დღეს Deadline_მა მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ პეტი ჯენკინსი ტორი 2_ის (Thor 2) რეჟისორი აღარ იქნება. კომპანია Marvel_მა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო მუშაობა 2011 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ფილმის მეორე ნაწილზე მალევე გავრცელდა ინფორმაცია და მოგვიანებით ოფიციალურადაც დადასტურდა, რომ ტორის მეორე ნაწილის რეჟისორი პეტი ჯენკინსი იქნებოდა.
ტორის პირველი ნაწილი გადაიღო 4 ოსკარის მფლობელმა რეჟისორმა კენეს ბრანამ. თუმცა როგორც ჩანს პროდიუსერებს ბრანას გადაღებული ფილმი არ მოეწონათ და ამჯერად ფილმის გადაღება შესთავაზეს პეტი ჯენკინსს. ჯენსკინსი საკმაოდ წარმატებული რეჟისორია. 2003 წელს გადაიღო ოსკარის მფლობელი ფილმი მონსტრი (Monster), სადაც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებდა. მისი გადაღებულია ასევე 2011 წლის კომედია ხუთი (Five). თუმცა როგორც ჩანს არც ჯენკინსი მოეწონათ Marvel_ში ან შესაძლოა რეჟისორმა თვითონ დატოვა ფილმი, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ თემასთან დაკავშირებით MTV_მ მოიპოვა ექსკლუზიური ინტერვიუ ლოკის როლის შემსრულებელ ტომ ჰიდლესტოუნთან (Tom Hiddleston). აი რას ამბობს ტომი პეტი ჯენკინსზე:
[ჯენკინსი] გასაოცარია… ამ კვირის დასაწყისში მასთან ვახშმობა მომიწია და უნდა ვაღიარო, რომ ის საოცარია – ულამაზესი ქალი და უმაღლესი დონის რეჟისორია. შესაძლოა არც დამიჯეროთ, მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ სიმართლეს ვამბობ, სანამ ტორის პირველი ნაწილის გადაღებას დავიწყებდით ფილმის რეჟისორი მოვიდა ჩემთან და მირჩია, რომ იმისთვის, რომ უკეთესად შემძლებოდა ჩემი როლის თამაში მეყურებინა ორი ფილმისთვის. პირველი იყო პიტერ ო’ტულის ლომი ზამთარში (The Lion in Winter), მეორე კი პეტი ჯენკინსის მონსტრი (Monster).
ჯენკინსისგან მოდის უზარმაზარი ემოციური ენერგია, რომელიც მთლიანად გბოჭავს და შენს თამაშს კამერის წინ შთამბეჭდავს ხდის. სამწუხაროა, რომ ამ რეჟისორზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ვერ მიიღეს, ვფიქრობ, რომ ჯენკინსის გადაღებული ტორი წლის საუკეთესო ნამუშევარი იქნება.
|