პარასკევი, 2024-12-27, 10:36 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 24 » Tilter: კომპაქტური ელექტრომობილი
8:10 PM Tilter: კომპაქტური ელექტრომობილი |
ფრანგულმა კომპანიამ Synergethic ახალი თაობის სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინა, რომელიც ყველა თანამედროვე ტენდენციას პასუხობს. ეს ულტრაკომპაქტური ელექტრომობილი Tilter ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებებისთვისაა განკუთვნილი. იგი მშვენივრად გრძნობს თავს მეგაპოლისის მძიმე საგზაო ვითარებაში და გარემოზე ზრუნვაშიც შეაქვს საკუთარი მოკრძალებული წვლილი. სავარაუდოა, რომ მანქანის სერიული წარმოება 2012 წელს დაიწყება.
მანქანის ტექნიკური მახასიათებლები არც ისე ურიგოა, სრულად დატენილი აკუმულატორით Tilter ასოც კილომეტრამდე გადის, ეს სავსებით საკმარისია მინიმუმ ერთი დღისთვის, თუმცა შორ გზებზე სასიარულოდ ეს ელექტრომობილი არცაა გათვლილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ, ხოლო 100 კმ/სთ-ს იგი 13.3 წამში ანვითარებს. რაც შეეხება დიზაინს, იგი მოტოციკლსა და მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს შორის შუალედურ რგოლს წარმოადგენს.
სალონში ორი მგზავრისთვის განკუთვნილი სკამებია, ამასთან მგზავრის სკამი მძღოლის უკანაა და არა გვერდით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ძარის ფართს და შესაბამისად, ზრდის მანევრულობას, მობრუნებისთვის Tilter-ს ხუთი მეტრი სივრცე სჭირდება. გზაზე მანქანის სტაბილურ ქცევას 12 ჩაშენებული სენსორი უზრუნველყოფს, რომელთა წყალობითაც მისი მოძრაობა მუდმივად ოპტიმიზირდება. ელექრომობილის ნამდვილად კომპაქტური ზომები კი არ შეიძლება არ გვახარებდეს: 900 მმ სიგანე, 2530 მმ სიგრძე და 1650 მმ სიმაღლე. Tilter-ის საორიენტაციო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 715 |
დაამატა: xuco
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|