შაბათი, 2024-12-28, 1:11 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2012 » მარტი » 28 » შიველუჩი
|
მოქმედი ვულკანი კამჩატკაზე. სიმაღლე 3283 მ. აგებულია ანდეზიტებითა და ბაზალტებით. დროდადრო აფრქვევს გავარვარებულ აირ-ფერფლს, ღრუბელსა და ცხწლი ქვის ნაკადს. კალთები 750 მ-მდე შემოსილია ქონდარა ფიჭვის რაყებით, ზევით ზოგან მდელო ზოგან კი ლავისა და ფერფლის შიშველი ზედაპირია.
კამჩატკის მოქმედი ვულკანებიდან შიველუჩი ყველაზე სამხრეთით მდებარე ვულკანია. ძირითადი ვულკანის დიამეტრია 45-50კმ, ხოლო საერთო ფართობი შეადგენს არა ნაკლებ 1300 კვ. კმ-ს. შემადგენლობაში შედის სტრატოვულკანი: ძველი შიველუჩი, უძველესი ღრმული-კალდერა-დიამეტრით 9კმ და აქტიური კრატერი.
ვულკანის ასაკი განისაზღვრება 60-70 ათასი წლით. 2004-2005 წ.წ. მომხდარმა ამოფრქვევამ ვულკანის სიმაღლე 115 მეტრით შეამცირა.
შიველუჩის ერთ-ერთი უძლიერესი ამორფქვევა დაფიქსირდა 1964 ჭლის 12 ნოემბერს. ამოსულმა ფერფლმა სიმაღლეში 15კმ-ს მიაღწია. ძლიერი შეშხეფება მოხდა 2008წ. როდესაც ჩამოინგრა ვულკანის გუმბათის გარკვეული ნაწილი.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 767 |
დაამატა: xuco
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|