პტოლემე IIფილადელფოსი (ბერძნ. Πτολεμαῖος Φιλάδελφος) — ეგვიპტის მმართველი პტოლემეების დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 285-246 წწ. ძვ. წ. 283 წლამდე იყო თანამმართველი. მისი მმართველობის დროს ალექსანდრია ელინისტური კულტურის ცენტრი გახდა. მფარველობდა ხელოვნებასა და მეცნიერებას. მისი თაონსნობით დაარსდა ალექსანდრიის მუსეიონი და ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. შექმნა ძლიერი ფლოტი, საფუძველი ჩაუყარა რომთან ურთიერთობას.