მთავარი » 2011 » დეკემბერი » 15 » ცუკერბერგი Facebook-ს არ აუქმებს !!!
4:21 PM ცუკერბერგი Facebook-ს არ აუქმებს !!! |
 12 დეკემბერს დღის პირველ ნახევარში ეს ინფორმაცია მრავალი უცხოური საინფორმაციო საიტის ვებ–გვერდზე დაიდო. ერთ–ერთი პირველი მათ შორის www.weeklyworldnews.com –ი იყო. სენსაციური ამბის გაგებით გონება დაკარგული საიტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ პირველი გაავრცელებდა ამ ამბავს ხოლო მის გადამოწმებას არც კი ფიქრობდნენ რადგან მთავარი წყარო ერთი შეხედვით ძალიან სანდო ჩანს .როგორც აღმოჩნდა ამ საიტს www.weeklyworldnews.com –ს ადრეც გაუვრცელებია მრავალი ამისდაგვარი მცდარი სენსაციური ამბები, მრავალი ცნობილი სახის სიკვდილის თუ საყოველთაოდ ცნობილი კომპანიების დახურვა–გაკოტრების შესახებ, თუმცა ყველაზე მეტად თავის მიზანს მათ ალბათ ამ ჯერად მიაღწიეს, რადგან მრავალმა ადამიანმა ეს მართლა გულუბრყვილოდ დაიჯერა და "შავებში” სიარული გადაწყვიტა. ( :D ) აგრეთვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ როგორც მოგვიანებით გავიგე ასეთ ინფორმაცია ადრეც მრავალჯერ გაუვრცელებიათ სხვადასხვა წყაროებს.
საბოლოოდ რომ დაგარწმუნოთ ამ ამბის სიყალბეში გეტყვით იმასაც რომ მომავალ წელს პირიქით Facebook-ი უფრო გაფართოებას და ახალ მწვერვალზე ასვლას ფიქრობს. მომავალი წლიდან Facebook-ი მსოფლიო ბირჟებზე თავისი აქციების გამოშვებას აპირებს და IPO–ს დასკვნებით კომპანია Facebook Inc.-ი $100 მლრდ დოლარის დონეზე კაპიტალიზირებას პროგნოზირებს.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 773 |
დაამატა: xuco
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|