შაბათი, 2024-12-28, 1:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 22 » ფოთოლი
9:09 PM
ფოთოლი


ფოთოლი (Folium), უმაღლეს მცენარეთა ორგანო, რომელიც ასრულებს ფოტოსინთეზისა და ტრანსპირაციის ფუნქციებს, ახორციელებს აირცვლას გარემოსთან და მონაწილეობს მცენარის ცხოველმოქმედების სხვა პროცესებში (ვეგეტატიური გამრავლება და სხვა). ფოთლის წარმოქმნა და განვითარება უკავშირდება მცენარის ხმელეთზე ცხოვრების მრავალგვარ პირობასთან შეგუებას. უმეტეს შემთხვევაში ფოთლის წარმოქმნა პირველი ხმელეთის მცენარეების ღერძული ორგანოების გაბრტყელების, დიფერენცირებისა და შეზრდის შედეგია. ფოთლისთვის დამახასიათებელია ბრტყელი ფორმა და დორზოვენტრალური სიმეტრია. არჩევენ ფოთლის ზედა — შიდა, მუცლის ანუ ადაქსიალურ და ქვედა — გარეთა, ზურგის ანუ აბაქსიალურ მხარეს. ჩვეულებრივ ფოთოლი არ წარმოშობს მცენარის სხვა ორგანოს. იშვიათად მას შეიძლება დამატებითი კვირტები ან ფესვები განვითარდეს (ბეგონია, ბრიოფილუმი). ფოთოლი ყოველთვის ყლორტის ღერძზე — ღეროზე ზის. ღეროზე გაწყობის მიხედვით არჩევენ ქვედა ან ფესვთანურ, ღეროსეულ და კენწრულ ფოთლებს. ხშირად ქვედა, ფესვთანური ფოთლები არ არის მწვანედ შეფერილი და ქერქლებად ვითარდება, ზოგიერთი ყვავილედის (კალათის, ქოლგის) საბურველი კენწრული ფოთლების ერთობლიობას წარმოადგენს. კენწრულ ფოთოლს მიეკუთვნება ხსიღად ქერქლისებრი მფარავი ფოთლებიც, რომლებიც კვირტზე ან ყვავილზე ვითარდება.

ფოთოლი უფრო ხშირად შედგება ფართო და ბრტყელი ფირფიტისაგან, რომელშიც ფოტოსინთეზთან დაკავშირებული ყველა ძირითადი ფიზიოლოგიური პროცესი მიმდინარეობს და შევიწროებული ნაწილისაგან — ყუნწისაგან, რომელიც ფოთლის ღეროზე ამაგრებს. თუ მცენარის ფოთლის ყუნწი გამოსახული არა აქვს, მას მჯდომარე ფოთოლი ჰქვია. უმეტეს ერთლებნიან და ბევრ — ორლებნიან მცენარეს ფოთლის ქვედა ნაწილი გაფართოებული აქვს ე. წ. ხალთად, რომელიც მეტ-ნაკლებად გარს ეხვევა ღეროს. ფოთლის ძირში ბევრ მცენარეს სიმეტრიულად განწყობილი წყვილი დანამატი, ე. წ. თანაფოთლები უვითარდება.

ფოთოლი ღეროზე გაწყობილია მორიგეობით (სპირალურად), მოპირისპირედ და რგოლურად (სამი ან მეტი ფოთოლი). მისი ზომები სულ სხვადასხვაა. მცენარეთა უმეტესობის ფოთლის სიგრძე 3-10 სმ აღწევს, ზოგიერთი ტროპიკული მცენარის (ცეილონის პალმა) ფოლის სიგრძეა 8 მ, სიგანე 6 მ. ყველაზე დიდი ფოთოლი აქვს ბრაზილიურ პალმას — რაფიას (Raphia), მისი ფოთლის ყუნწი სიგრძეა 4-5 მ., ფირფიტისა - 20 მ. შედარებით დიდი ფოთლები აქვთ წყლის მცენარეებსაც. კონსისტენციის მიხედვით არჩევენ ბალახოვან, აპკისებრ, ტყავისებრ და ხორცოვან ფოთლებს. უმეტესი მცენარის ფოთოლი ქლოროფილის არსებობის გამო მწვანეა. პიგმენტების — ქლოროფილის, კაროტინის, ქსანტოფილის, ანთოციანის სხვადასხვა შეფარდება ფოთოლში ზოგჯერ განაპირობებს ფოთლის წითელ, ნარინჯისფერ, ყვითელ, იისფერ, მურა და ცისფერ (ნარი) შეფერვას. ფოთლის ზედაპირი შეიძლება იყოს შიშველი ან შებუსული. ფოთლის სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ფოთოლმცვივან მცენარეთა ფოთოლი 2-5 (იშვიათად 6-10) თვეს ცოცხლობს. მარადმწვანე მცენარეებისა — თანდათან იცვლება, ამასთანავე, თითოეული ფოთლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 1-დან 10 წლამდე განისაზღვრება.

ფოთოლი საოცარი პოლიმორფულობით ხასიათდება. განასხვავებენ მარტივ და რთულ ფოთლებს. მარტივი ფოთოლი არ არის გაყოფილი ცალკეულ, მკვეთრად გამიჯნულ სეგმენტებად. რთული ოთლის ფირფიტა დაყოფილია ფოთოლაკებად,თითოეული მათგანი საკუთარ ყუნწზე ზის. არჩევენ რთული ფოთლის ორ ძირითად ტიპს — ფრთართულ და თათრთულ ფოთლებს. ტიპიური რთული ფოთლის ფოთოლაკებისათვის დამახასიათებელია სახსარი. რთული ფოთლის ფოთოლაკები შეიძლება იყოს მომრგვალო, ელიფსური, კვერცხისებრი, უკუკვერცხისებრი, რომბისებრი, მოგრძო, ლანცეტა, უკულანცეტა, ხაზური, სადგისებრი და ა. შ.ფოთლის კლასიფიკაციისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფირფიტის ფუძისა (მომრგვალო, გულისებრი, თირკმლისებრი, ისრისებრი, შუბისებრი, წაკვეთილი და სხვა) და წვერის (მახვილი, ბლაგვი ან ამოკვეთილი და სხვა) ფორმას. ფირფიტის კიდე ზოგჯერ მთლიანი ან დაკბილულია, მრგვალკბილაა, ხერხკბილაა და სხვა.

ფოთლის ფირფიტის დაყოფის ხასიათისა და სიღრმის მიხედვით არჩევენ დანაკვთულ, დაყოფილ და განკვეთილ ფოთლებს.

ფოთოლი დაქსელილია ძარღვებით — გამტარი კონებით, რომელთა მიხედვითაც გამოიყოფა ფოთლის დაძარღვის განსხვავებული ტიპები: ფრთისებრი, პარალელური, რკალური, თატისებრი, ბადისებრი და სხვა. ფოთლის დაძარღვის მიხედვით შეიძლება გაირკვეს მცენარის გვარობრივი და სახეობრივი რაობაც კი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პალეობოტანიკური კვლევისათვის.

ფოთოლში წარმოდგენილია მფარავი და გამომყოფი გამტარი, მექანიკური მფარავი და გამომყოფი ქსოვილები. ფოთოლი ორივე მხრიდან დაფარულია ერთშრიანი მფარავი ქსოვილით — კანით ანუ ეპიდერმისით. მისი უჰრედები ქლოროფილს არ შეიცავს და უფეროა. ბევრი ფოთლის ეპიდერმისში არსებული ბაგეებით ხდება აირცვლა და ტრანსპირაცია. ზედა და ქვედა ეპიდერმისს შორის განლაგებულია ძირითადი ქსოვილი — მეზოფილი (ფოთლის რბილობი). იგი ხშირად დიფერენცირებულია მესრისებრ და ღრუბლისებრ პარენქიმად. ფოთლის გამტარი ქსოვილი (ძარღვები) წარმოდგენილია ჭურჭელ-ბოჭკოვანი კონებით, სადაც ქსილემის და ფლოემის ელენტები შედის.

კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 1077 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
Block title
Copyright MyCorp © 2024
Free site builder - uCoz