შვეიცარელი ფაბიანი ინვალიდია. ის შეჩვეულია, რომ ავტობუსში მის გვერდით არავინ არ ჯდება, ამიტომაც გადაიცვა დათვის ნიღაბი და გავიდა ქუჩაში გამვლელებთან ჩასახუტებლად. ხალხმაც სიამოვნებით ჩიხუტა ის – აბა, როგორ ჩაუვლი გულგრილად ასეთ ფუმფულას? ”ჩვენ უნდა შევინიღბოთ, რათა დავახლოვდეთ”? – გვსაყვედურობს ბოლო კადრი. აქცია ”იყავი ახლოს” ინვალიდთა დაცვის ასოციაციამ Pro Infirms სააგენტო «Jung von Matt/Limmat» -თან ერთად ჩაატარა წლის დასაწყისში, მაგრამ რგოლი ეფექტური საუნდთრეკით ”დაკრძალვა Band Of Horses ”-ისგან აქამდე არ ტოვებს გულგრილს Slon-ის ექსპერტებს. ეს ძალიან რთულია – გამოიწვიო გულახდილი, ემოციური გრძნობები სოციალური კამპანიით. თითქოს უკვე ყველაფერია ნათქვამი და გაკეთებული და არაერთხელ გვინახავს შემაძრწუნებელი კადრებიც. მაგრამ ამ რგოლის შემქმნელებმა შეძლეს მიეგნოთ ნამდვილი, სპონტანური და საინტერესო ხერხისთვის, რათა გამოეხატათ საკუთარი აზრი. და ისევ რეალიზმის ტრიუმფი: როცა იდეა კარგია, არ არის გადაპრანჭული რეჟისორებისა და ნოვატორული ტექნოლოგიების აუცილებლობა”,