ტოროსი
— ყინულის ნატეხების გროვა ზღვის, მდინარისა და ტბის ყინულსაფარზე. წარმოიქმნება ყინულის ველების ერთმანეთთან ან მეჩეჩებსა და ნაპირებზე მიწოლის დროს კიდეების ჩამოტეხვის შედეგად.
ტოროსები ყველაზე მეტად გავრცელებულია აღმოსავლეთ ციმბირისა და ჩუკოტკის ზღვებში და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანის ღია ნაწილში, სადაც მათი სიმაღლე ზოგჯერ 8-9 მ-ს აღემატება (ნაპირთან 15-20 მ).
განარჩევენ ტოროსების შემდეგ ფორმებს: სერებს (მოდრეიფე მთლიან ყინულზე), ბარიერებს (ტოროსის სერები ნაპირის ყინულზე, ალაგ-ალაგ გრუნტზე), „როპაკებს" (ვერტიკალურად მდგრადი ან დახრილი ყინულის ბელტები) და სხვ.
ყინულისაფრის ტოროსოვნობის ხარისხი ფასდება 5-ბალიანი სკალით (0 ბალი – ყინულის ზედაპირი სწორია, 5 ბალი – ზედაპირი მთლიანად ტოროსებითაა დაფარული).
|