ორშაბათი, 2025-06-16, 10:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » ყოველდღიური წვრილმანები(2)
5:34 PM
ყოველდღიური წვრილმანები(2)

1. ზამთარში თბილად რომ ზიხარ ფანჯარასთან ახლოს და ამ დროს შენები სარეცხის გაფენის მიზნით ფანჯარას რომ გამოაღებენ, იყინები და მაინც არ დგები

2. ახალ ჩართულ კომპიუტერზე 100-ჯერ რო დააჭერ opera-ს და მერე ერთი საათი რო თიშავ.

3. ძალიან უსიამოვნო მომენტი, შემთხვევით იდაყვს რომ რაღაცას დაარტყავ და ხელი გიბუჟდება...

4. დღესასწაულებზე ბევრ სხვადასხვანაირ საჭმელს რომ აკეთებენ და სურვილი არ გაქვს ჭამო და ყველაფერი რომ გამოილევა მერე გაგიჯდები ჭამაზე მაგრამ მაცივარში ვერაფერს პოულობ და ნერვები გეშლება

5. რაიმეს საგულდაგულოდ რომ შეინახავ ადვილად მივაგნებო და მერე აზრზეც ვერ მოდიხარ სად შეინახე

6. ყინვისას, დაორთქლილ ფანჯარაზე თითით ხატვა (მცდელობა მაინც)...

7. უსიამოვნო მომენტი, როდესაც სიჩუმეა და შენ რამე ხრაშუნას ჭამ, ჩიფსს ან რამეს :)

8. მესიჯის წერისას, რაიმეს დღესასწაულის მილოცვის ტექსტში კონკრეტულ სახელს რომ არ წერ, რათა ყველას ერთდროულად გაუგზავნო..

9. სკოჩის (წებოვანი ლენტი ერთგვარი) დასაწყისს რომ ვერ პოულობ...

10. საწერი კალმით სახეს რომ მოიფხან და მერე აღმოაჩენ, რომ თურმე უკუღმა გეჭირა, წვერით სახისკენ...

11. ქუჩაში ნაცნობს რომ დაინახავ და სანამ ერთმანეთს მიუახლოვდებით უმიზეზოდ აქეთ-იქით რომ იხედები, სახეში რომ არ უყურო...

12. კონტროლიორის დანახვისას საგულდაგულოდ დაჭმუჭნული ბილეთის საწყის პოზიციაში დაბრუნების პროცესი...
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 763 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz