პარასკევი, 2024-12-27, 10:22 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 14 » ოლივია ვაილდი მონაწილეობას მიიღებს რონ ჰოვარდის ფილმში “რბოლა”
5:09 PM ოლივია ვაილდი მონაწილეობას მიიღებს რონ ჰოვარდის ფილმში “რბოლა” |
თუ მთავარ როლს თამაშობ ისეთ ფილმში, რომლის რეჟისორიც არის ორი ოსკარის მფლობელი რონ ჰოვარდი (ბრწყინვალე გონება), სცენარის ავტორი ოსკარზე ორჯერ ნომინირებული პიტერ მორგანი, ხოლო პარტნიორობას გიწევენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან კრის ჰემსვორტი (ტორი, Star Trek) და ოსკარის მფლობელი რასელ ქროუ (გლადიატორი) შენ დარწმუნებული ხარ რომ ეს ფილმი უზარმაზარ წარმატებას მოგიტანს.
ამ ზაფხულს რონ ჰოვარდმა განაცხადა, რომ აპირებს ცნობილი ბრიტანელი მბრბოლელის ჯეიმს ჰანტის შესახებ გადაიღოს ფილმი და სულ რაღაც 2 თვეში უკვე შეარჩია გადამღები ჯგუფი და სამსახიობო ქასთის შერჩევა დაიწყო. ფილმში მთავარ როლს კრის ჰემსვორტი (Chris Hemsworth) შეასრულებს, რომელიც პოპულარობის ზენიტში იმყოფება, ჯერ იყო და მთავარი როლი შეასრულა ტორში (Thor), შემდეგ კი კვლავ მთავარი როლი მისცეს, ფიფქიას ზღაპრის კინოვერსიაში სახელად ფიფქია და მონადირე (Snow White and the Huntsman), ფილმში ასევე მონაწილეობას იღებს ოსკაროსანი მსახიობი რასელ ქროუ (Russell Crowe), რომელიც ეხლა მონაწილეობს სუპერმენზე გადაღებულ ფილმში რკინის ადამიანი (Man of Steel).
რაც შეეხება ოლივია ვაილდს (Olivia Wilde), ფილმში რბოლა (Rush) ის შეასრულებს ულამაზესი მოდელის, სუზი მილერის როლს, რომელსაც შეუყვარდება და დაქორწინდება ფორმულა 1_ს მექალთანე მბრბოლელ ჯეიმს ჰანტზე (კრის ჰემსვორტი), თუმცა მალე მილერს თავდავიწყებით შეუყვარდება ჰანტის მეგობარი რიჩარდ ბარტონი (რასელ ქროუ). ბარტონი და ჰანტი შეთანხმდებიან, რომ სუზის სანაცვლოდ ბარტონი ჰანტს მილიონ დოლარს გადაუხდის, თუმცა სუზი მილერის დათმობა არც ისეთი მარტივი აღმოჩნდება მბრბოლელისთვის, როგორიც ეს თავიდან ეგონა. ხოლო როგორ დამთავრდება სასიყვარულო სამკუთხედის სასიყვარულო ინტრიგები ამას სავარაუდოდ 2013 წლის დასაწყისში ვიხილავთ.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 859 |
დაამატა: xuco
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|