პარასკევი, 2024-12-27, 9:48 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 11 » ტოკიომ რობოტების გრანდიოზულ გამოფენას უმასპინძლა
8:52 PM ტოკიომ რობოტების გრანდიოზულ გამოფენას უმასპინძლა |
ტოკიოში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური რობოტთა გამოფენა გაიხსნა. მისი ექსპონატები მულტიფუნქციური სამგანზომილებიანი ხედვის კიბერნეტიკული ჰუმანოიდები, მოხუცებისა და ავადმყოფობისთვის განკუთვნილი ელექტროძიძები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ავტომატური დანადგარები არიან. 270 კომპანიის ტექნიკურმა მიღწევებმა ტოკიოს სავაჭრო კომპლექსში 26 000 კვ.მ. ფართობი დაიკავა.
გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, რობოტების წარმოება, რომელიც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, ამ დროისთვის კვლავ აქტუალურია. მათზე მოთხოვნა ყოველწლიურად მატულობს. რობოტების ყველაზე დიდი დამკვეთები ჩინეთი და სხვა სწარაფადგანვითარებადი ქვეყნებია. რობოტების რეალიზაციის ბრუნვა 7 მლრდ დოლარს აღწევს და კიდევ გაიზრდება.
ექსპოზიციაში ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვიეს სამგანზომილებიანი აღქმის რობოტებმა, რომლებსაც ხელებზე თითებიც კი აქვთ. მათი საშუალებით ეს მანქანები პროდუქციის დახარისხებას ახერხებენ და ისეთი სამუშაოს შესრულებაც შეუძლიათ, რაც გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. დამთვალიერებელს უჩვენეს რობოტთა ბრიგადებიც, რომლებსაც გუნდურად მუშაობა და მოვალეობების ერთმანეთში განაწილება შეუძლიათ.
განსაკუთრებული განყოფილება მიეძღვათ მოწყობილობებს, რომლებსაც ოპერაციების ბევრად რთული კომპლექსის შესრულება უწევთ. მათ ავადმყოფების და მოხუცების მოსავლელად იყენებენ. ეს რობოტები არა მარტო წამალს და საჭირო ნივთებს აწვდიან ავადმყოფს, მათ საწოლში მოხერხებული პოზის მიღებაშიც ეხმარებიან, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს წამოაყენებენ და მათთან ერთად ოთახშიც გაისეირნებენ.
|
კატეგორია: გამოგონება |
ნანახია: 781 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|