პარასკევი, 2024-12-27, 10:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 11 » ფსიქოლოგიური ტესტი
6:03 PM
ფსიქოლოგიური ტესტი


თუ გსურთ, რომ ტესტი აზრიანად ჩატარდეს, ჯერ თავად ინსტრუქციას გაეცანით და ტესტის წერას შეუდექით თქვენთვის და შემდეგ წაიკითხეთ სიმბოლიკების ახსნა, რადგან თუ სიმბოლოთა მნიშვნელობა წინასწარ გეციდონებათ, ჩათვალეთ, რომ ტესტის ჩატარებას თქვენს შემთხვევაში აზრი არ აქვს, თუმცა შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და რომელიმე ისეთ ახლობელს ჩაუტაროთ, რომელსაც ეს სიახლე არ წაუკითხავს. მოკლედ, ინსტრუქცია და კითხვარი შემდეგია:
1. ვთვქათ მიდიხართ უდაბნოში, გაურკვეველი ვადით, მიდიხართ მარტო, რას წაიღებდით?
(ჩამოთვალეთ ის, რაც პირველად მოგივათ თავში აზრად და დიდხანს არ დაყოვნდეთ)
2. თუ წყურვილისგან იხრჩობით და შეგხვდათ მღვრიე წყალი, დალევთ?
3. შემოგხვდათ გველი, აღწერეთ ის და როგორ მოიქცეოდით, რაგვარი რეაქცია გექნებოდათ?
4. დაინახეთ დიდი მთა, როგორ გადალახავთ, პირდაპირ, თუ გზის ძებნას დაიწყებთ?
5. მოდის ცხენი. დეტალურად აღწერეთ, რა ფერისაა, როგორ მოდის, დგას თუ მოდის, თქვენ თავად მიხვედით თუ ის მოვიდა, ამხედრდებით თუ არ ამხედრდებით ცხენზე. ეს ყველაფერი დეტალურად.
6. თქვენს წინ არის თვალუწვდენელი კედელი, რომლის გადალახვის შანსი არ არსებობს. როგორ გგონიათ, რა არის ამ კედლის მიღმა? აღწერეთ.
1. უდაბნოში თქვენს მიერ წაღებული ნივთებით განისაზღვრება თქვენი უმთავრესი მისწრაფებები და პრაქტიკული გონება: თუ წყალი აუცილებლად წაიღეთ, პრაქტიკული ხართ. თუ რაოდენობაზე გაქვთ აქცენტი და პასუხში გაქვთ ასეთი რამ: 2 ცისტერნა ხორცი, სამი ცისტერნა ლუდი, ტრაილერით მაცივარი ან რაიმე ამის მსგავსი, ე.ი. ანალიტიკური აზროვნებით დაჯილდოვებული არ ბრძანდებით.
2. თუ ბინძურ წყალს დალევთ, მაშასადამე, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია წავიდეს ყველაფერზე სიყვარულისთვის, თუ არ დალევთ, ე.ი. თქვენს პრინციპებს სიყვარულის გამო არ უღალატებთ.
3. თუ გველი ლამაზად გაქვთ აღწერილი, როგორც ჭრელი და არც თუ ისე საშიში, მაშინ თქვენ გხიბლავთ და გსიამოვნებთ სექსუალური ურთიერთობა. თუ გველი შავ, მუქ ფერებშია და საშიშია, მაშინ თქვენ ან არ გაქვთ სექსუალური ცხოვრების გამოცდილება, ან არ გხიბლავთ ის, ან გეშინიათ.
4. თუ მთას პირდაპირ გადალახავთ, ბუნებით ექსტრემალი ბრძანდებით. თუ გზების ძიებას დაიწყებთ, რისკი იშვიათად გახასიათებთ და არც ექსტრემალი ბრძანდებით.
5. ცხენი არის პარტნიორი. ყველაფერი, რაც ცხენზე დაწერეთ, შეცვალეთ სქესით ქალი/კაცი და ისე წაიკითხეთ და მიიღებთ თქვენს იდეალურ წარმოდგენას თქვენსავე იდეალურ პარტნიორზე.
6. კედელი არის ზღვარი ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ყოფას შორის. თუ თქვენ თქვით, რომ კედლის იქით სიცარიელეა, ე.ი. თქვენ ურწმუნო ხართ. თუ იქით სიცოცხლეა, ე.ი. თქვენ მოწოდებით მორწმუნე ხართ, ანუ გჯერათ იმქვეყნიური ცხოვრების.
კატეგორია: მეცნიერება | ნანახია: 756 | დაამატა: Capitan | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz