ტორე-ანუნციატა
(იტალ. Torre Annunziata) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, კამპანიის რეგიონის ნეაპოლის პროვინციაში. მდებარეობს ნეაპოლის ყურის სანაპიორზე, ვეზუვის მთის ძირში.
ქალაქი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ ორჯერ გაანადგურა, პირველად 79 წლის 24 აქვისტოს და მეორედ 1631 წელს. ტორე-ანუნციატა ერთ დროს მნიშვნელოვანი მეტალურგიული ცენტრი იყო, და ამავე დროს განვითარებული იყო კვების მრეწველობა, განსაკუთრებით მაკარონის წარმოება. დღეისათვის მრეწველობის მთავარ დარგებად საზღვაო, შეიარაღების და ფარმაცევტული წარმოება რჩება.
კომუნის ტერიტორიაზე, გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. I საუკუნის რომაული ვილები, რომლებიც სავარაუდოდ ნერონის მეუღლეს, პოპეიას ეკუთვნოდა. ამიტომ მათ პოპეიას ვილებს უწოდებენ.
1997 წლიდან, ქალაქი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
|