კვირა, 2025-06-15, 5:48 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 31 » TOP 10 ფილმი საახალწლოდ
6:58 PM
TOP 10 ფილმი საახალწლოდ

10) საშობაო აურზაური (Christmas Vacation) – 1989


გრისვოლდების სახლში შობას ზეიმობენ. ეს არის დრო, როდესაც ჩუქნიან საჩუქრებს, მღერიან ჰიმნს, ციმციმებენ საშობაო ნაძვისხის შუქები… შობა მშვენიერი დროა კლარკ გრისვოლდის და მისი ოჯახისთვის… მაგრამ კლარკი ნამდვილი სტიქიური უბედურებაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებე დაგატყდეს თავს. ახლა მას სურს ოჯახს ყველაზე დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყოს.



9) საშინელება შობის წინ (The Nightmare before Christmas)


მულტფილმი მოგვითხრობს ხელოუინის სამეფოზე, შიშის და კოშმარების სამეფოზე, სადაც მკვდრები, მახინჯები, ურჩხულები ცხოვრობენ და მათი მეფე ჯეკ სკენინგტონია. შობის წინ ჯეკი შემთხვევით მოხვდება ცოცხალი ადამიანების სამყაროში, სადაც გაიგებს, რომ არსებობს სიხარული, სიკეთე და მხიარულება. მას საშინლად მოუნდება განიცადოს ეს გრძნობები – ჩუქნიდეს ადამიანბს ბედნიერებას – და გაიტაცებს სანტა კლაუსს და მის ადგილს დაიკავებს. შედეგები,რა თქმა უნდა, ყველაზე არასასიამოვნო იყო და მისი საჩუქრებიც, არც არავის მოეწონა. მაგრამ ის ყველაფერს მიხვდა და გამოასწორა თავისი შეცდომა.



8) როგორ მოიპარა გრინჩმა შობა (How the Grinch Stole Christmas) – 2000


იყო და არა იყო ქალაქ კტოგრადში პატარა ადამიანი, და ერქვა მას – გრინჩი. ის მწვანე იყო და თმიანი, ია არავის უყვარდა. გაბრაზდა გრინჩი კტოველებზე და წავიდა მარტოხელა მთაზე საცხოვრებლად. იჯდა იქ თავის გამოქვაბულში და მთელ სამყაროზე ბრაზდებოდა. ყველაზე ძალიან გრინჩს არ უყვარდა შობა. იმ დროს, როდესაც მთელი კტოგრადის მოსახლეობა მხიარულობდა, გრინჩის ისედაც მუდამ ცუდი გუნება, სულ ფუჭდებოდა. ყოველი შობა მწვანე მარტოხელასთვის საშინელ ძამებად იქცა. და აი ერთხელაც მთის ბოროტმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო ამ დღესასწაულისთვის ერთხელ და სამუდამოდ. სანამ უდარდელი კტოველებს ტკბილად ეძნათ წინასაშობაო ღამეს, გრინჩმა გადაწყვიტა მოეტაცა მათთვის მათი დღესასწაული…



7) ნამდვილი სიყვარული (Love Actually) – 2003


სიყვარული სინამდვილეში ირგვლივ ყველას მართავს. ახალი უცოლო პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, რომელსაც მომენტალურად შეუყვარდა თავისი აპარატის თანამშრიმელი… საფრანგეთის სამხრეთზე გაქცეული, დამსხვრეული გულის აღსადგენად, მწერალი, რომელიც თავის სიყვარულს ტბაზე შეხვდა… გათხოვილი ქალიდან, რომელიც ეჭვობს, რომ მის მეუღლე მას ნელ-ნელა შორდება… ქალამდე, რომელიც ახალი დაქორწინებულია, რომელიც ქმრის საუკეტესო მეგობრის სიცივეს ღებულობს არასწორად… მოსწავლედან, რო მელიც სცდილობს აკრძალული გოგონას ყურადღების მიბყრობას… დაქვრივებულ მამაინაცვალამდე, რომელიც სცდილობს კონტაქტი დაამყაროს შვილთან, რომელსაც თურმე საერთოდ არ იცნობს… უიმედო სიყვარულით დატანჯული ახალგაზრდა ამერიკელი გოგოსგან, რომელმაც გადაწყვიტა არ გაუშვას თავისი შანსი ხელიდან თავის თანამშრომელთან, რომლის მიმართ მას უკვე დიდი ხანია ნაზი გრძნობები აქვს… ასაკში შესულ როკ-ვარსკვლავამდე, რომელიც მოულოდნელად შებყრობილი გრძნობის მსხვერპლი გახდა, როდესაც ის თავის კარიერის დაბნელებაზე სცდილობს კვლავ მიაღწიოს ყოფილი წარმატება… სიყვარულს ნებისმიერი მათგანის ცხოვრებაში შემოაქვს ქაოსი. მათ რომანები ერთმანეთს ეჯახება, ირევა და პიკს აღწევს შობის წინა საღამოს – ისევ და ისევ თავიდან – რასაც რომანტიკული და მხიარული მოვლენები მოყვება.



