ოქროს თევზი
, ვერცხლისფერი კარასის (Carassius auratus) მოშინაურებული ფორმა. ერთ-ერთი გავრცელებული სააკვარიუმო დეკორატიული თევზია. ჰიბრიდიზეციისა და სელექციის გზით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში: კომეტა, ბოლოლეჩაქა, ტელესკოპი, ვარსკვლავთმრიცხველი, ლომთავა, ორანდა და სხვა, რომელთაც აქვთ ლამაზი შეფერილობა, დიდი გრძელი ფარფლები, ტელესკოპური თვალები და სხვა. კარგ პირობებში ოქროს თევზი სქესობრივად მწიფდება 1 წლისა. დედალი ყრის 2-3 ათას ქვირითს. აკვარიუმში ცოცხლობს 13-35 წლამდე. იკვებება დაფნიებით, პეპლებით, ჭიაყელებით, პურით, დაკეპილი ხორცით და სხვა.
|