1. შეხედო დროს მობილურზე და იმწუთას ისევ ამოიღო ჯიბიდან, რადგან დრო არ დაგამახსოვრდა
2. ამოძრაო მაუსი ეკრანზე სანამ რაიმე იტვირთება, ფიქრობდე რომ ასე უფრო სწრაფად ჩამოიტვირთება
3. დაახვიო ჭიქის სახელურზე ჩაის ძაფი, და შემდეგ უფრო მეტი დრო ეწვალო მოსახსნელად
4. ჩაიცვა სახლიდან გასასვლელად, მიხვიდე კომპიუტერთან დახედო და შემდეგ წახვიდე
5. ჩაწერო დისკებზე ფილმები, და შემდეგ გადაყარო ისე რომ 10% არ უყურო
6. დაარქვა ახალ პაპკებს 1111, 2222 , და შემდეგ ადგილის არ ქონის გამო წაშალო. რადგან გაუგებარია რა არის შიგნით
7. კომპიუტერის გათიშვისას მოასწრო დინამიკების გათიშვა, გათიშვის მელოდიაზე ადრე
8. აქეთ_იქით სიარული და ხელების შლა მობილურზე ლაპარაკის დროს
9.აჭირო ძლიერად თითი პულტს როცა მასში ბატარეები ჯდება
10.გააღო მაცივარი შეიხედო და დაკეტო. და ასე ბევრჯერ დღის განმავლობაში
11.იყურო მეტროს გვირაბში,, ვითომ ამით მატარებელი უფრო სწრაფად მოვიდოდეს
12. დაისხა ცხელი ჩაი და არ დალიო.შემდეგ დაგავიწყდეს დაისხა კიდე ერთი და ბოლოს მაინც ცივი დალიო
13.გადმოხვიდე მანქანიდან მინიმუმ სამჯერ დაკეტო პულტით, მოშორდე 50 მეტრით და კიდევ ორჯერ დაკეტო.რადგან არ გახსოვს დაკეტე თუ არა
14.გაამეორებინო შეკითხვა როცა კარგად გაიგე რა გკითხეს და ამის შემდეგ გაცე პასუხი
15.დაურეკო მეგობარს ღამის 3 საათზე და პირველი შეკითხვა დაუსვა ,,ხომ არ გაგაღვიძე”?
16.დააფერფლო სიგარეტი მაშინაც კი როდესაც ფერფლი ჯერ კიდევ არ აქვს
17.იარო ქვაფენილზე ისე რომ გადაბმის ზოლებზე ფეხი არ დაგებიჯოს
18. არასდროს არ გამორთო დამტენი ,,როზეტკიდან”
19. ჩაიდო გასაღები ჯიბეში რომ არ დაგავიწყდეს, შემდეგ კი დიდი ხანი ეძებო
20. დააყენო 5 მაღვიძარა, მაგრამ მაინც 15 წუთით ადრე ადგე სახლიდან გასვლამდე
|