სკეიტ ბორდი
(ინგლ. Skate Board - საკატაო ფიცარი) – ოთხბორბლიანი ფიცარი. შეიქმნა 1950–იან წლებში კალიფორნიაში. 1960იან წლებში დაიწყო მისი მასობრივი გაყიდვა აშშს ტერიტორიაზე. გარდა გასართობისა, სკეიტბორდს ასევე ექსტრემალური დატვირთვა გააჩნია. იგი ითვლება ქუჩურ სპორტად და მიმდევართა დიდი რაოდენობით გამოირჩევა.
სკეიტბორდის ნაწილები
დეკა — აქვს ოთხი ნახვრეტი ერთ მხარეს და მეორე მხარესაც ოთხი. ნახვრეტებში მოთავსებულია ვინტები რომელიც დამოკიდებულია თრექის სწორად დაყენებაზე. დეკა შედგება ხისგან ხშირად ნაკვერჩხლისგან. ყველაზე გამძლე ხე რომელსაც შეიძლება ენდოთ არის კანადური და ამერიკული. ჩინური ხე შედგება ნაკვერჩხლისგან. ყველაზე აუცილებელი სკეიტბორდის ატრიბუტია დეკა (ინგ:Deck) ხშირად ხვდება ისე რომ სხვადასხვა ტრუკების დროს ხდება სკეიტბორდის დაზიანება. ამას თავი რომ ავარიდოთ აუცილებელია სწორად არჩევა ხის.
ქვიშის ქაღალდი (ინგლ. Griptape) — თვითწებვადი ლენტი რომელიც აკრია დეკაზე. ქვიშის ქაღალდის დახმარებით ფეხი არ ცურაობს რის შედეგადაც შეგვეძლება უსაფრთხოთ კატაიბა და ტრუკების კეთება.
თრექი (ინგლ. Truck) — თრექი არის ის რაც ბორბლებზე აბია. თრექი სკეიტბორდის მთავრი ატრიბუტია მის გარეშეჩვენ ვერ დავიძრებით ადგილიდან. იგი წარმოდგენილი არის მეტალის,რკინა. თრექი დამზადებულია ხშირ შემთხვევაში რკინით. თრექს უშვებს უამრავი ცნობილი კომპანია Independent, Thunder, Krux, Tensor, Venture, Speed Demon და სხვა.
მტრიალა (ინგლ. Bearings) — სწორედ მასზეა დამოკიდებული სკეიტბორდის სიჩქარე. რაც უფრო კარგი სტილის აყენია მით უფრო სწრაფია. იგი შედგება რკინისგან მასში მოთავსებულია პატარა ბურთულები რომელიც მოძრაობს და ზრუნავს ჩვენს სწრაფად გადაყვანაზე. იგი მოთავსებულია ბორბლის შუაში (ბორბალში როგორ ყველა ავტომანქანაში არის ნახვრეტი ანუ ადგილი).
|