კვირა, 2025-06-15, 5:39 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » საინტერესო ფაქტები გვატემალის შესახებ
7:54 PM
საინტერესო ფაქტები გვატემალის შესახებ


 
1) სიტყვა გვატემალა მაია-ტოლტეკების ენაზე ნიშნავს „ხეების მიწას".

2) გვატემალის ეროვნული ვალუტაა კეტცალი. კეტცალი გვატემალაში ქვია იშვიათი ჯიშის ჩიტს, რომლის კუდის ფრთასაც მაიას ტომები ფულის ერთეულად იყენებდნენ.

3) კეტცალი, ანუ ჩიტი, რომელიც უკვე ვახსენე, იშვიათი სილამაზისაა და მხოლოდ გვატემალაში ბინადრობს. ტყვეობის შემთხვევაში მხოლოდ 24 საათს ცოცხლობს.

4) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძეგლებით გვატემალა ლიდერია ლათინურ ამერიკაში.

5) გვატემალაში არსებობს ლეგენდა, რომ მაიას ტომის ბავშვები არ ტირიან.

6) გვატემალის უმაღლესი მწვერვალია ტახუმულკოს ვულკანი, რომელიც ზღვის დონიდან 4220 მეტრზე მდებარეობს.

7) გვატემალა ლათინური ამერიკის 10 ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან ერთ-ერთია.

8) გვატემალელებს ნობელის პრემიის ლაურეატიც ჰყავთ, მწერალი მიგელ ანხელ ასტურიასი (პრემია მიიღო 1967 წ. ნაწარმოებისთვის "ბატონი პრეზიდენტი”).

9) ესპანურთან ერთად გვატემალის ოფიციალური ენებია: აჩი, აკატეკო, ავაკატეკო, ჩალჩიტეკო, ჩორტტი, ჩუხი, იტცა, იქსილი, პოპტი, კაჩკიკელი, კჩე, მაი, მოპანი, პოკომანი, პოკომჩი, კანხოპალი, კეკჩი, საკაპულტეკო, სიპაკაპენსე, ტეკიტეკო, ტზუტუხილი, უსპანტეკო, გარიფუნა და ქსიკნკა.

10) გვატემალაში ნაკითხობის მაჩვენებელი მთელ ცენტრალურ ამერიკაში ყველაზე დაბალია, მოსახლეობის ნახევარმა წერა-კითხვა არ იცის.

და ბოლოს ვერ მოვითმინე, არ დამედო ეს სურათი. ეს "ხვრელი” გვატემალის დედაქალაქში 2010 წლის ივნისში გაჩნდა. რისი მიზეზიც ხშირი წვიმები და შტორმი "აგატა” იყო. დღეს სულ ესაა:))
კატეგორია: მისტიკა | ნანახია: 894 | დაამატა: giorgi07 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz