პარასკევი, 2024-12-27, 11:11 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 15 » რევოლუციონერები
|
დიდზე დიდი ხანია ამ საიტზე პოსტი აღარ დამიდია, არადა იყო დრო, როცა ზეაქტიური ვიყავი უცნაურზე. მაშინ უცნაური დღევანდელივით პოპულარობის ზენიტში არ იყო და უფრო ”მყუდრო” ბლოგი იყო, მეტი საინტერესო და შემეცნებითი სტატიებით. ხოდა, ეხლა გადავწყვიტე გავიხსენო ბავშვობა. დღევანდელი ჩემი პოსტი რევოლუციონერებს ეძღვნება, მათ, ვინც დღევანდელი მსოფლიოს ამგვარი სახლით ფორმირებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. რევოლუციონერები, ეპოქის გამორჩეული ადამიანები, რომლებიც შემდეგ თაობებსაც შთააგონებენ და მათთვის მისაბაძ ადამიანებად იქცევიან. როგორც წესი, რევოლუციონერებს ინოვატორებად მიიჩნევენ, ხდება მათი იდეალიზირება, თუმცაღა, თუ გადავხედავთ ისტორიას, ეჭვი შეგვეპარება ამ მოსაზრების ჭეშმარიტებაში. ამ პოსტში მინდა ვისაუბრო იმ რევოლუციონერებზე, რომლებმაც გადატრიალება მოახდინეს მსოფლიოში და მისი განვითარების ტრაექტორია მნიშვნელოვანწილად შეცვალეს. ცალკე თემაა, რამდენად პოზიტიური თუ ნეგატიური იყო ეს ცვლილებები. მაშ ასე, დავიწყოთ:
სიმონ ბოლივარი
ვენესუელელი სახელმწიფო მოღვაწე, სარდალი, სახელმწიფოს მეთაური. სიმონ ბოლივარი დაიბადა 1783 წელს კარაკასში, კრეოლი არისტოკრატის ოჯახში. საკმაოდ კარგი განათლება მიიღო ევროპაში და ახალგაზრდობაშივე გადაწყვიტა ბედი საკუთარ სახელმწიფოსთან დაეკავშირებინა. ჯერ კიდევ 24 წლის იყო, როდესაც ევროპა დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ესპანელების წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. მალე ამბოხებულთა ლიდერად იქცა და მოწინააღმდეგეებზე არაერთი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 1813 წელს მოახერხა აეღო კარაკასი და სწორედ ამავე პერიოდში შექმნა ვენესუელის მეორე რესპუბლიკა, რომელსაც 6 წლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოუპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ იგი მმართველობის პერიოდში არ ერიდებოდა ტერორის ტაქტიკის გამოყენებას, გაატარა რიგი პროგრესული რეფორმებისა, მათ შორის ყველაზე აღსანიშნავი იყო – მონობის გაუქმება.
პოსტრევულუციური განწყობა ბოლივარს მთელი მმართველობის პერიოდში გასდევდა. მან გადაწყვიტა გრანადის ვრცელი ოლქის შემოერთებაც. ეს ბრძოლა მეტად რთული აღმოჩნდა მისთვის და მისი მებრძოლებისათვის, თუმცაღა საბოლოო გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. დასავლეთი ნაწილი ვენესუელასთან გაერთიანდა და შეიქმნა დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა. ბოლივარი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.
ვენესუელის ტერიტორიაზე ესპანელთა ძალების განადგურების შემდეგ ბოლივარმა გაათავისუფლა ეკვადორი და პერუ. 1825 წელს ზემო პერუს ტერიტორიაზე შეიქმნა რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბოლივარი. ახალი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კონგრესმა ქვეყანას მის პატივსაცემად ბოლივია უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასაწყისში ბოლივარი პროგრესულად მოაზროვნე რევოლუციონერი იყო, რომელიც წარმატებით ახერხებდა მასების მართვას, შემდგომ ეტაპზე ის უკვე დიქტატორად ყალიბდება. ქვეყანაში მუდმივმა ქაოსმა და ბრძოლებმა მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ბოლივარი ვეღარ ახერხებდა შემოერთებული ტერიტორიების შენარჩუნებას, სწორედ ამიტომაც დაემხო მისი ძალაუფლება პერუსა და ბოლივიაში, შემდგომში კი ე.წ. დიდ კოლუმბიას ვენესუელაც გამოეყო.
1830 წელს ბოლივარმა პოსტი დატოვა და სრულიად ჩამოსცილდა სახელმწიფო მოღვაწეობას. ამ მოვლენიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა კიდეც.
მართალია, ბოლივარი მკაცრად დევნიდა თავისუფალ აზრს და მისი მმართველობა შორს იყო დემოკრატიულისგან, იგი ვენესუელაში, კოლუმბიაში, ეკვადორში, პერუში, პანამასა და ბოლივიაში ეროვნულ გმირადაა აღიარებული. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც – განმანთავისუფლებელს.
ჩე გევარა
ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა – ყველასათვის ცნობილი ჩე. არგენტინული რევოლუციონერი, კუბის რევოლუცის სიმბოლო. ჩე გევარას დღემდე აიგივებენ ცვლილებებთან, პროგრესთან. ის ბევრი ადამიანის კერპია, ასოცირდება სიახლეების მუდმივ ძიებასთან. ხშირად მის მოყვარულებს ავიწყდებათ, რომ ჩე კომუნისტური იდეოლოოგის გამტარებელი იყო.
ერნესტო 1928 წლის 14 ივნისს დაიბადა 5 შვილიან ოჯახში. ბავშობაში ჩეს მოფერებით ტეტეს ეძახდნენ. ტეტე საკმაოდ სუსტი ბავშვი იყო. ორი წლის ასაკში პირველად გადაიტანა ბრონხების ასთმა, რომელიც შემდგომ ცხოვრების ბოლომდე სტანჯავდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი, იმ დროინდელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, არც ისე შეძლებული იყო, მათ მაინც მოახერხეს ხუთივე ბავშვისათვის უმაღლესი განათლების მიცემა. 1945 წელს ერნესტო ბუენოს–აირესის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე აბარებს.
1951 წელს ჩემ 8 თვის განმავლობაში იმოგზაურა სამხრეთ ამერიკაში, რამაც შემდგომში გარდამტეხი ცვლილბები შეიტანა მის ცხოვრებაში. მოგზაურობისას მისი თანამგზავრი იხსენებს ჩესთან დიალოგს: "მოდი აქ დავრჩეთ. მე ცოლად მოვიყვან ინდიელ ქალს, რომელსაც იმპერატორის სისხლი ექნება. გავხდები პერუს მმართველი, შენ კი პრემიერ-მისიტრად დაგნიშნავ და ერთად მოვახდინოთ სოციალისტური რევოლუცია”. ჩემ უპასუხა:”გიჟი ხარ! რევოლუცია სროლის გარეშე არ მოდის!”
თავდაპირველად, მან რაულ კასტრო გაიცნო, რამდენიმე თვეში კი – ფიდელი. ერნესტო მაშინვე ჩაეწერა აჯანყებულთა ექსპედიციაში ექიმად. ფიდელ კასტრომ საკუთარი მიდევრები რამდენიმე ჯგუფად დაყო და მთელს კუბაში დაქსაქსა. ერთ–ერთ ასეთს ჩე ედგა სათავეში.
საკმაოდ მძიმე ბრძოლების შემდეგ ამბოხებულებმა მოახერხეს ბატისტას დიქტატურის დამხობა. ქვეყნის სათავეში რევულუციის სამი გმირი მოვიდა – ფუდელ და რაულ კასტრო და ერნესტო ჩე გევარა. ჩე ფინანსთა მინისტრი გახდა კუბაში. პირველ ეტაპზე, სახელმწიფოს საქმეებში მეტად აქტიურად ჩაერთო, მაგრამ შემდგომ კვლავ რევოლუციურმა იდეებმა შეიპყრო და ბოლივიაში აჯანყებულთა დასახმარებლად გაემგზავრა: ”რევოლუციის შემდეგ საქმეს რევოლუციონერები აღარ აკეთებენ. მას აკეთებენ ტექნოკრატები და ბიოკრატები. ისინი კი-კონტრრევოლუციონერები არიან”.
ჩე გევარა ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა დააკავა ბოლივიაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის. ეს მოხდა 1967 წლის 7 ოქტომბერს. მას რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა და თავს არ უხრიდა ბოლივიელ ოფიცრებს. ამავე დღეს ბოლივიის პრეზიდენტმა რენე ბარიენტოსმა ჩე გევარას მოკვლა ბრძანა. ჩე გევარას სიკვდილის მიზეზი ბოლივიურ არმიასთან შეტაკება და დაუმორჩილება უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი დაგეგმეს და ტყვიის სროლაც ისე გადაწყვიტეს, რომ ვერავის გაეგო ამის შესახებ. სიკვდილის წინ ჩეს კითხეს ჯეროდა თუ არა მისი უკვდავების. მან უპასუხა: "არა! მე ვფიქრობ რევოლუციის უკვდავებაზე” და ამასთანვე დაამატა:”ვიცი, რომ ჩემ მოსაკლავად ხართ მოსულები. მესროლეთ მშიშრებო, მაგრამ იცოდეთ, რომ უბრალო ადამიანს ესვრით.” თავიდან მას ესროლეს მკლავში და ფეხში. ჩე მიწაზე დავარდა და კრუნჩხვებში ჩავარდა. ამის შემდეგ მუცელშიც ესროლეს. ჯამში ცხრა ჭრილობა მიაყენეს. ხუთჯერ ფეხში, ერთხელ მარჯვენა მკლავში და მხარში, ერთი მუცელში და ერთიც ყელში. მისი გვამის ფოტოსურათი სამაგალითო გახადეს ლათინური ამერიკის ქვეყნებისათვის.
ფიდელ კასტრო
კუბის მომავალი მმართველი, სოფელ ბირანაში, 1926 წლის 13 აგვისტოს დაიბადა საკმაოდ მდიდარი მიწათმოქმედის ოჯახში. როგორც შემდეგ კასტრო ყვებოდა, მამის ქონება მას ხელს უშლიდა სოფლის ბავშვებთან ურთიერთობაში. კოლეჯში კასტრო კარგად სწავლობდა, თუმცა ხულიგნობით გამოირჩეოდა. დადიოდა იარაღით და ჩხუბსაც არ ერიდებოდა. ის ყველაფერს აკეთებდა ავტორიტეტის მოსაპოვებლად. მის ოთახში უამრავი წიგნი იყო, ბავშობიდან დაინტერესებული იყო ისეთი ლიტერატურით, როგორიცაა "მაინ კამპს”, წიგნებს სტალინზე, ლენინზე, მუსოლინზე.
კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მამის სურვილისამებრ, ჰავაის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.სტუდენტობისას ის დაუახლოვა და მოგვიანებით სათავეში აუდგა ექსტრემისტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს.
1953 წელს კასტრომ, თანამებრძოლებთან ერთად ბატისტას ხელისუფლების დამხობა სცადა, თუმცა უშედეგოდ. მეამბოხები მთებში გაიხიზნენ, ბატისტამ თითოეულ მოკლულ სამხედროზე, ათი მეამბოხის მოკვლის ბრძანება გასცა. თავად ფიდელ კასტროც დააპატიმრეს. სასამართლომ 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 1955 წლის საყოველთაო ამნისტიის შემდეგ, კასტრო გაათავისუფლეს.
სწორედ ამ პერიოდში ხვდება ის ჩე გევარას და მასთან ერთად ახალი ძალებით იწყებს ამბოხის მზადებას.
1959 წელს, ყველასთვის მოულოდნელად ბატისტა ქვეყნიდან გაიქცა, ფიდელ კასტრო შვილთან ერთად ტანკით შევიდა ჰავანაში. მოსახლეობა მას ოვაციებით შეხვდა. ფიდელი რევოლუციური მთავრობის პრემიერ მინისტრი გახდა.
თავიდან ამერიკა კეთილგანწყობილი იყო ფიდელის მიმართ და გარკვეულ იმედებსაც ამყარებდა მასზე. რევოლუცის შემდეგ, კასტროს დაეძაბა ურთიერთობა ამერიკასთან, მან გადაწყვიტა საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, თავისი გადაწყვეტილება კი ასე ახსნა: " მზად ვარ გავხდე კომუნისტი თუ სტალინის მსგავსი ვიქნები”. კასტრო ნებას რთავს საბჭოთა კავშირს კუბაში ბალისტიკური რაკეტების განთავსებაზე, რასაც მოჰყვა აშშ-ის მწვავე რეაქცია. მან რეალური საფრთხე შექმნა მე-3 მსოფლიო ომისა. მაშინდელი საბჭოთა კავშირის მმართველი ხრუშოვი, დათმობაზე წავიდა და რაკეტების გაყვანას დასთანხმდა. ხრუშოვის ამ გადაწყვეტილებამ ფიდელი გააღიზინა. პირისპირ შეხვედრისას მან ხრუშჩოვს "ძაღლისშვილი” უწოდაEდა საფერლე ესროლა. ხრუშოვი მემუარებში იხსენებს, რომ კასტროს იმედი ჰქონდა რომ ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი დაიწყებოდა. ეს ამბავი ისტორიაში ”კარიბის კრიზისის” სახელით არის შესული.
ამერიკის მთავრობამ არაერთხელ სცადა მისი ლიკვიდაცია, თუმცაღა ის სასწაულით ახერხებდა გადარჩენოდა სიკვდილს.
ფიდელ კასტროც, ჩე გევარასთან ერთად, რევულუციის სიმბოლოდ იქცა. თუმცაღა საკუთარი მმართველობის სტილით მან ეს სიმბოლო თავადვე დაანგრია. მისი დიქტატორული მმართველობა 1959 წლიდან იწყება და 2006 წელს მთავრდება. თუმცაღა კუბას კვლავ კასტროს გვარი მართავს, 2008 წელს მისი ძმა რაულ კასტრო სახელმწიფოს მეთაურად იქნა არჩეული. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რაულმა ბრძანა: "მე ვიღებ ამ თანამდებობას და პასუხისმგებლობას, თუმცა მჯერა, რომ სახელმწიფოს მართველად კვლავ რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო დარჩება, ის ხომ შეუცვლელია”. კასტრო ოფიციალურად აღარ არის ქვეყნის მმართველი, თუმცა ის კვლავ განაგრძობს კუბის მართვას. ფიდელ კასტრო კუბის არაოფიციალური პრეზიდენტია.
მაქსიმილიან რობესპიერი
დიდი ფრანგული რევულუციის ერთ–ერთი ლიდერი, იაკობიანელებთა მეთაური. რობესიპიერი 1758 წელს დაიბადა არასში, საფრანგეთში. მამა იურისტი იყო, დედა კი – იმ დროისათვის საკმაოდ განათლებული ქალი, რომელიც შვილების აღზრდით იყო დაკავებული, სწორედ მანვე ასწავლა ბავშვებს წერა–კითხვა. მაქსიმილიანე უფროსი შვილი იყო 4 ბავშვიან ოჯახში. დედა მალევე გარდაეცვალა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, უფროსმა რობესპიერმა ბავშვებთან ერთად მთელს ევროპაში დაიწყო მოგზაურობა. ეს პერიოდი მეტად გარდამტეხი აღმოჩნდა რობესპიერის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში.
მამის გარდაცვალების შემდეგ, მაქსიმილიანი პარიზში ჩადის, სადაც Lycée Louis-le-Grand–ში აგრძელებს სწავლას. სწორედ აქვე შეხვდა პირველად ის ლუი XVI-საც. 17 წლის რობესპიერი, რომელიც ყოველთვის გამორჩეული იყო სწავლის დონით, 5 სხვა სტუდენტთან ერთად აარჩიეს ახალნაკურთხ მეფისთან შესახვედრად. მთელი დღის განმავლობაში, რობესპიერი, უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად წვიმაში ელოდა მონარქსა და მის მეუღლეს. საბოლოოდ სამეფო წყვილი გამოჩნდა უნივერსიტეტთან ძალიან მცირე ხნით, ისე რომ არც გამოელაპარაკა დამხვდურებს და მალევე დატოვეს ტერიტირუა. ეს იყო რობესპიერისა და ლუი XVI–ის გზების პირველი გადაკეთა.
შემდგომში მასიმილიან რობისპიერი ხდება საკანონმდებლო კრებისა და კონვენტის წევრი. საკანონმდებლო კრებას ორი წამყვანი ძალა მართავდა ჟირონდისტები (ეს დეპუტატები ძირითადად დეპარტამენტ ჟირონდიდან იყვნენ) და იაკობიანელები. ჟირონდისტები სულ უფრო მეტად იხრებოდნენ რესპუბლიკური წყობის დამყარების აზრისკენ. უკიდურეს მემარცხენე პოზიციას იკავებდა რობესპიერის მომხრე იაკობინელთა მეტად მცირერიცხოვანი ჯგუფი . თუ დასაწყისში მათ შორის აზრთა თანხვედრა იყო
ყველა ეს საკითხი ჟირონდისტებსა და იაკობინელებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა, მათ შორის ლუი XVI-ის გასამართლების პროცესის. კონვენტის უმრავლესობა მეფეს დამნაშავედ მიიჩნევდა კონტრრევოლუციურ ძალებთან კონტაქტის გამო, მაგრამ სადავი იყო სასჯელის ზომა. ჟირონდისტებს უცხოეთის მკაცრი რეაქციის ეშინოდათ და არ სურდათ სასჯელის უკიდურესი ზომის გამოყენება მეფის მიმართ. ამ საკითხში ჟირონდისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, იაკობინელებმა შეძლეს კონვენტში საკუთარი მოთხოვნების გატარება: თავისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებასა და ქვეყნის უსაფრთხოების ხელყოფაში მხილებულ ლუი XVI-ს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. 1793 წლის 21 იანვარს მეფეს თავი მოკვეთეს ახლად გამოგონებული მექანიზმით, გილიოტინით, რომლის შექმნაზეც, თავის დროზე, თავად ლუი XVI-მ გასცა პატენტი. ამოქმედდა რევოლუციური რეპრესიების აღმასრულებელი მთავარი მანქანა. გილიოტინა, რომელსაც იაკობინელებმა "თანასწორობის ნამგალი” შეარქვეს, კიდევ დიდხანს არ გაჩერებულა. რობესპიერმა რევოლუციის მტრების წინააღდეგ ტერორი გამოაცხადა. ეს იყო დაახლოვებით 10 თვიანი პერიოდი, რომელსაც საფრანგეთის ისტორიაში ტერორის მმართველობა ესოდა. ამ დროს რადიკალურად მიმართული მოწინააღმდეგე ფრაქციები ერთმანეთს სასტიკად უსწორდებოდნენ, გილიოტინაზე მასიური დასჯის ჩათვლით. ტერორი 1793 წლის 5 სექტემბერს დაიწყო. რეპრესიებმა პიკს მიაღწია 1794 წლის ივნის-ივლისში, პერიოდი რომელსაც "გრანდ-ტერორს” (la Grande Terreur) უწოდებენ და რომელიც გაგრძელდა 1794 წლის 27 ივლისის გადატრიალების ეგზეკუციამდე, რომელშიც თვით ტერორის მმართველობის რამდენიმე წამყვანი ლიდერი გაასამართლეს, მათ შორის სენ-ჟუსტი და თავად მაქსიმილიან რობესპიერი. ამ უკანასკნელს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.
მუსტაფა ქემალ ფაშა ათათურქი
მუსტაფა ქემალ ფაშა ათათურქი დაიბადა 1881 ,წ 10 ნოემბერს სალონიკში მოხელის ოჯახში . 1905 წელს დაამთავრა სტამბულის გენერალური შტაბის აკადემია და კაპიტნის წოდება მიიღო. 1908 წელს მონაწილეობდა ახალგაზრდა თურქთა რევოლუციაში, მოგვიანებით იტალია-ოსმალეთის და ბალკანეთის მეორე ომში. აღსანიშნავია, რომ I – მსოფლიო ომში 1914-1918 ქლებში გენერალის წოდებით იბრძოდა სხვადასხვა ფრონტზე.
პირველ მსოფლიო ომში ოსმალთა დამარცხებისა და ანტანტიის ქვეყნების მიერ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპაციის შემდეგ მუსტაფა ქემალი მოუწოდებდა სულთან მეჰმედ VI-ს ოკუპანტთა წინააღმდეგ ბრძოლისკენ. 1919 წლიდან იგი სათავეში ჩაუდგა თურქი ხალხის ეროვნული განმანთავისუფლებელ ბრძოლას. სწორედ ამ სულთნის ხელისუფლება ჩამოგდებულად გამოაცხადეს. საპასუხოდ ანტანტამ ქემალისტებს საბერძნეთის ჯარები დაუპირისპირა. ქემალისტებს დაეხმარნენ ანტანტით უკმაყოფილო ბოლშევიკები. თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც ლენინმა თურქებს დაუტოვა 23.600კმ ფართობს ქართულ-სომხური ტერიტორია, რომელიც იმ დროისათვაის რუსეთის იმპერიისათვის შემადგენლობაში შედიოდა.
ათათურქს ჰქონდა მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკა: მან არათუ სცნო ეროვნულ უმციერსობათა, მათ შორის ლაზ-ქარატველების ეროვნულ-კულტურული თვით გამორკვევის ავტონომია, არამედ მიზნად დაისახეს მათი გათურქება.
1920 ანკარაში მოწვეულ იქნა ეროვნული კრება მეჯლისი,რომელმაც მუსტაფა ქემალ ფაშა აირჩია პარლამეტისადა მთავრობის თავჯდომარედ. იმავე დროს იგი სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ ძალებს. სამი წლის შემდეგ კი დიდმა ეროვნულმა კრებამ თურქეთის დედა ქალაქად ანკარა გამოცხადდა, ხოლო თურქეთი- რესპუბლიკად. რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტად მუსტაფა ფაქემალი აირჩიეს.
ათათურქის ინიციატივით შემოღებული იქნა კანონი გვარის შესახებ, რასაც მოჰყვა ძველი ტიტულების-ფაშა,ეფენდი, ბეიაღა- გაუქმება.ამ კანონის მიღების შემდეგ მუსტაფა ქემალს სამშობლოსა და თურქი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის მეჯლისმა ათათურქის გვარი უბოძა, რაც თურქთა მამას ნიშნავს. თურქეთის რესპუბლიკაში ათათურქის პრეზიდებტობის პერიოდში გატარდე მთელი რიგი რეფორმები: შემოღებული იქნა ევროპული კალენდარი და წელთაღრიცხვა, ევროპული ნიშნის სამოქალაქო კოდექსი, რასაც მოჰყვა მრავალ ცოლიანობის გაუქმება, გაჩაღდა ბრძოლა ჩადრის წინააღმდეგ, არაბული ანბანი შეიცვალა უფრო მარტივი ლათინური ანბაბით. ქალებმა მოიპოვეს პარლამენტში მონაწილეობისა და უმაარლესი განათლების მიღების უფლება.
თურქეთის პირველ პრეზიდენტის სავარძელი გარდაცვალებამდე ეკავა ათათურქს. იგი გარდაიცვალა 1938 წ დაკრძალულია სტამბოლში.
მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები, რომელებიც ქემალიზმის სახელითაა ცნობილი, საფუძვლად უდევს თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოებრიობას. ქემალიზმმა უდიდესი როლი შეასრულა რესპიბლიკური თურქეთის შექმნის საქმეში. ის დღესაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
P.S. ვთვლი, რომ მოყვანილი ადამიანების ცხოვრების მაგალითები საკმაოდ საინტერესო ტენდენციებს გამოკვეთს. საბოლოოდ ის ადამიანები, რომლებიც თავდაპირველად იდეალებს ემსახურებოდნენ, პროგრესული იდეებით იყვნენ გამსჭვალულნი და დიქტატორებს ხშირად სიცოცხლის ფასადაც ებრძოდნენ, მოგვიანებით საკუთარ მოღვაწეობას სწორედ ყოფილი მტრების კვალდაკვალ აგრძელებდნენ. ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თავად იქცევიან დიქტატორებად, რომლებიც ყოველგვარ განსხვავებულ მოსაზრებას სდევნიან. ამ მხრივ, გამონაკლისია ჩე გევარას მაგალითი. ცხადია, შეიძლება დავუშვათ, რომ მას უბრალოდ, არ დასცალდა ქცეულიყო ტირანად. მაგრამ, ასევე სარწმუნოა, რომ ის არ იყო სახელმწიფო მოხელე, ადამიანი, რომელიც ქვეყანას მართავს, წესრიგს უზრუნველყოფს, პირიქით – ჩე გევარა ყოველთვის ცდილობდაა ჩარჩოებისა და კლიშეების დანგრევას, იგი მუდმივად მზად იყო ცვლილებებისათვის და სურდა ამ ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი თავად ყოფილიყო. ალბათ, სწორედ ამიტომ ჩაერთო უცხო ქვეყნის რევოლუციაში. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მეამბოხე და რევოლუციური ბუნება განაპირობებს ჩე გევარას თაყვანისმცემელთა ამგვარ სიდიდეს.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 977 |
დაამატა: giorgi07
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|