პარასკევი, 2024-12-27, 10:26 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 4 » TOP 10 ამოუხსნელი ფენომენი
1:17 AM TOP 10 ამოუხსნელი ფენომენი |
New Mexico-ს ერთ პატარა ქალაქში სახელად – Taos – არსებობს უამრავი ფაქტი და მოსახლეობის ინფორმაცია, რომ მათ უდაბნოდან ესმით ხოლმე დაბალ სიხშირეზე მომავალი ხმები. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს რაღაც უცნაური აკუსტიკაა. ზოგიერთი ფიქრობს რომ ეს უბრალოდ წყევლაა. მიუხედავად ამისა თუ გარკვეულ პერიოდს დაყოფთ ამ ქალაქში თქვენც შეიძლება გაიგონოთ ეს უცნაური ხმები. მიუხედავად ყველაფრისა დღეისთვის მაინც ყველსათვის დაუდგენელია ამ ხმების წარმოშობა და მეცნიერები უძლურები არიან.
2. თოვლის კაცები, დიდი ადამიანები, ამოუცნობი არსებები (Bigfoot)
ტყეებში სალაშქროდ გასულებს რამდენჯერ გინახიათ უცნაური ზომის ნაკვალევი, ან რამდენი კბილი და ძვალია ნაპონი, რომელიც არცერთ ცხოველს არ მიესადაგება. მიუხედავად იმისა რომ არსებობს ეჭვი ტყეში მცხოვრები ადამიანის მსგავსი არსებების შესახებ, არასდროს ისინი არ დაუჭერიათ, არცერთის გარდაცვილი ნეშტი არ გვინახია, არასდროს მანქანას არ გაუტანია, არც ერთი მათგანი არც მონადირებს მოუკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს პირადად არ გვინახია ასეთი რამ ,მაგრამ გვინახავს მისტერიული ფოტოები და ფილმები, მეცნიერები მაინც ვერ უარყოფენ რომ არ არსებობს Bigfoot-ის ან ჩრდილო ამერიკის Loch Ness Monster-ის ნაირი არსებები.
3. ინტუიცია (Intuition)
ინტუიცია ანუ მეექვსე გრძნობა როგორც მას მეორენაირად ეძახიან. არ არსებობს ადამიანი რომელსაც ინტუიცია ერთხელ მაინც არ შეეგრძნო, გამოეცადა საკუთარ თავზე. რამდენჯერ გქონიათ ინტუიცია, როდესაც თქვენი თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში ხვდება, რომ დაიღუპებით? ანუ ამით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ხშირად ეს მეექვსე გრძნობა, რომელიც ითვლება ადამიანის დამხმარედ ხანდახან ცდება. მიუხედავად ამისა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტუიცია უმეტეს წილად მართალია. ფსიქოლოგების აზრით ადამიანი თავისდა უნებლიედ აგროვებს ინფორმაციას მის გარშემო, შემდეგ ეს ინფორმაცია შეიძლება გადაიზარდოს ისეთ გრძნობაში, რომ თითქოს ჩვენ ვიცით რაღაცა ინფორმაცია, რომელიც წესით ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, რადგან არასდროს ის არ გვისწავლია ან არ ვიცით ასე იქნება თუ არა. ან უბრალოდ რატომ ვიცით იგი? ინტუიციის რეალურად შესწავლა ძალიან ძნელია და ფაქტიურად შეუძლებელია მეცნიერებისთვის პასუხი შეიძლება ვეძიოთ ადამიანის ფსიქოლოგიაში.
4. ადამიანების გაუჩინარება – Mysterious Disappearances
მსოფლიოში უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც ადამიანები უბრალოდ ქრებიან. ზოგს იტაცებენ, ზოგი ავარიისას ქრება. არიან ისეთებიც, რომლებსაც მოულოდნელად პოულობენ კიდეც. მაგრამ ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ვერ გაურკვევიათ რა მოხდა და სად გაქრა ადამიანი როდესაც არანაირი ფაქტი, ან არანაირი სამხილი არ დარჩენილა გაუჩინარების ადგილას.
5. მოჩვენებები – Ghosts
უამრავი ადამიანი ამბობს, რომ მან დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა. დაინახა რაღაცა, რომელიც სხვებმა ვერ დაინახეს. ბევრ ადამიანს მოჩვენებებთან საუბარიც კი ჰქონია, ბევრი შეხებია კიდეც მოჩვენებებს, ეს სისულელე არაა ეს უკვე ფაქტია უამრავი სურათი არსებობს, რომელზეც ჩანს უცნაური ობიექტები, რომლებიც სურათის გადაღების მომენტში იქ არ ყოფილა. ბევრი ადამიანი კი უბრალოდ ტრაგიკულად დაკარგულ შეყვარებულს ან ოჯახის წევრს ხედავს. მოჩვენებებს თავისი მკვლევარები ჰყავთ (Ghost investigators ), რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ გარდაცვლილ ადამიანს შეუძლია კავშირი დაამყაროს ცოცხალ ადამიანთან და ამით ბოლო მოუღონ ამ ამოუცნობი ფენომენის არსებობას.
6. მე ეს უკვე ნანახი მაქვს.. – Deja vu
“Deja vu” – ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს “მე ეს უკვე ნანახი მაქვს”. ადამიანები ამ სიტყვას ვაიგივებთ განსხვავებულ, ამოუცნობ და მისტერიულ გრძნობასთან, რომელიც გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მოვლენები რომლებსაც ახლა ვხედავთ, უკვე ნანახი გვაქვს. მაგალითად : ქალი რომელიც დადის შენობაში, დავუშვათ სხვა ქვეყანაში, რომელშიც პირველად ჩავიდა, მაგრამ ის გრძნობს, რომ ეს ადგილი მისთვის ძალიან ინტიმურია და ახლობელი. ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტს მიაწერს “წინა ცხოვრები-ს” ვერსიას ანუ დავუშვათ ადამიანს ჰქონდა წინა ცხოვრება (სხვა სიცოცხლე) რომელშიც ეს ადგილი მისთვის დაუვიწყარი დარჩა. ადამიანის ფსიქოლოგიაში ეს ფენომენი უფრო ნატურალისტიკურად არის ახსნილი და მას “ინტუიციას” მიაწერენ, მაგრამ არც ეს ახსნა არის სრულყოფილი და ეს მოვლენა ამოუცნობ ფენომენად რჩება.
7. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები – უცხოპლანეტელები (UFOs-Unidentified Flying Objects)
დღეისათვის უმეტესობა ადამიანებისთვის ეჭვს აღარ იწვევს ფაქტი, რომ არსებობენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში პირადად ჰყავს დანახული მფრინავი ობიექტი, რომელიც არანაირ დედამიწისებურ მფრინავ საშუალებას არ ჰგავდა, მათ უმეტესობას ასეთი მფრინავი ობიექტები კამერებზეც კი ჰყავთ დაფიქსირებული… მაგრამ ამით არ მტკიცდება, რომ ეს მფრინავი ობიექტები აუცილებლად უცხოპლანეტელების არის. მეცნიერების დღევანდელი შედეგებით დედამიწამდე, რომ მოაღწიოს ნებისმიერმა ობიექტმა ამისთვის უზარმაზარად დიდი დისტანციის დაფარვაა საჭირო და რადგანაც ჩვენ არ გვაქ შესაძლებლობები გავაღწიოთ ჩვენი გალაკტიკიდან ვთვლით, რომ არც სხვებს ექნებათ რაიმე შესაძლებლობები მოვიდნენ ჩვენთან, ამ აზრზს ბევრი ეთანხმება და ამ მიზეზის გამო არ სჯერათ UFO-ების.
8. სიცოცხლის ბოლო წუთები და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ (Near-Death Experiences and Life After Death)
ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს (კლინიკური სიკვდილ განცდილი ადამიანები) ხანდახან იტყობინებიან ხოლმე მისტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც მათ დაინახეს, როდესაც მათმა სულმა სხეული დატოვა. მაგალითად – სიარული გვირაბში რომლის ბოლოსაც სინათლე მოსჩანს, ან შეხვედრა – შეერთება მის საყვარელ ადამიანთან. ანდაც სიმშვიდის აუღწერელი შეგრძნება. ამ ყველაფერმა ადამიანს გაუჩინა დიდი ინტერესი თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ამის გაგება მეცნიერებისთვის ალბათ ყოველთვის გაუგებარი იქნებაა – გასაგები მიზეზების გამო. მიუხედავად ამ უცნაური ინფორმაციებისა, რომლებსაც სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანები გვატყობინებენ, ამ ინფორმაციას არანაირი ძალა არ აქვს რადგანაც ექიმების აზრით ასეთი რამ შეიძლება მათ მართლაც ნახონ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ პოსტტრამვულმა შოკმა გამოიწვიოს ან უბრალოდ შეგვძილია მათ ჰალუცინაციებსაც მივაწეროთ.
9. ადამიანის ფსიქიკა და ექსტრა სენსორული აღქმის უნარები (Psychic powers and extra-sensory perception (ESP))
ეს აუხსნელი ფენომენი რასაც ფსიქიკის ძალა ჰქვია ამ რეიტინგში ყოფნას მხოლოდ იმის გამოც კი იმსახურებს, რომ მსოფლიოს ათასობით ადამიანი განიცდის ასეთ ფენომენებს საკუთარ თავზე. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ინტუიცია (ჩვენი სიით #3) ასევე არის ფსიქიკის ნაწილი. მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ ადამიანები რომლებთან აქვთ ფსიქიური ძალები, მაგრამ ამ კვლევების შედეგები უიმედოა და არაფრის მომცემი. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად თვლის, რომ ადამიანის ამოუცნობი ძალების კვლევა შეუძლებელია.
10. სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან. (The Body/Mind Connection)
სამედიცინო მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ აუხსნელია ადამიანის სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან და გონების ზეგავლენა სხეულზე. პლასებოს ეფექტი (placebo effect) ნათლად გვიჩვენებს ადამიანის გონების უნიკალურ შესაძლებლობებს ანუ იმას, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ყოველგვარი სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე უმკურნალოს საკუთარ თავს. თვითმკურნალობის ეს მეთოდი (დაჯერების მეთოდი) მსოფლიო თანამედროვე მედიცინას სრულად ჩრდილავს, მიუხედავად ყველაფრისა მსოფლიო მედიცინა უძლურია მოაქციოს ეს მოვლენა რაიმე მეცნიერულ კანონში.
|
კატეგორია: მეცნიერება |
ნანახია: 753 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|