებენ. მაგალითად, ადამ ბრემენელი 1075 წელს წერდა: "დანიელები და შვედები, რომელთაც ჩვენ ნორმანებს ვუწოდებთ ან ჩრდილოელ ხალხს…”, ასევე ის ხსნის, რომ "დანიელები, შვედები და დანიის სხვა ხალხები(მათ შორის ნორვეგიელები) მოიხსენიებიან ნორმანებად”. ამიტომ, როდესაც ანგლო-საქსონური წყარო მოიხსენიებს ვიკინგებს Dene-დან ან Dani-დან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აუცილებლად დანიიდან უნდა ყოფილიყვნენ. სიტყვა ვიკინგის წარმოშობის ერთ-
ერთი ძირითადი ვერსიაა სიტყვა Vic, რაც ყურეს ნიშნავს და აქვს ის საბაბი, რომ ვიკინგები იყვნენ მეკობრეები და იმალებოდნენ სანაპიროს ყურეებში, საიდანაც შემდეგ სწრაფ რეიდებს ახდენდნენ. არის ვერსია, რომ ტერმინი ვიკინგი შეიძლება მოდიოდეს სიტყვიდან Vik – გეოგრაფიული სახელწოდება ნორვეგიის ერთ-ერთი ნაწილისა, ან Vig – ბრძოლა. სკანდინავიურ ხელნაწერებში Viking მეკობრეობას ან მეკობრულ თავდასხმას ნიშნავს, ხოლო ადამიანი, ვინც ასეთ რეიდში მონაწილეობს – Vikingr. სხვადასხვა ვერსია არსებობს ვიკინგთა მოულოდნელი გამოჩენის შესახებ ახ.წ VIII საუკუნეში. ამაზე იმოქმედა დემოგრაფიულმა ფაქტორებმა და ევროპაში სტაბილური, მდიდარი სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ, როგორიც იყო კაროლინგების იმპერია. მიმდინარეობდა გაცხოველებული ვაჭრობა, რაც ხელს აძლევდათ
მეკობრეებს და ისინიც ამ შანსს ხელიდან არ უშვებდნენ და მუდამ ესხმოდნენ სავაჭრო ქარავნებსა თუ ვაჭართა ხომალდებს. ამასვე უკავირდება სკანდინავიაში გემთმშენებლობის სწრაფი განვითარება. ვიკინგებს ჰყავდათ არამარტო ის ცნობილი სამეკობრეო გემები, რომელიც ჩვენთვის მუდამ მათთან ასოცირდება, არამედ Knorrs – სავაჭრო ხომალდები. ასეთი გემებით ვიკინგებს შეეძლოთ ხანგრძლივი ლაშქრობები წამოეწყოთ და განევითარებინათ კოლონიზაცია ახლად აღმოჩენილი მიწებისა. სწორედ ხომალდები იყო ვიკინგთა მთავარი იარაღი მათი ლაშქრობების პერიოდში.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 956 |
დაამატა: xuco
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|