შაბათი, 2024-12-28, 1:38 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 31 » საშინელი საფრთხე
|
22 აგვისტოდან პლანეტის მოსახლეობა ეკოლოგიურად ბანკროტია. დღეიდან დედამიწის მოსახლეობა მომავლისთის განკუთვნილი რესურსების ხარჯვას დაიწყებს. ექსპერტთა შეფასებით, თუ ადამიანმა მადა არ დაიოკა, შედეგი კაცობრიობისთვის სავალალო იქნება.
21 აგვისტოს დედამიწის მცხოვრებნი დახარჯავენ სრულ კაპიტალს, რომლებიც მათ განკარგულებაში იყო. საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალ ფუდპრინტ ნეთვორკის“ ინფორმაციით, 22 აგვისტოდან პლანეტის მოსახლეობას შეუძლია საკუთარი თავი ეკოლოგიურ ბანკროტად გამოაცხადოს. ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ 21 აგვისტოს შემდეგ დედამიწის მოსახლეობა მომავლისთის განკუთვნილი რესურსების ხარჯვას დაიწყებს.
ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობს ცხოვრების სხვადასხვა სახეობის გავლენას გარემოზე, დედამიწის ბინადართ საშინელ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა ეფუძნება პლანეტის რეგენერაციიას საკუთარი რესურსის აღდგენის შესაძლებლობას მის მოხმარებას ერთი წლის განმავლობაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ყოველი წუთის განმავლობაში კაცობრიობა დაკარგავს 65 საფეხბურთო მოედნის ტოლ ტყის მასივს და მისგან მიღებულ სარგებელს. ხოლო ატმოსფეროს გაღატაკების შედეგად პლანეტაზე ტემპერატურის მატება საგრძნობი გახდება.
იტალიელი მეცნიერის, რობერტო ბრამბილის განმარტებით, ადამიანმა უნდა შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება, მიირთვას ნაკლები ხორცი, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტწილად ველოსიპედით და მეტროთი და გამოიყენოს განახლებადი ენერგია.
„გლობალ ფუდპრინტ ნერთვორკის“ გათვლებით, დედამიწაზე ყველაზე სასარგებლოდ ჩინელები და ინდუსები ცხოვრობენ, რომლებიც მხოლოდ იმდენ რესურს გამოიყენებენ რამდენიც სჭირდებათ. ანალოგიისთვის ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, თუ დედამიწაზე ყველა სახელმწიფო აშშ ანალოგიით იცხოვრებს, მისი სიცოცხლისუნარიანობისათვის დედამიწაზე ოთხჯერ დიდი პლანეტა იქნება საჭირო.
დედამიწის ქვეყნების 80% იმაზე მეტს მოიხმარს ვიდრე მას საკუთარი ტერიტორიაზე შეუძლია მოიპოვოს. დღეს აღარავის აკვირვებს ცნობა, რომ დედამიწის მოსახლეობის მიერ პლანეტის ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოცულობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ახლა დადგა ეტაპი, როდესაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, იგივე WWF-ი, გვაფრთხილებს, რომ თუ ადამიანი ცხოვრების წესს არ შეიცვლის, გლობალური რესურსების ამოწურვა გარდაუვალი გახდება.
21-ე საუკუნის 50-იან წლებში პლანეტის მოსახლეობის მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა ორჯერ მეტი იქნება იმასთან შედარებით, რისი რეპროდუქციის უნარიც შესწევს დედამიწას. ასეთია ის შემაშფოთებელი დასკვნა, რომელსაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ერთ–ერთ ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ.
რიჩარდ მოტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ვიცე-პრეზიდენტია საერთაშორისო პოლიტიკის დარგში. მოტის თქმით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი იკვლევს, როგორ და რამდენად შეუძლია დედამიწას ადამიანის მიერ გამოყენებული ბუნებრივი რესურსების განახლება.
