პროსეკო
(იტალ. Prosecco) — იტალიური ღვინო, როგორც წესი, მშრალი შუშხუნა, დამზადებული ამავე სახელწოდების თეთრი ჯიშის ყურძნის რამდენიმე სახეობისგან. ყურძენი ძირითადად იზრდება იტალიის ვენეტოს რეგიონში, ტრადიციულად კონეგლიანოსა და ვალდობიადენეს არემარეში, ტრევიზოს ჩრდილოეთ ფერდობებზე.
ღვინო ცნობილია, როგორც კოქტეილი "ბელინის" მთავარი ინგრედიენტი და ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც შამპანურის ნაკლებად ძვირი ალტერნატივა. ის ასევე ცნობილია სახელებით გერა, გლერა, გრაპოლო სპარგოლო, პროსეკო ბალბი, პროსეცო ბიანკო, პროსეცო ტონდო, სკიორინა ან სერპრინა.
|