პარასკევი, 2024-12-27, 11:22 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 13 » რობინ ჰუდი
|
რობინ ჰუდი (ინგლ. Robin Hood), ინგლისური ხალხური ბალადების გმირი, მისი სახელი პირველად გვხვდება უილიამ ლენგლენდის პოემაში „პეტრე მხვნელის ხილვა“ (დაახლოებით 1377). შემდეგ ე. უინტოუნის „შოტლანდიის ჭეშმარიტ ქრონიკებში“ (დაახლოებით 1420). ბალადების პირველი კრებული რობინ ჰუდის შესახებ „რობინ ჰუდის მცირე სიმღერები“ გამოქვეყნდა 1495 წელს; ცნობილია დაახლოებით 36 ორიგინალური ბალადა. მისი სახე განსაკუთრებით პოპულარული იყო აღორძინების ეპოქაში. გვხვდება შექსპირის, ბ. ჯომსონის, აგრეთვე უ. სკოტის და სხვათა ნაწარმოებებში. ქართულად რობინ ჰუდის ბალადები 1957 წელს გამოქვეყნდა (გ. გაჩეჩილაძის თარგმანი)
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 759 |
დაამატა: Capitan
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|