6) პოლარული ექსპრესი (The Polar Express) – 2004


კრის ვან ოლსბერგის ბავშური ზღაპრის ეკრანოზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანტოლების დაცინვის მიუხედავათ ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთხელაც, შობის ღამეს, როდესაც სანტას ელოდებოდა, სახლთან გაჩერდა ზღაპრული მატარებელი, გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში – ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშჳც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა…



5) საჩუქარი საშობაოდ (Jingle All the Way) – 1996


სამუშაოზე ზედმეტად დაკავებული მამა მუდამ აგვიანებს საოჯახო ღონისძიებებზე. საკუთარი შვილის კარატეს ასპარესზე მორიგი დაგვიანების შემდეგ მამა დაპირდება რომ სათამაშოს უყიდის – ტურბომენს და, რა თქმა უნდა, დაავიწყდება ეს დაპირებაც… და, აი, დაიწყება გიჟური რბოლა ნახსენები სათამაშოს მოსაპოვებლად….



4) მაპეტების საშობაო ზღაპარი (Muppet Christmas Carol) – 1992


ცნობილი ისტორია ძუნწი ებენზერ სკრუჯის შესახებ, მაგრამ აქ ყველა როლს გამოჩენილი მაფეტები თამაშობენ. როდესაც საშობაო ღამით სკრუჯს შობის სულები მოევლინება, ისინი აუხელენ მას თვალებს წარსულზე, ახლანდელზე და მომავალზე…



3) მარტო სახლში (Home Alone) – 1990


ამერიკელთა ოჯახი მიემგზავრება ჩიკაგოდან ევროპაში, მაგრამ სიჩქარეში უყურადღებო მშობლებს სახლში რჩებათ ერთერთი შვილი. პატარა ბიჭი არ იბნევა და დემონსტრირებას თავის გამჭრიახობას უკეთებს. და როდესაც სახლში ყაჩაღები შემოიპარებიან, მათ არაერთხელ უწევთ ინანონ საყვარელ პაწაწინასთან შეხვედრა.



2) ელფი (Elf) – 2003


უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს…



1) საოცრება 34 ქუჩაზე (Miracle on 34th Street) – 1994


პატარა ბავშვებს გულრწფელად სჯერად საოცრებების და ყოველთვის ელიან წელიწადში ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის დადგომას. ექვსი წლის სიუზანს კი, რომელსაც მამა არაყავს, არ ჯერა, რომ სანტა კლაუსი – ნამდვილი ჯადოსანია. დედამ დიდი ხნის უკან გაუხსნა მას მისი "საიდუმლო”. და მიუხედავად იმისა, რომ სიუზანი დანარჩენი ბავშვებივით სანტასთვის აზადებს საჩუქრების სიას, ის არ ელის საოცნებო საჩუქრების მიღებაზე: ახალ სახლი, მამა და პატარა ძმა. მაგრამ საოცრება მოხდება სანტა კლაუსთან შეხვედრის შემდეგ დიდ ნიუ–იორკის უნივერმაღში "ქოული”. სიუზანი მიხვდება: სანტა მართლა ნამდვილია და მისი სანუკვარი ოცნებები აუცილებლად ასრულდება.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1045 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz