პარასკევი, 2024-12-27, 10:41 AM მოგესალმები სტუმარი | RSS
"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 19 » მზის სისტემამ ჩამოყალიბებისას პლანეტა-გიგანტი დაკარგა
7:49 PM მზის სისტემამ ჩამოყალიბებისას პლანეტა-გიგანტი დაკარგა |
მზის სისტემის ფორმირების პროცესის მოდელირებისას, სამხრეთ-დასავლეთ კვლევითი ინსტიტუტის (Southwest Research Institute) მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მზეს კიდევ ერთი პლანეტა-გიგანტიჰყავდა. ჩვენი მზის სისტემის ევოლუციაზე დაკვირვებისკენ მეცნიერებს კოიპერის სარტყელიდან და მთვარის კრატერიდან ტრანსნეპტუნისებრი ობიექტების პოპულაციის ანალიზმა უბიძგა. კვლევების ავტორის დევიდ ნესვორნის (David Nesvorny) აზრით, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ 600 მლნ წლის იყო, პლანეტა-გიგანტების ორბიტებს დინამიური არამდგრადობა შეეხოთ, რის შედეგადაც მცირე სხეულები ნაწილობრივ კოიპერის სარტყელში გაიდევნა, ნაწილობრივ კი მზის სისტემის შიდა პლანეტების ბომბარდირება დაიწყეს. ამასთან, იუპიტერმა და სხვა პლანეტა-გიგანტებმა მზისკენ უფრო ახლოს შეიცვალეს ორბიტა.
ადრეული მზის სისტემის კომპიუტერულმა მოდელირებამ ორბიტების ცვლილების ჰიპოთეზა დაამტკიცა. თუმცა, სხვადასხვა პირობებით ათასობით მოდელის შედეგები თანამედროვე სისტემის სურათს არ იძლეოდა. ასეთ სცენარში დიდ პრობლემას წარმოადგენს სწორედ იუპიტერის წანაცვლება: მისი ორბიტის უმცირესი ცვლილებაც კი ან დედამიწის ჯგუფის პლანეტების შეჯახებებს, ან სისტემიდან ურანისა და ნეპტუინის გაგდებას იწვევს.
კოლეგების რჩევით ნესვრონიმ მოდელს მეხუთე ნეპტუნის წონის პლანეტა-გიგანტი დაუმატა. ახალმა მოდელმა ყველაფერი თავ-თავის ადგილებზე დაალაგა, და ყველა პლანეტა საკუთარ ორბიტაზე აღმოჩნდა, ხოლო უცნობი გიგანტი კი მზემ ვარსკვლავთშორის სივრცეში "გააძევა”. ასეთი თეორიის სასარგებლოდ ნესვორნს ცოტა ხნის წინათ აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ე.წ. მოხეტიალე პლანეტების მაგალითები მოჰყავს, და ამბობს, რომ მათი წარმოქმნა — ჩვეულებრივი მოვლენაა.
|
კატეგორია: საინტერესო ამბავი |
ნანახია: 858 |
დაამატა: xuco
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|