კვირა, 2025-06-15, 5:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

"რაღაცნაირი" ბრუნდება, წრწოდეთ მემკვიდრის მტრებო!

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » მსოფლიოს გარშემო 9-11დეკემბერი/ ჩექმებიანი კატა პირველია
5:58 PM
მსოფლიოს გარშემო 9-11დეკემბერი/ ჩექმებიანი კატა პირველია

მთელი თვენახევრიანი პერიოდის განმავლობაში ჩექმებიანი კატა (Puss In Boots) თანდათანობით მიიწევდა პირველი ადგილისკენ და მიზანსაც მიაღწია. ძირითადი პრემიერების წყალობით ამ კვირის მონაცემებით ანიმაციური ფილმი არაამერიკულ ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს. ფილმმა დაახლოვებით $45,6 მილიონი მიიღო 42 ბაზრიდან საიდანაც 16-ში პრემიერა მხოლოდ წინა კვირას გაიმართა. კატისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა გერმანული პრემიერა $7,2 მილიონით, რაც ორჯერ მეტია შრეკი სამუდამოდ (Shrek Forever After)-ის მაჩვენებელზე. საკმაოდ შედეგიანი პრემიერები გაიმართა ბრაზილიაში ($5,9 მილიონი) და ავსტრალიაში ($4 მილიონი), თუმცა გაერთიანებული სამეფოდან შემოსავლებმა მოლოდინები ვერ გაამართლეს ($3,1 მილიონი). შთამბეჭდავად დამთავრდა გასული კვირაც არგენტინაში, სადაც ფილმმა ყველასთვის გასაოცრად $2,7 მილიონი მოაგროვა, რაც მეოთხეა ამ ბაზარზე ყველა დროის მონაცემებს შორის. ჩექმებიანი კატის არაამერიკულმა შემოსავალმა უკვე $142 მილიონს გადააჭარბა და ალბათ სულ რამდენიმე დღეში საერთო ჯამში $300 მილიონიან ზღვარსაც გადალახავს მსოფლიო მასშტაბით.



ბინდს (The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 1) გასულ კვირას არც ერთი ახალი პრემიერა არ ჰქონია და მისი კვირის შემოსავლები წინა კვირასთან შედარებით 51%-თ დაეცა $19,8 მილიონამდე. საუკეთესო შედეგები დაფიქსირდა გერმანიაში ($3 მილიონი) და სამხრეთ კორეაში ($1,9 მილიონი). ფილმმა მსოფლიო მასშტაბით უკვე $633,4 მილიონის მოგროვება შეძლო.



არტურის შობამ (Arthur Christmas) $14.3 მილიონი შემატა თავის არაამერიკული ბაზრების $57,4 მილიონიან საერთო შემოსავალს. ფილმს საკმაო შედეგიანი პრემიერები ჰქონდა რუსეთში ($3,3 მილიონი) და ესპანეთში (1,4 მილიონი).



ახალი წლის წინა დღის (New Year’s Eve) პრემიერა მსოფლიოს 36 ქვეყანაში გაიმართა, შემოსავალი საერთო ჯამში $12,85 მილიონი. აქედან ავსტრალიის ანგარიშზეა $2,8 მილიონი, გაერთიანებული სამეფოდან კი ფილმმა $2,4 მილიონი მიიღო. გერმანული $1,8 მილიონიც საკმაოდ კარგი შედეგია ამ ჟანრის ფილმისთვის.

მოკურცხლე 2-მა (Happy Feet Two) ამ კვირაში კიდევ $10,1 მილიონის მოგროვება შეძლო, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე $49,2 მილიონია. გაიმართა პრემიერა საფრანგეთში, რაც პინგვინებისათვის არც თუ ისე წარმატებული გამოდგა $1,1 მილიონით, ეს კი ანიმაციური ფილმის პირველ ნაწილის ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლებია.

ვნახოთ რა მოხდება მომავალ კვირას……
კატეგორია: საინტერესო ამბავი | ნანახია: 957 | დაამატა: xuco | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
კატეგორიები
ილუზია [9]
გამოგონება [14]
თავსატეხი [8]
მისტიკა [28]
საინტერესო ამბავი [426]
რელიგია [24]
დეტექტიური [7]
მეცნიერება [54]
დოკუმენტური ფილმები [3]
პოეზია [7]
სასაცილო [31]
ძებნა
შესვლის ფორმა
არქივი
Block title
Copyright MyCorp © 2025
Free site builder - uCoz