ეს რესურსები მოიცავს წყალს, ხე-ტყისა და სამიწათმოქმედო პროდუქტებს, თევზს. რიჩარდ მოტის აზრით, იმ ინტენსივობის გათვალისწინებით, რომლითაც ადამიანი რესურსებს ამჟამად იყენებს, 50 წლის შემდეგ დედამიწა ვეღარ შეძლებს ბუნებრივ რესურსებზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
რიჩარდ მოტი: „ჩვენ, რეალურად, იმაზე თითქმის ორჯერ მეტ რაოდენობას ვიყენებთ, ვიდრე დედამიწას შეუძლია, გამოიმუშავოს. ეს ვითარება ეკონომიკური მეტაფორით რომ განვიხილოთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ერთობლივი საბანკო ანგარიშიდან იმაზე მეტი შემოსავალი გაგვაქვს, ვიდრე ანგარიშს შეუძლია, გამოგვიყოს. თითქმის ორჯერ მეტი შემოსავალი“.
რიჩარდ მოტი აღნიშნავს, რომ 2050 წლამდე მოცდა სულაც არ დაგვჭირდება იმის დასანახად, რომ რესურსები იწურება. მისი თქმით, დღესაც ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ბუნებრივ რესურსებს მომჭირნედ არ ვექცევით.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის თანახმად, 1961-დან 2003 წლამდე დედამიწის მოსახლეობამ სამჯერ და კიდევ მეტჯერ გაზარდა ბუნებრივი რესურსების გამოყენების მოცულობა. და თუ ადამიანმა მადა არ დაიოკა, შედეგი კაცობრიობისთვის სავალალო იქნება.
შესაბამისად, ანგარიშების შემდგენელთა აზრით, ცხოვრების წესის შეცვლაზე ფიქრი დღესვე უნდა დავიწყოთ. თანაც, როგორც ფონდის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, სულაც არ არის საუბარი მსხვილმასშტაბიან და რადიკალურ ცვლილებებზე - საკმარისია, ყოველმა ჩვენგანმა მცირე, ნაკლებად მტკივნეული ცვლილებებით დაიწყოს.
„მაგალითად, უფრო მომჭირნედ ვიხმაროთ სასმელი წყალი. შევიძინოთ ავტომანქანები, რომლებიც შედარებით ნაკლებ საწვავს ხარჯავს; უკეთ ვიმუშაოთ ქალაქდაგეგმარების სფეროში, რომ კაცი სამსახურთან ახლოს ცხოვრობდეს; უფრო კომფორტული გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ენერგეტიკის კუთხით გავამკაცროთ სამშენებლო ნორმები; ენერგომატარებლების სიაში მეტად შევიტანოთ განახლებადი წყაროები; უფრო ეფექტიანი გავხადოთ ნარჩენების გადამუშავება. ეს არის სამუშაო, რომელიც ყველგან უნდა შესრულდეს - ყველა კულტურაში, ყველა ეკონომიკურ სისტემაში, ყველა ქვეყანაში“.
ანგარიშს, რომელსაც „ცოცხალი პლანეტა“ ჰქვია, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ორ წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. ერთ–ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, 1961-დან 2003 წლამდე დედამიწაზე დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა მცენარეებისა და ცხოველების სახეობათა რიცხვი. წყალში ბინადარი სახეობებში ეს მაჩვენებელი თითქმის ერთ მეოთხედს აღწევს. „ახლო მომავალში დედამიწის რესურსის ამოწურვის საშიშროება არ გვემუქრება. ისე, მოსახლეობის უსასრულო ზრდა მართლაც კატასტროფამდე მიგვიყვანს. მაგალითად, ჩინეთი უკვე არეგულირებს ხალხის რაოდენობას. აფრიკაში კი მოსახლეობა დღითი დღე იზრდება, ეს ყველაფერი იწვევს სიღარიბესა და შიმშილს. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ინდოეთი, რომელიც მეცნიერების დახმარებით გადარჩა. ქართველებს კი იმის რესურსები ნამდვილად გვაქვს, სხვა ქვეყნების დაუხმარებლად დავძლიოთ ესა თუ ის კრიზისი“.
|
კატეგორია: მისტიკა |
ნანახია: 713 |
დაამატა: NuKKeR
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
|