ოლოლი
, ყურებიანი ბუ (Asio otus), ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. ოლოლის სხეულის სიგრძეა 36-37 სმ, ფრთების შვილი 1 მ, მასა 250 გრამს აღწევს. აქვს შავი ნისკარტი და ბრჭყალები, თავზე წაგრძელებული ბუმბულები ("ყურები"). ღამის ფრინველია. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, ქაშმირში, იაპონიაში, კორეაში, ჩინეთში, კანარის კუნძულებზე, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ეთიოპიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ბინადრობს დაბლობისა და მთის მაღალხეებიან ტყეებში, ვერტიკალურად 3 ათას მეტრს აღწევს. ბუდობს ხეებზე - უმთავრესად სხვა ფრინველთა ბუდეებში, იშვიათად ფუღუროში, მიწაზე. იკვებება თაგვისებრი მღრღნელებით (დღეში თითო ოლოლოს ულუფა 3 თაგვია) და მწერებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ.
|