კვირა, 2025-06-15, 4:29 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » თეთრი გნოლი
|
თეთრი გნოლი (Lagopus lagopus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგის როჭოსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 35-38 სმ, წონა 400-870 გ-მდე. ზამთარში თეთრია, ზაფხულში - მოყვითალო ან ჟანგისფერ-მურა. გავრცელებულია ევროპაში, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ცნობილია 14 ქვესახეობა. ზამთარში მომთაბარეობს გუნდებად. მონოგამია. მაისის ბოლოს და ივნისში დებს 6-12 კვერცხს. ინკუბაცია 20 დღემდე გრძელდება. იკვებება მცენარეული საკვებით (კენკრა, ფოთლები, კვირტები, ყლორტები). თეთრი გნოლის სეზონური მიგრაციები იწვევენ სონღულისა და თეთრი ბუს მიგრაციებსაც, რადგან მათ საკვებს შეადგენენ. ძვირფასი სარეწაო ობიექტია.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 704 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|