პარასკევი, 2024-12-27, 11:15 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » სპარტაკი
12:50 PM
სპარტაკი


სპარტაკი (ლათ. Spartacus; ბერძნ. Σπάρτακος, Spártakos; დ. დაახ. ძვ. წ. 109 — გ. 71), ძველ რომში მონათა უდიდესი აჯანყების ბელადი, წარმოშობით თრაკიელი. ებრძოდა რომაელ დამპყრობლებს, ტყვედ ჩავარდა და გლადიატორად განაწესეს.

ძვ. წ. 74-ის შემოდგომაზე სათავეში ჩაუდგა ქალაქ კაპუის საგლადიატორო სკოლაში ორგანიზებულ შეთქმულებას. 70 გლადიატორთან ერთად გაიქცა და ვეზუვის მთას შეაფარა თავი. აქ თანდათან თავს იყრიდნენ გაქცეული მონები და გლადიატორები, რომელთა რიცხვმა დაახლოებით 20 ათასს მიაღწია.

73 წლის გაზაფხულზე სპარტაკმა დაამარცხა რომაელთა დამსჯელი რაზმი და ვეზუვიდან ბარში ჩამოვიდა. მან დაამარცხა პრეტორ პუბლიუს ვარინიუსის ჯარი და მალე კაპუა აიღო. აჯანყება მეზობელ პროვინციებსაც მოედო. რომის სენატმა სპარტაკის წინააღმდეგ ორივე საკონსულო არმია გაგზავნა. სპარტაკის არმიაში, რომელმაც 100 ათასს მიაღწია, თავი იჩინა უთანხმოებამ : სპარტაკს განზრახული ჰქონდა თანამებრძოლეები იტალიიდან გაეყვანა და თავიანთ ქვეყნებში დაებრუნებინა; ამ მიზნით იგი ჩრდილოეთ იტალიისაკენ დაიძრა, მაგრამ აჯანყებულთა ნაწილი იტალიაში დარჩენას, რომის აღებასა და დარბევას ესწრაფოდა.

72 სპარტაკის არმიას გამოეყო რაზმი, რომელიც სპარტაკის გეგმას არ ეთანხმებოდა, იგი მალე გაანადგურეს, სპარტაკმა კი დაამარცხა რომაელები, მაგრამ რადგანაც აჯანყებულთა უმეტესობამ უარი თქვა იტალიის დატოვებაზე, სამხრეთისაკენ გაბრუნდა და ახლა კუნძულ სიცილიაზე გადასვლა განიზრახა. სპარტაკის წინააღმდეგ დაინიშნა მხედართმთავარი მარკუს ლიცინიუს კრასუსი, მაგრამ ვერც მან შეძლო სპარტაკის განადგურება. სენატმა ესპანეთიდან გამოიხმო გნეუს პომპეუსი და თრაკიიდან მარკუს ლუკულუსი. სიცილიაზე გადასვლა ვერ მოხერხდა.

სპარტაკი იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ დაიძრა, რომ ნავსადგურ ბრუნდიზიუმიდან ხომალდებით ბალკანეთში გადასულიყო, მაგრამ ამასობაში ბრუნდიზიუმში ლუკულუსმა გადასხა ჯარი, ჩრდილოეთისაკენ კი ახლოვდებოდა პომპეუსის არმია. სპარტაკი შებრუნდა და 71 აპულიაში შეება კრასუსის არმიას. აჯანყებულნი დამარცხდნენ. თვით სპარტაკი გმირულად დაიღუპა, ხოლო ბევრი მისი თანამებრძოლი ჯვარზე გააკრეს.

მონათა ამ უდიდესმა აჯანყებამ მძლავრად შეარყია მონათმფლობელური რომის სახელმწიფო. სპარტაკი ბრწყინვალე ორგანიზატორი და ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი იყო.
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 968 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz