შაბათი, 2024-12-28, 1:17 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » თხილი, კაკალი და სხვები
5:57 PM
თხილი, კაკალი და სხვები

კაკალი აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. ის თითქმის იმდენსავე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინომჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, ბუნებრივი "შესაფუთი” მასალა, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს. კაკალი შეიცავს A1, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს… მოკლედ, ჩათვალეთ, რომ სახლში მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით. კაკალი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნაჩვენებია ნერვული დარღვევებისა და უძილობის დროს. C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, კაკალში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში. სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში თაფლიანი ნიგოზი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი ოდენობის გახეხილი ნიგოზი, თაფლი და დაჭრილი ლეღვი.

მიიღეთ 1 სუფრის კოვზი როგორც პოლივიტამინური საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხური მედიცინა კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმელებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის, ლიმფური ჯირკვლების ანთების, ჩირქოვანი ჭრილობების, გასტროენტერიტის, კუჭის აშლილობის სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ავიტამინოზის დროს ორგანიზმის მოსამაგრებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტების საწინააღმდეგოდ იყენებს. ერთ სუფრის კოვზ გახმარ, დაკუწულ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (სადღეღამისო ულუფა), წყალში აზავებენ და ისე სვამენ. გარეგანი დანიშნულებით კი ნახარშს იყენებენ: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5ლ წყალს ასხამენ და 15 წუთის განმავლობაში ხარშავენ. კაკლის უღლის ნახარში ფეხების ოფლიანობას ამცირებს. 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. გაიკეთეთ აბაზანა კვირაში 2-ჯერ. დაღლილობასა და სტრესს აქტიურად ებრძვის კედრის გირჩი. ის ლეციტინის წყაროა, რომელსაც შესანიშნავად ითვისებენ ნერვული უჯრედები, ხოლო ვიტამინებისა და მინერალურ ნივთიერებათა შემცველობით ყველა რეკორდს ხსნის. ცილა, რომლის შემცველობაც კედრის გირჩში 24%-ია, გაჯერებულია დეფიციტური ამინომჟავებით: ლიზინით, მეთიონინით, ტრიპტოფანით, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ბედნიერების ჰორმონის _ სეროტონინის გამომუშავება. მინერალებისა და ვიტამინების შემცველობით თხილი კაკალს ტოლს არ უდებს, მაგრამ ყველაზე ფასეული მასში E ვიტამინისა და მაღალი ღირებულების ცილის ურთიერთშერწყმაა, რაც ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის სიმტკიცეს და ანელებს დაბერების პროცესს. ასეთივე თვისებები აქვს ნუშს. გარდა ამისა, ის შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის. ნუშის რძე არ შეიცავს ლაქტოზასა და ქოლესტერინს, ამიტომ წარმატებით ცვლის ძროხის რძეს. 100 გრამი ნუში დააქუცმაცეთ, ნელ-ნელა დაასხით 200მლ ადუღებული წყალი, გადაწურეთ და ლოსიონის ნაცვლად სახის გასაწმენდად გამოიყენეთ. არაქისი საშუალებას არ მოგცემთ, წონა მოიმატოთ, რადგან მისი უჯრედისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას ასტიმულირებს. A, D, ჩ, E, K, B1, B2, და PP ვიტამინებით მდიდარი არაქისი ჩვენი რაციონის შეუცვლელი კომპონენტია. მისი რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს ნერვული ქსოვილების ფუნქციობას, განამტკიცებს მეხსიერებას. არაქისი ფოლიუმის მჟავას ბუნებრივი წყაროა. თუ მას თქვენს ყოველდღიურ მენიუში ჩართავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს საგრძნობლად შეამცირებთ. სამწუხაროდ, არაქისი ხშირად იწვევს ალერგიას. ამიტომ მის ჭარბ მიღებას უნდა მოერიდოთ. დიეტოლოგები გვირჩევენ, თხილსა და კაკალს მეტისმეტად არ მივეძალოთ, რადგან მათი უჯრედისი ძნელი ასათვისებელია. დღეში 50 გრამი თხილი ან კაკალისაკმარისია. ამასთანავე, ისინი კარგად უნდა დავღეჭოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და დავუმატოთ სალათებს, სოუსებს, დესერტს, მოვამზადოთ საწებელი. ეს კერძის კვებით ღირებულებას საგრძნობლად გაზრდის.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 865 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz